logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სააკაშვილს და მის გონებაამღვრეულ თანაგუნდელებს სურთ მსოფლიო დაარწმუნონ რომ 5 წელიწადში 70 თვეა
სააკაშვილს და მის გონებაამღვრეულ თანაგუნდელებს სურთ მსოფლიო დაარწმუნონ რომ 5 წელიწადში 70 თვეა
13:32 14.02.2013
_ თუ ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საპარლამენტო რესპუბლიკის შეთხვევაშიც მოინდომა - ძალიან გამიკვირდება;

-კოჰაბიტაცია თავს მოხვეული ტერმინია და მისი დაცვის მოლოდინი ქვეყანაში აღარ არსებობს;

- უზნეობის და ზიზღის დამთესველთ რატომღაც აქვთ პრეტენზია, რომ სითბო და სიყვარული მოიმკან;


იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ყოველდღიურად ჩვენს ირგვლივ ხდება, რას უნდა ელოდოს საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს უნდა გვქონდეს თუ არა "არ" თუ "ვერ" შემდგარი კოჰაბიტაციის იმედი, თუ საზოგადოებამ, პრეზიდენტის ვადის საბოლოო ამოწურვამდე ასეთ დაპირისპირებაში უნდა იცხოვროს, - პროგნოზები და მიმდინარე მოვლენების შეფასებები "ნიუსპრესმა" ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს სთხოვა.

_ბატონო სოსო პირველ რიგში თქვენი შეფასება ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა შეიძლება მომხდარს ვუწოდოთ?

- ეს იყო ჩემი აზრით პრიმიტიული დასურათება იმ რელაობისა, რომელშიც ვიმყოფებით და უკვე რამდენიმეთვიანი სიტყვიერი შეხლა-შემოხლა ოდნავ უფრო ნატურალიზაციის პროცესში გადავიდა. ეს მოსალოდნელიც იყო.

ამაზე საუბრობდა არაერთი პირი, რომელიც მილიონ ორასი ათასი პირის ხელმოწერას როგორც საზოგადოების განწყობას ეყრდნობოდა, რომ დიდი ალბათობით, ეს აქცია შესაძლოა გამართულიყო ქუთაისში და მაშინ ის მიიღებდა ბევრად უფრო ფართო მასშტაბს.

მას შემდეგ რაც "ყოფილი" პრეზიდენტის გამოსვლა ქუთაისში არ შედგა და თბილისში გადმოიტანეს, ეს უფრო სპონტანური გახდა და შესაბამისად მცირე მასშტაბისაც. რა თქმა უნდა სასიამოვნი საყურებელი ნამდვილად არ იყო. სამწუხაროდ ჩვენ პოლიტიკურ კულტურას უკანასკნელი თვეების მანძილზე ვერანაირი ძვრა ვერ შეეტყო და სცენარიც, ჩემი აზრით იწერებოდა იქ, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ, რაც ხელისუფლება დამარცხდა, მან უნდა ერთი ლოზუნგით: - ყველაფერი ყველგან იყო საუკეთესოდ პირველ ოქტომბრამდე და ყველაფერი ყველგან არის ძალიან ცუდად პირველი ოქტომბრის შემდეგ - იმოქმედოს.

როდესაც მხოლოდ ასეთი მაქსიმალური შეფასებები გინდა წარსულის ბედნიერების და დღევანდელობის უბედურებისა, ცხადია ამ შემთხვევაში არც პოლიტიკაზეა საუბარი, არც სამართლიანობაზე და მითუმეტეს არც რაიმე ტიპის გონივრულ ქმედებაზე. გარკვეული გამოწვევები კი ორივე მხრიდან არსებობდა.

- ასეთი სიტყვიერ თუ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დარჩა თუ არა ოპოზიციას და ხელისუფლებას მშვიდი თანაცხოვრების, ე.წ. "კოჰაბიტაციის" რესურსი. თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის განცხადებასაც, სადაც მან აღნიშნა, რომ უმცირესობის განცხადებებზე კომენტარს აღარ გააკეთებს?

_ მე მგონი ერთმანეთის განცხადებებზე კომენტარები რომ არ ეკეთებინათ პირველი ოქტომბრის შემდეგ მაინც, სიტუაცია უფრო მშვიდი იქნებოდა. კოჰაბიტაცია არის თავს მოხვეული ტერმინი და მოლოდინი ქვეყანაში მისი დაცვისა, აღარ არსებობს. კოაბიტაცია, ანუ თანაარსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის მონაწილე რომელიმე სუბიექტი არ არის დაგეშილი კონფლიქტის საწარმოებლად და მათი ქმედება არ ეფუძნება მხოლოდ უპასუხისმგებლო რევანშიზმის მცდელობას. ამიტომ ძნელად მოსალოდნელია ქვეყანაში, სადაც სამართლიანობის აღდგენა მუხრუჭდება, პოლიტიკური ძალების რაიმე მშვიდობიანი თანაარსებობა იყოს.

- თუმცა თანამშრომლობის სურვილზე პრეზიდენტი თავის მიმართვაშიც საუბრობდა. თუ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყო და რეალურად ის სხვაგვარად მოქმედებს?

_ მთავარი თავისებურება სააკაშვილის გამოსვლისა გახლავთ ის, რომ იგი აღარ წარმოადგენდა საკონსტიტუციო ველში მოქმედ პირს. ეს იყო თვითმარქვია ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ კონსტიტუციის ყველა მუხლი მხოლოდ მას ერგება. სინამდვილეში, ერთადერთი მუხლი, რომელიც შეეხება ვადას და რომლითაც პრეზიდენტი ირჩევა, ეს არის 5 წელი. ყველამ იცის, რომ 5 წელიწადში არის 60 თვე, მხოლოდ სააკაშვილს და მის გონებაამღვრეულ თანაგუნდელებს, სურთ მსოფლიო დაარწმუნონ, რომ 5 წელიწადში არის 70 თვე.

ვისაც უნდა კი ბატონო დაიჯეროს, მაგრამ 8 თებერვლის გამოსვლისას, ჩვენ ვიყავით იმ ჩიხში, რასაც უპრეზიდენტო ქვეყანა ქვია. ამიტომ იყო ქალაქის ცენტრში ეს აურზაურიც, ამიტომ იყო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაც არეულ-დარეული. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილი რომელიც კითხულობდა ქუთაისში წასაკითხად გამზადებულ დაწერილ ტექსტს. ეს იყო სულ სხვა, თავგზააბნეული სააკაშვილი, რომელიც საარჩევნო რეჟიმის რიტორიკით პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს, რასაც იგი მრავალი წელია გადაჩვეულია და შესაბამისად ლაფსუსებიც არაერთი დაუშვა.

_ რა ლაფსუსებს გულისხმობთ?

_ თუნდაც მის განცხადებას, რომ თითქოსდა "ქართული ოცნება" მოუწოდებდა მოსახლეობას, შეჩერებულიყო მოძრაობა ევროატლანტიკური ბლოკისა და ევროკაშირისკენ. ასეთი მოწოდებები და ქმედებები შეიძლება მხოლოდ მის კოშმარულ სიზმრებში იყო, მაგრამ მე არ მომისმენია არცერთი განცხადება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისაგან, რომ რაიმე სხვა გზით უნდა ვიაროთ, გარდა ევროპისა და ევროატლანტიკური ბლოკისა.

- რაც შეეხება ახალი მთავობის მუშაობის ეფექტურობას. თქვენი აზრით ასი დღის განმავლობაში მთავრობამ გააკეთა თუ არა მაქსიმუმი?

_ გავითვალისწინოთ, რომ ასი დღის თითოეული დღე 24 საათისგან შედგება. საიდანაც, ასეთ დაძაბულ პირობებში 12 საათი მაინც სამუშაოა ხოლმე, მაგრამ საკითხავია ჰქონდა თუ არა დღეღამეში 12 საათი ახალ მთავრობას იმისთვის, რომ საქმეზე ეფიქრა. ჩემი აზრით არ ქონდა, ვინაიდან ამ დროის ნახევარი იკარგებოდა ნაციონალური მოძრაობის საბოტაჟისთვის თავის არიდებაში და შესაბამისად ამ შეფერხებების ფონზე, რაც არ იყო გათვალისწინებული, - მთავრობა კიდევ კარგად გამოიყურება. მას შეეძლო გაეკეთებინა მეტი, რომ არ ყოფილიყო არაადექვატური წინააღმდეგობა და მუდმივი დემაგოგიისა და ცილისწამების ნიაღვარი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან.

- რა სფეროშია ყველაზე მეტი მიღწევები და პასუხობს თუ არა ეს მონაცემები ხალხის დაკვეთას. ანუ ზუსტად ესმის თუ არა ხელისუფლებას ხალხის?

- ხალხის უპირველესი ნება გახლავთ სამართლიანობის აღდგენა და სწორდ ამ ცნების შეთავსების უუნარობა გამოავლინა ჩვენმა ვადაგასულმა პრეზიდენტმა, რადგან მას ცხადია არ ესმის გამოთქმა: -"რასაც დასთეს იმასვე მოიმკი." შესაბამისად, გაუგებარია, უზნეობის და ზიზღის დამთესველთ რატომღაც აქვთ პრეტენზია, რომ სითბო და სიყვარული მოიმკან. თუ ქართული არ ესმით, მაშინ მათ უნდა მიემართათ მარტინ ლუთერ კინგისთვის, რომელიც ამბობს, რომ თუ არ არის სამართლიანობა არ არის მშვიდობა. ეს კარგად იციან ნაციონალებმა, მაგრამ არ სურთ ქვეყანაში იყოს მშვიდობა თუ ეს მათ სახელთან არ იქნება დაკავშირებული, და მაქსიმალურად ცდილობენ ხელის შეშლას სამართლიანობის აღდგენისთვის, თანაც სერიოზული მოტივაციაც გააჩნიათ, რადგან ეს ხომ თითოეული მათგანის იზოლირებას ნიშნავს.
ამიტომ არც თუ ისე მშვიდად გაიარა ასმა დღემ და შეუძლებელია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს დრო მთავრობამ გაატარა მხოლოდ ქვეყნის კეთიდღეობასა და მის ეკონომიკაზე ზრუნვით.

რაც შეეხება მიღწევებს, მიღწევაა 2013 წლის ბიუჯეტი, ყველა მიმართულებით პროდუქტიულია ფინანსთა სამინისტრო, სანდო და დამაჯერებელია იუსტიციის სამინისტრო, არანაირი კითხვები არ არსებობს მთავარი პროკურორის მიმართ. ქედან გამომდინარე, ასი დღის ანალიზისას, უარყოფითს დადებითი სჯობს..

_ ახალი ხელისუფლების მმართველობის პირველ პერიოდში ბევრს საუბრობდნენ საგარეო კურსის სისუსტეზე. თქვენი აზრით გააუმჯობესა თუ არა ამ მხრივ მუშაობა ხელისუფლებამ და რა დრო დასჭირდება ახალ მთავრობას საერთაშორისო საზოგადოებაში სრული ნდობის მოსაპოვებლად?

_ ეს მხოლოდ ახალი ხელისუფლების სადარდებელი არაა. ეს შემხვედრი პროცესია. ნდობის აღდგენის ერთ-ერთი საფუძველი იქნება ყოფილი ხელისუფლების მიერ ნდობის დაკარგვა, რაც ევროატლანტიკურ სივრცეში უკვე სერიოზული ტემპებით მიმდინარეობს და ეს სიცრუე რომელსაც ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი არასოდეს არ გაურბოდა, იქნება გააზრებული და შესაბამისად რეაგირებული დასავლეთის პარტნიორებისგან. ეს გაუადვილებს დღევანდელ ხელისუფლებას, საკუთარი სიმართლე საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანოს.

_ რაც შეეხება ალასანიასთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კოალიციას არა აქვს ხანგრძლივად არსებობის პერსპექტივა და მისი ერთიანობა ხელოვნურად და ნაძალადევადაა შენარჩუნებლი

_ ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში გარკვეული არტიკულაციის დეფიციტი იყო წარმოჩენილი. მოვისმინეთ რაღაც ჩამოუყალიბებელი ფრაზები, რომელიც სხვადასხვაგვარად გაგების საშუალებას იძლეოდა.

იმის მოწმეც ვართ, რომ ბატონი ივანიშვილის გამოსვლებში ხშირად იყო ჩანართი, რომ ეს ირაკლის არ ეხება, მაგრამ ჯამში დარჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაცა მოხდა ან ხდება მაგრამ რა არის ეს, არავინ არ იცის და ყველა თავისუფალია, რომ საკუთარი ინტერპრეტაცია გაამჟღავნოს.

ჩემი აზრით ეს არის გაუგებრობა პირად ურთიერთობებში. საზოგადოებას კითხვები რომ არ დარჩეს, კრიტიკა უფრო კონკრეტული უნდა იყოს, რათა თავიდანვე ყველაფერი მკაფიო და ნათელი გახდეს.

_ ალასანია უკვე კარგა ხანია მოიაზრება ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად. პრემიერი კი თავის მხრივ სასურველ კანდიდატად ჯერჯერობით ვახტანგ ხმალაძეს მოიხსენიებს. თქვენი აზრით ვინაა დღეს ისეთი ფიგურა "ქართულ ოცნებაში" ვისაც საპრეზიდენტოდ ხალხი მხარს დაუჭერს?

ხმალაძის მიმართაც და ალასანიას მიმართაც ძალიან მაღალი აზრის ვარ, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ არბიტრის ფუნქციის მქონე პრეზიდენტი, რომელიმე პარტიის კუთვნილება უნდა იყოს. ვფიქრობ რაც უფრო თავისუფალია პრეზიდენტი პარტიული ვალდებულებებისგან, მით უფრო მეტი ნდობის მოპოვება შეუძლია მას საზოგადოებაში. მითუმეტეს, ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი. უპრიანი იქნება თუ პრემიერსაც ჩამოერთმევა უფლება იყოს რომელიმე პარტიის ლიდერი. ასეთ შეთხვევაში, ქვეყანაში მეტი სიმშვიდე იქნება.

_ რაც შეხება ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას იგი შესაძლოა იყოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი. თქვენი აზრით როგორია მისი ან სხვა, კოალიციაში არშემავალი პარტიის ლიდერთა შანსები?

_ რაც შეეხება ქალბატონ ბურჯანაძეს, არა მგონია ის წინასაარჩევნო მარათონში ჩაებას, თუ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება. ნინო ბურჯანაძეს აქვს ხედვა ქვეყნის მოწყობის შესახებ, და ეს ხედვა საპრეზიდენტო მმართველობასთანაა დაკავშირებული. თუ მან შეცვალა შეხედულება და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, საპარლამენტო რესპუბლიკის შეთხვევაშიც მოინდომა, - უბრალოდ გამიკვირდება რადგან მგონია რომ მისი ამბიციები გაცილებით დიდია ვიდრე საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა.

რაც შეეხება სხვა პარტიის ლიდერთა შანსებს, როგორც ცნობილია შალვა ნათელაშვილმა გამოთქვა პრეზიდენტობის სურვილი, თუმცა მისი უკვე თანამებრძოლებსაც აღარ სჯერათ, მას ცილს სწამებენ ხალხის მოტყუებაში, ასევე, უკანონო კოჰაბიტაციაში ხელისუფლებასთან, ამიტომ წინასწარ შემიძლია ვურჩიო, რომ ნათელაშვილმა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში თავი არ შეიწუხოს.

_ და ბოლოს ეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების მკვეთრად შესუსტებას და მის ფაქტიურად ფორმალურ ფიგურად გადაქცევას ითვალისწინებს?

- ზოგადად კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც დღესაც ძალაშია, ქვეყნის სირცხვილია და აჩვენებს ამ ქვეყნის მზაობას დიქტატურის მისაღებად.

საკონსტიტუციო ცვლილება არის ცვლილება, რომელიც პარლამენტს უფლებას დაუბრუნებს, რომ მხოლოდ ამ ორგანოს მიერ მოწოდებულმა მთავრობამ მართოს ქვეყანა. ერთი კაცი, თან თავვადაგასული, თან ნერვებმოშლილი, თან იმდენად შეწუხებული, რომ გასულ არჩევნებს სტიქიურ უბედურებას ეძახის, რას მოიმოქმედებს, ამას არათუ მისი პარტიელები, ვერცერთი უმაღლესი კლასის პროფესიონალი ექიმი ვერ განსაზღვრავს. ამიტომ გაუგებრობის მოლოდინში არსებობა ნებისმიერი ხელისუფლბისთვის მიუღებელია. ცვლილებები არათუ სასურველი არამედ აუცილებელიცაა, რომ ქვეყანაში უკონტროლო სიტუაცია არ შეიქმნას.

ნატო მიმინოშვილი
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა