logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნაციონალური ხელისუფლების მედიაკულუარები
ნაციონალური ხელისუფლების მედიაკულუარები
12:50 13.03.2013
ის რომ წინა ხელისუფლებას თავისი ფავორიტები ყველა სფეროში და მათ შორის მედიაშიც ჰყავდა საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს.
საიდუმლო არც ისაა, რომ ხელისუფლების მეხოტბე მედიასაშუალებები, ნაციონალებს ხოტბას არცთუ უანგაროდ ასხამდნენ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულ ვარიანტს, რომლის ნაწილიც ჩვენ ჯერ კიდევ 2 დღის წინ გამოვაქვეყნეთ.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველთვიურ გამოცემის - „მაუწყებელი,“ ბეჭდვას, ამავე არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მამუკა ფაჩუაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია - შპს „მვპ“ ახდენდა.
„ნიუსპრესის“ წყაროს ინფორმაციით, შპს „მვპ,“ მამუკა ფაჩუაშვილმა, პაატა ვეშაპიძემ და ვიქტორ გათიკაშვილმა 2004 წელს დააფუძნეს. 2010 წელს კი, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აღნიშნული საწარმოს წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 40 ათასი ლარის სანაცვლდ, „მვპ“-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველთვიური გამოცემა „მაუწყებელის“ დაბეჭდვის ვალდებულება აიღო.
ამასთან, „მვპ“-ს სახელით, ხელშეკრულებას ხელს მამუკა ფაჩუაშვილი აწერს, რომელიც იმჟამადაც და დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და არის.
წყაროს ინფორმაციითვე, იქედან გამომდინარე, რომ სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის კონტროლი ევალება და ასევე, საბჭოს წევრს ბიუჯეტის მოსმენისას ხმის უფლება აქვს, სახეზე ინტერესთა აშკარა კონფლიქტია. უფრო კონკრეტულად კი, ფაჩუაშვილმა შემოსავალი აიღო იმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც თავად არის.


გარდა ამისა, მამუკა ფაჩუაშვილი გაზეთ „24 საათის“ გამომცემელ პაატა ვეშაპიძესთან ერთად, 2012 წელს შექმნილი შპს „24 საათი პრინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ფირმამ დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში განათლების სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა, რითაც სასკოლო წიგნების დისტრიბუციის უფლება მიიღო. სტამბების წარმომადგენლების ინფორმაციით, საბოლოოდ, გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს, სახელმძღვანელოების უმრავლესობა “24 საათის” გამომცემლების გავლით დაიბეჭდა. განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით კი, სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარი საქართველოში 60 მილიონ ლარს შეადგენდა. იქედან გამომდინარე, რომ წიგნის ბეჭდვისას მოგება 15 დან 20%-მდე მერყეობს, გამოდის, სახელმწიფოს ხელშეწყობით სახელმძღვანელოების ბეჭდვით, “24 საათის” გამომცემლებმა ბოლო 2 წელში რამდენიმე მილიონი ლარი იშოვეს.
ასევე, „24 საათის“ სტამბას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაახლოებით 400 ათასი ლარის პროდუქციის, მათ შორის თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებისთვის, რამდენიმე მილიონი ბიულეტინის დაბეჭდვა შეუკვეთა. 2011 წლის თებერვალსა და მარტის დასაწყისში კი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაკვეთით, შპს “მვპ”-მ დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ცალი ვაუჩერი დაბეჭდა. 2012 წლის 11 ივლისს შპს “მვპ”-ს, იმავე სოციალური მომსახურების სააგენტომ 840 ათასი ცალი სამუშაოს მაძიებლის აღრიცხვის ბარათი შეუკვეთა და ერთი ცალის დაბეჭდვაში 4 თეთრი გადაუხადა, მაშინ როცა სხვა სტამბებში ამის ფასი გაცილებით ნაკლები იყო. უფრო ადრე კი, - 2006 წლის იანვარში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ტენდერების შესახებ სახელმწიფო დაწესებულებების განცხადებები მხოლოდ გაზეთ “24 საათში” უნდა გამოქვეყნებულიყო. ასევე, შ.ს.ს-ს მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, “მვპ”-მ 61 ათასი ლარი მიიღო “24 საათში” სააგენტოს საქმიანობის ამსახველი საიმიჯო მასალების გამოქვეყნების საფასურად.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ აგრძელებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მასალების მოძიებას და ამ და სხვა ფაქტების დეტალებს, მკითხველს უახლოეს მომავალში შესთავაზებს. ასევე, სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, თავის ვებ-გვერდზე, ამ თემასთან დაკავშირებით, ნებისმიერი მხარეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მისცეს.


კოკა მაჭავარიანი
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა