logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბესიკ ტაბატაძე - გულდასაწყვეტია, როდესაც ქალბატონი ჩიორას ცხვირი ვიღაცისთვის გაცილებით მეტ ღირებულებას წარმოადგენს ვიდრე ადამიანების სიცოცხლე ან თუნდაც ჩემი დაკარგული თვალი
ბესიკ ტაბატაძე - გულდასაწყვეტია, როდესაც ქალბატონი ჩიორას ცხვირი ვიღაცისთვის გაცილებით მეტ ღირებულებას წარმოადგენს ვიდრე ადამიანების სიცოცხლე ან თუნდაც ჩემი დაკარგული თვალი
13:02 27.02.2013
მიუხედავად იმისა, რომ გამსკდარი თვალიდან სისხლი მომდიოდა, მთელი ღამის განმავლობაში ჩემთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ;

ახალი ხელისუფლება საქართველოში იმიტომ მოვიდა, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღადგინოს, სამართლიანობის აღდგენას ბევრი ჩემნაირი, ჩემზე მეტად დაზარალებული და დაჩაგრული ელოდება;

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები ხუთი დღის შემდეგ სპეციალურად ჩამოვიდნენ და „ბუდეში“ მოკალათებული ჩიორა თუ „ბახალა“ მოინახულეს, ჩემთან კი არცერთი ადამიანი არ მოსულა;

26 მაისის აქციის დარბევის დროს, „სახალხო კრების“ ისნის რაონული ორგანიზაციის კომიტეტის „შეფიცულთა“ ჯგუფის თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბატაძემ ხალხის ევაკუაციაში მონაწილეობისა და სპეცრაზმის შეჩერებისას, რეზინის ათამდე ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. 26 მაისის მოვლენებსა და „სამართლიანობის აღსრულების“ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ბესიკ ტაბატაძე „ნიუსპრესს“ ესაუბრება.

-26 მაისს აქციაზე, როდესაც ვახდენდით სპეცნაზის შეკავებას, რომელიც არ ინდობდა არც ქალს და არც ბავშვს, დაახლოებით ხუთი ნაბიჯიდან რეზინის ათიოდე ტყვია მესროლეს. ეს იყო სახეში გამიზნული ნასროლი. სხეულის სხვადასხვა ადგილებზე რვა ტყვია მქონდა მოხვედრილი. სროლის შედეგად თვალის გუგა სამ ნაწილად გასკდა. ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწორედ იმ ადგილზე, სადაც ქალბატონ ჩიორა თაქთაქიშვილს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში ვეგდე, შემდეგ მიკროავტობუსით დიღომში, პოლიციის სამმართველოს შენობაში გადამიყვანეს.

სამმართველოში, იმის გამო, რომ მოვითხოვე, ხელბორკილები, რომელიც უკან მედო წინ გადმოეტანათ, რათა შემძლებოდა თვალიდან სისხლის მოწმენდა, მთელი ღამე მცემდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ, მიუხედავად იმისა, რომ გამსკდარი თვალიდან სისხლი მომდიოდა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით დილის 7 საათამდე, მანამ, სანამ ვიღაც თეთრხალათიანი ქალბატონის დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმი აშკარად არ იყო, ღუდუშაურში გადამიყვანეს, სადაც თვალზე ოპერაცია გამიკეთეს.

26 მაისის სადამსჯელო ოპერაცია ოყო წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იმ სახით, რომ მომხდარიყო არა მიტინგის დაშლა, - რაც გულისხმობს რომ მომიტინგეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცე და ამისთვის კორიდორი დაუტოვო, არამედ ჩატარდა კლასიკური სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც მოეწყო სხვების დასანახად ვინც მოედანზე არ იყო და რეჟიმს არ ემორჩილებოდა.

როგორც ვიცით, ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება, მოხდა თუ არა თქვენი დაკითხვა?

-ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მალევე დაიწყო. 27 მაისს მე მივმართე სახალხო დამცველს, რომელმაც თავის მხრივ გენერალურ პროკურატურას მიმართა. ამ ყველაფრის შემდეგ, დაახლოებით ივლისის ბოლოს პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი ბაინდურაშვილი, რომელმაც შემომთავაზა დაკითხვაზე მისვლა.
დაკითხვაზე გამოვცხადდი საიას ადვოკატ მიხეილ ღოღაძესთან ერთად. კითხვები ძირითადად ეხებოდა იმ საკითხს, ხომ არ ვიცანი ვინ მესროდა ტყვიებს. თუმცა, რა თქმა უნდა შეუძლებელია იმ ადამიანების ამოცნობა ვისაც ნიღაბი და მუზარადი უკეთია. მე გამომძიებელს ვუთხარი, რომ სურვილის შემთხვევაში გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას ადვილად შეუძლია გაარკვიოს ვინ მოახდინა ჩემი მიმართულებით გასროლა. იქ იყო დაახლოებით რვა-ათი პიროვნება ვინც მე მესროდა. მათ ხელმძღვანელს, ვინც ისინი ადგილებზე განალაგა შეეძლო გაერკვია თუ ვის გამო აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში. ამ ყველაფრის დადგენა გამოძიებას შეეძლო, თუმცა მათ ჩემთვის აღარ მოუმართავთ. ექსპერტიზაც არ ჩამიტარეს, ელოდებოდნენ რომ ნატყვიარის კვალი გამიქრებოდა. ჩემი ხარჯებით მივედი სამხარაულის ცენტრში და ექსპერტიზა გავიარე. დაგვიანებული ექსპერტიზის პასუხი იუსტიციის სამინისტროში მივიტანე, პროკურატურას გადავეცი და მოვითხოვე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სტადიაზე იყო ჩემი საქმის გამოძიება. ამის შემდეგ მე არანაირი პასუხი აღარ მიმიღია. ჯერჯერობით არც ახალი ხელისუფლებიდან არ შემხმიანებიან.

რამდენადაც ვიცით, ამ საქმესთან დაკავშირებით თქვენ შვეიცარიის საელჩოსაც მიმართეთ, მოჰყვა თუ არა რეაგირება მიმართვას?

-ჩვენი პარტია „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ აბსოლუტურად იზიარებს დასავლურ ფასეულობებს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმებით დასავლეთში ფართოდ გავრცელებულ ორმაგ სტანდარტებს, რაც გამოიხატა იგივე შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლების, თითქმის ყველა ევროპული დემოკრატიული ქვეყნის და იმ პერიოდში ამერიკის ელჩის პოზიციაში, რომლებმაც არანაირი რეაგირება არ მოახდინეს იმ სისხლიან სადამსჯელო ოპერაციაზე, რასაც ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ არა მარტო შვეიცარიის საელჩოს მივმართეთ, მივმართეთ ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას, გაეროს წარმომადგენლობას, თუმცა მას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
გულდასაწყვეტია, რომ ქალბატონი ჩიორას ცხვირი ვიღაცისთვის გაცილებით მეტ ღირებულებას წარმოადგენს, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე და თუნდაც ჩემი დაკარგული თვალი. მე მკითხონ რამდენად ღირებულია ჩემთვის ჩემი თვალი, ნახევარი სიცოცხლე დავკარგე და შრომისუნარიონა 45%-ით მაქვს დაქვეითებული. ამ ყველაფრის შემდეგ, წარმოიდგინეთ როგორი ასატანია ჩემთვის ვიღაც ჩიორა თაქთაქიშვილის და გიგა ნასარიძის ცხვირიდან წამოსული სისხლი, მითუმეტეს, რომ ისინი პროვოცირებას სპეციალურად ეწეოდნენ, რომ ხალხი გამოეწვიათ. მათი გულისთვის ამხელა ამბავი ატყდა, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები ხუთი დღის შემდეგ სპეციალურად ჩამოვიდნენ და „ბუდეში“ მოკალათებული ჩიორა თუ „ბახალა“ მოინახულეს, ჩემთან კი ერთი ადამიანი არ მოსულა და არ უკითხავს თუ რა მდგომარეობაში ვარ, რა ტრამვა მივიღე და როგორ შევძელი სამი ოპერაციის გაკეთება.

ამ ფონზე, რას იტყვით ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 26 მაისისა და 8 თებერვლის შედარებასთან დაკავშირებით?

-არავის არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ 8 თებერვალი 26 მაისის მოვლენებს შეადაროს. ეს შედარება არ შეიძლება. 26 მაისი იყო სახელმწიფოს ტერორი განსხვავებული შეხედულებების მქონე საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რაც მათ მასობრივ ხოცვაში, დაჭერებში და დასახიჩრებაში გამოიხატა, ხოლო მეორე, - წინა ხელისუფლების მიერ უსამართლოდ დაჩაგრული, არაფრის გამო ციხეში გაგზავნილი ადამიანების პროტესტის გამომხატველი ჯგუფი, რომლებიც აპროტესტებდნენ ტირანი პრეზიდენტისა და მისი ჯგუფის მოქმედებებს. ამ დროს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ გამოიყენეს კორიდორები და სპეციალურად იქ მივიდნენ რათა ხალხი გამოიწვიათ. ჩემთვის მიუღებელია უფლებადაცვითი და საერთაშორისო ორგანიზაციების სულმოკლე სიჩუმე მაშინ, როდესაც 26 მაისის აქციას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ასეულობით ადამიანი დასახიჩრდა.

თქვენ, როგორც წინა ხელისუფლების დროს ფიზიკურად დაზარალებული პიროვნება, რა აზრის ხართ უსუფაშვილის მიერ გაჟღერებულ შესაძლო ამნისტიასთან დაკავშირებით?

-მინდა ვუთხრა დავით უსუფაშვილს, რომ თუ თვითონ აქვს ვინმეზე საპატიებელი, აპატიოს და ჩემს მაგივრად და ჩემი მეგობრების მაგივრად, - რომლებმაც ჩვენ კისერზე გადავიტანეთ ამ რეჟიმის რეპრესია, მათი მსხვერპლი გავხდით და დღემდე ეს ჭრილობები ვერ მოგვიშუშებია - ნურავის ნურაფერს ნუ პატიობს. ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ერთი ადამიანი იმ შეთხვევაში პატიობს მეორეს, როდესაც მეორე მიდის და მას ბოდიშს უხდის. თუ ადამიანი არ მოდის და ბოდიშს არ იხდის, აქეთ გვდებს ბრალს და სახელმწიფო მოღალატეებს, ჯაშუშებს და კრიმინალებს გვეძახის, ვის რა ვაპატიოთ.
ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ ჩამოყალიბებიდან დღემდე ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისათვის იბრძოდა, ამისათვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მსხვერპლად შევწირეთ ჩვენი თავი, ჩვენი პოლიტიკური ამბიციებიც გავწიეთ გვერდზე და არჩევნებშიც არ მივიღეთ მონაწილეობა. მთელი ჩვენი რესურსი ნამდვილ ოპოზიციურ ძალას - „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მივეცით. არავის დაავიწყდეს, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. ახალი ხელისუფლება საქართველოში მოვიდა იმიტომ, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღადგინოს, სამართლიანობის აღდგენას ბევრი ჩემნაირი და მეტად დაზარალებულიც ელოდება.


ლიკა მეგუთნიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა