logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა ბრეგვაძე - არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს "ქართუში" ჩემთვის გადაევლოთ და თავისი მიზნისთვის შანტაჟითა და მუქარით მიეღწიათ, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა, როგორც თავად აცხადებს ყველა ააშენა
ლაშა ბრეგვაძე - არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს "ქართუში" ჩემთვის გადაევლოთ და თავისი მიზნისთვის შანტაჟითა და მუქარით მიეღწიათ, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა, როგორც თავად აცხადებს ყველა ააშენა
13:33 12.02.2013
როდესაც ღარიბაშვილმა გაიგო, რომ მე ფინანსური პრობლემები მქონდა, უკვე შეთანხმებული პირობები მაშინვე, უფრო კაბალური პირობებით შეცვალა;


მეუბნებოდნენ ამ საქმით ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილია დაინტერესებული და ეს ტერიტორია ჩვენ უნდა დაგვითმო, არ უნდა გაგვიძალიანდე, თორემ ყველაფერს დაკარგავ და მერე გვიან იქნებაო;

თაყნიაშვილი მეუბნებოდა, რომ ახლა ველაპარაკე ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით და მითხრა რომ თუ ამ მიწის გაყიდვაზე არ დათანხმდება ამ საქმეს თავადვე სხვანაირად მივხედავო;

ქალაქის მერიაში დამიბარეს და პირდაპირ დამიხატეს რა მოჰყვებოდა ჩემს უარს;

2006 წლის აპრილში, "ქართუ ჯგუფმა" ლაშა ბრეგვაძისგან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ჩრდილო–აღმოსავლეთის მხარეს მდებარე მიწის ნაკვეთის ერთი ნაწილი, საერთო ფართით 2000კვ.მ - შეიძინა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფრანგული სკოლა უნდა აშენებულიყო. ამის შემდეგ "ქართუ ჯგუფმა," დარჩენილი მიწის ნაკვეთის შესყიდვაც გადაწყვიტა, რაზეც ლაშა ბრეგვაძისგან უარი მიიღო, რადგან მეპატრონეს, ტერიტორიაზე თავად სურდა ბიზნესის წამოწყება.

მიუხედავად ამისა, როგორც ბრეგვაძე აღნიშნავს, მასზე განხორციელებული ზეწოლითა და მუქარით, "ქართუ ჯგუფმა" მაინც მოახერხა და მისგან, დარჩენილი 2387კვ.მ მიწის ნაკვეთი საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ, მესამედ ფასად შეისყიდა.
"ნიუსპრესს" ლაშა ბრეგვაძე ესაუბრება:


რა გახდა თქვენი და "ქართუ ჯგუფის" წამომადგენლების დაპირისპირების მიზეზი?

"ქართუ ჯგუფსა" და ჩემს შორის დაპირისპირების მიზეზი ვაკის პარკთან არსებული ტერიტორია გახდა, რომელზეც ფრანგული სკოლა აშენდა და სპორტული მოედანი განთავსდა.

2006 წლის 10-11 აპრილს, დამიკავშირდა ჩემი მეგობარი გიორგი ქამუშაძე და შემომთავაზა შევხვედროდი "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელობას, კერძოდ კი გოგა ჩრდილელსა და ირაკლი ღარიბაშვილს.
შემდგარი გარიგების საფუძველზე, თავდაპირველად მათ ჩემგან სკოლის ასაშენებლად 2000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

თუმცა როგორც ჩანს აღნიშნული მიწის ნაკვეთით ვერ დაკმაყოფილდნენ, რადგან ფრანგული სკოლის პროექტირებისას გაჩნდა დამეტებითი მიწის ნაკვეთის საჭიროება და უკვე 2007 წლის ზაფხულიდან, "ქართუ ჯგუფი" მიკავშირდებოდა სხვადასხვა პირების მეშვეობით და მთხოვდა დარჩენილი მიწის ნაკვეთიდან, 2400 კვ.მ-ის "ქართუ ჯგუფისთვის" გადაცემას.

იმ პერიოდში ანუ 2006 წელს, როდესაც მე "ქართუ ჯგუფისთვის" მიწის ნაკვეთის ნაწილის გადაცემა გადავწყვიტე, მქონდა გამოუვალი ფინანსური პრობლემები და ამ ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით დავთანხმდი მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისებაზე, თუმცა დარჩენილი მიწის ნაკვეთის გაყიდვას აღარ ვაპირებდი რადგან ამ ტერიტორიაზე თავად მინდოდა ბიზნესის წამოწყება.

მიუხედავად ამისა, ჩემზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად, 2007 წლის 19 დეკემბერს, დარჩენილი მიწის ნაკვეთის ნაწილი 2387კვ.მ, საკმაოდ დაბალ ფასად, "ქართუ ჯგუფმა" ხელში მაინც ჩაიგდო.

რა ფორმით იყო ამ საქმეში ჩართული დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი?

ოდნავ შორიდან დავიწყებ. იმ დროისათვის, ჩემი ფულადი ვალდებულება "საქართველოს ბანკის" წინაშე 165 000$-ს შეადგენდა და ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მთლიანად დატვირთული იყო მის უზრუნველსაყოფად.

მოლაპარაკებების პერიოდში "ქართუ ჯგუფს" ნანახი ჰქონდა მიწის ნაკვეთის მხოლოდ საკადასტრო რუკა, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენ შევთანხმდით და უკვე ნოტარიუსთან უნდა წარგვედგინა მიწის საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და როცა მათ მიწის ნაკვეთის შესახებ საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერი ნახეს, სადაც ქონების ვალდებულებითი ტვირთიც ჩანდა, დაინტერესდნენ ჩემი სასესხო ვალდებულებებითა და სესხის პირობებით.

ამის შემდეგ, საკუთარი ინიციატივით, "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი თავად წამოვიდა საქართველოს ბანკში და ჩემს საკრედიტო ოფიცერს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ "ქართუ ჯგუფის" წარმომადგეენლმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოულოდნელად და ცალმხრივად შეცვალა ბევრი შეთანხმებული პირობა და ხელახლა აწარმოა ჩემთან მოლაპარაკება გასხვისების პირობებთან დაკავშირებით. მან ბოროტად გამოიყენა ჩემი მძიმე ფინანსური მდგომარეობა. ამის შემდგომ, მე "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა.

2007წლის სექტემბერში დამიკავშირდა ჩემი ბიძაშვილი ჯ. ლ., რომელმაც მითხრა, რომ ჩემი მიწის ნაკვეთით ძალიან სერიოზული ინვესტორები იყვნენ დაინტერესებულები. როდესაც ვკითხე ვინ იყვნენ და საიდან იცოდა მან ამის შესახებ, მიპასუხა, რომ დედოფლისწყაროში სანადიროდ იყვნენ ჩასულები "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები, ირაკლი ღარიბაშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი და მათ უთხრეს, რომ ეს მიწის ნაკვეთი გვჭირდება და მფლობელთან რამენაირად უნდა დაგვაკავშიროო. მე მას ვუთხარი, რომ დაევიწყებინა ეს საკითხი, რადგან მე უკვე ვიცოდი რომ "ქართუ ჯგუფი" დადიოდა და ცდილობდა რამენაირად ჩემთან კავშირზე გამოსვლას. როდესაც ვერანაირად ვერ მოახერხეს ჩემთან დაკავშირება, ქალაქის ხელმძღვანელობის და სახელმწიფო საჭიროების მომიზეზებით დაიწყეს ჩემზე ზეწოლა და შანტაჟი.

კონკრეტულად კი, გარკვეული პირების მეშვეობით, მაშინდელმა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა ქალაქის მერიაში მისვლა მთხოვა, რაზეც დავთანხმდი.
როდესაც ახვლედიანთან მივედი, იქ მოულოდნელად "ქართუ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტი ჯონი თაყნიაშვილი დამხვდა. მე ჯონის სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი და მოვიკითხე, მამუკას გაუკვირდა- თქვენ თუ იცნობთ ერთმანეთს მე რაში გჭირდებოდითო.

იქ რა სცენარიც განვითარდა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი და აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. განხორციელდა ყოველგვარ ზღვარს გადასული ზეწოლა, მუქარა და უკანონო ქმედება. თაყნიაშვილი ცდილობდა ჩემს დარწმუნებას და მეუბნებოდა, რომ საქმე ძალიან სერიოზულად იყო, ვინაიდან ფრანგული სკოლის ასაშენებლად "ქართუს" არ ჰყოფნიდა ტერიტორია და რომ 2000კვ.მ–ს კიდევ უნდა დავუმატო 2387კვ.მ მიწის ნაკვეთი. "ეს ტერიტორია შენ ჩვენ უნდა დაგვითმო არ უნდა გაგვიძალიანდე, თორემ დაკარგავ ყველაფერს და მერე გვიან იქნება. ეს სკოლა ბიძინამ უნდა ააშენოს და შემდეგ სახელმწიფოს, თბილისის მერიას უნდა გადასცეს. საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე ურეკავს ბიძინა ივანიშვილს და სთხოვს სკოლის მშენებლობის დროულად დაწყებას და წითელი ლენტის გაჭრასო" - მეუბნებოდა თაყნიაშვილი.
რეალურად, ის ბიძინა ივანიშვილის სახელით, ჩემს მიმართ მუქარასა და შანტაჟს ახორციელებდა.

მას შემდეგ რაც გაიგეთ რომ ამ საქმის უკან თავად პრეზიდენტი იდგა, კვლავ უარი განაცხადეთ გაყიდვაზე?

სამწუხაროდ მაშინ საკუთრების უფლება ხელშეუხებელი მეგონა. მეგონა ვერ გამიბედავდნენ ის რაც გამიკეთეს, არ იკადრებდნენ და არც მაკადრებდნენ მაგრამ....
როდესაც ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ამ საქმის უკან იდგა ბიძინა ივანიშვილი და თავად პრეზიდენტი, ამის შემდეგ მე იძულებული გავხდი და დავთანხმდი, რომ განმეხილა ამ ტერიტორიის გასხვისების შესაძლებლობის საკითხი. ჩემთვის ეს იყო საკუთრება და არც მქონდა სურვილი ეს ტერიტორია გამესხვისებინა.

ვადასტურებ, რომ ნაკვეთის პირველი ნაწილის გაყიდვა უკავშირდებოდა ფინანსურ პრობლემებს და არავითარი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, ხოლო მეორე ნაწილის გასხვისება მაიძულეს მუქარით, ზეწოლითა და თაღლითობით.

თუმცა 2011 წლის 1 ნოემბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, აწ უკვე როგორც პოლიტიკურმა მოღვაწემ, ნარიყალის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მას საქართველოს პრეზიდენტთან - მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი საერთოდ აღარ ჰქონია, მე მივხვდი, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან პრეზიდენტი არაფერ შუაში არ ყოფილა და მის სახელს ბოროტად იყენებდნენ, რადგან ჩემზე ზეწოლა და მუქარა ნაკვეთის გასხვისების მოთხოვნით 2007წლის 15 დეკემბერს ხორციელდებოდა, ხოლო აშენებული ფრანგული სკოლა არც სახელმწიფოსთვის და არც მერიისთვის არ გადაუციათ და ის ბიძინა ივანიშვილის ქონებას შეემატა.

რატომ არ მიმართეთ თავად პრეზიდენტს მაშინ, როდესაც მიხვდით, რომ ამ საქმესთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა?

არ მინდა ამ საქმემ მიიღოს პოლიტიკური დაპირისპირების სახე. არ მინდა რომ ეს საქმე გახდეს პოლიტიკური მსჯელობის ან სიმულაციების საგანი, ეს არის წმინდა სამართებლივი და ბიზნეს დავა და არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ეს საკითხი განხილულ იქნეს რაიმე პოლიტიკურ ასპექტში.

როგორ ფიქრობთ, თქვენზე ზეწოლა მხოლოდ "ქართუ ჯგუფის" ვიცე-პრეზიდენტის დონეზე ხორციელდებოდა და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა?

ჯონი თაყნიაშვილი ქართუ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ნაბიჯს ვერ გადადგავდა, ისე რომ მისი მოქმედებები და მის მიერ განხორციელებული მუქარა არ ყოფილიყო შეთანხმებული და სანქციონირებული "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელობასთან და სხვა უფლებამოსილი პირებთან. თაყნიაშვილი მეუბნებოდა, რომ ახლა ველაპარაკე ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით და მითხრა რომ თუ ამ მიწის გაყიდვაზე არ დათანხმდება ამ საქმეს თავად სხვანაირად მივხედავო.

ჩემთვის გამანადგურებელი იყო ის ფაქტი, რომ მეუბნებოდნენ - რა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს გვაძლევ თუ არა ამ მიწას და ნუ გვიძალიანდები, ნუ მოინდომებ ამ მიწით გამდიდრებასო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერმა რეალურად იცის საქმის ვითარება, თუმცა დარწმუნებული ვარ ჯონი თაყნიაშვილი უფლებამოსილი პირისგან იღებდა მითითებებს, თუ როგორ უნდა ემოქმედა და რა სახის ზეწოლა განეხორციელებინა ჩემზე მანამ, სანამ მე არ მაიძულებდა დავთანხმდებოდი "ქართუსთვის" დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემას.

თქვენ რამდენჯერმე მიმართეთ ბიძინა ივანიშვილს, თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა თქვენი მიმართვის წერილს ივანიშვილამდე არ მიეღწია?

პრემიერს მივმართე, როგორც კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებების თუ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის გარანტს და ვთხოვე რეაგირება.
მას 26 ნოემბერს მივმართე, თუმცა პასუხი არ გამცა. შემდეგ მივწერე შეხსენების წერილი და არც ამაზე მომცა პასუხი.

ამის შემდეგ დავწერე ადმინისტრაციული საჩივარი პრემიერის სახელზე, სადაც ვუთითებდი, რომ ადმინისტრაციული კოდექსით ის ვალდებული იყო ამ წერილებზე ეპასუხა.
სამწუხაროდ შალვა თავდუმაძემ, რომელიც არის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იმის მაგივრად რომ თავისი კოლეგებისთვის ეთქვა, რომ გაეცით მოქალაქეს ჯეროვანი პასუხიო, გამომიგზავნა წერილი შინაარსით: - ვინაიდან აღნიშნულ წერილებზე პასუხის გაუცემლობა არ იწვევს თქვენს ქონებრივ ზარალს, ამიტომ პასუხს არ მოგცემთ და არც ადმინისტრაციულ მოსმენას არ დავნიშნავთო.

ამის შემდგომ, მე შევიტანე ქ. თბილისი საქალაქო სასამართლოში საჩივარი, სადაც ვითხოვ, რომ სასამართლომ დაავალოს პრემიერს, გამცეს პასუხი თუ როგორ მოვიქცე. ის აღარ არის "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტი, ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ვინ დააზარალებს მოქალაქეს. მე დავიტოვე უფლება, რომ თუ ჩემი თხოვნის წერილი ბატონ ბიძინამდე არ მივა, მე უკვე ღია წერილობითი ფორმით მივმართო, თუმცა ალბათ მისი გარემოცვა უფრთხის პრემიერისთვის არასასურველი ინფორმაციების მიწოდებას.

აპირებთ თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით კვლავ მიმართოთ სასამართლოს?

სასამართლოშიც მქონდა საჩივარი შეტანილი, თუმცა სასამართლოში მითხრეს, რომ სამოქალაქო კოდექსით ეს უკვე ხანდაზმულად ითვლება და მე ამ საქმეს წავაგებდი. სასამართლოში საქმის ღია განხილვას მოპასუხემაც თავი აარიდა, ხანდაზმულობას ამოეფარა და სასამართლოს ჩატარების შესაძლებლობა დაბლოკა. ჩემი მიზანი მხოლოდ სასამართლოს მოგება არ იყო. მე მინდოდა ივანიშვილს გაეგო ამ საქმის რეალური ვითარების შესახებ. ეს ასე არ დარჩება, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა თუ ვისგან მოდიოდა ჩემზე ზეწოლის განხორციელების სანქცია და რატომ გადაწყვიტეს "ქართუში" ჩემთვის გადაევლოთ და თავისი მიზნისთვის მიეღწიათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა როგორც თავადვე აცხადებს ყველა ააშენა და ორჯერ, სამჯერ და თერთმეტჯერ მეტი გადაიხადა სხვადასხვა ქონების შეძენაში, რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც ჩემზე, რომ ასეთი ზეწოლით, შანტაჟით, მუქარითა და გამოძალვით წაერთმია მიწის ნაკვეთი, რომელიც მათ დასჭირდათ.

მე ასევე მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს(რომელმაც განცხადება უკან დამიბრუნა?!), უმრავლესობის ლიდერს, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, დროებით საგამოძიებო კომისიას და პასუხი მხოლოდ დავით უსუფაშვილისგან და ვახტანგ ხმალაძისგან მივიღე, რომ აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება და უფლება მაქვს მივმართო პროკურატურას. ვახტანგ ხმალაძემ კი თავადვე გადაუგზავნა ჩემი განცხადება მთავარ პროკურატურას. მისი რეაგირება ჩემს წერილზე, სწორედაც რომ ნიმუში უნდა იყოს სხვებისთვისაც.

ველოდები, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოს პრემიერ – მინისტრი თავადაც დაინტერესდება ამ საქმით და გადაუგზავნის წერილს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვს რომ სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საქმე, სადაც მისი სახელი არცთუ ღირსეულად ფიგურირებს.

p.s წერილი უკვე მზად იყო, როდესაც, ჩვენმა რესპონდენტმა გვაცნობა, რომ პროკურატურაში, გამომძიებელმა დავით ნაღებაშვილმა ის უკვე დაკითხა. "დარწმუნებული ვარ გამოძიება სრულ სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ღია და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ კანონის შესაბამისად" - განაცხადა ბრეგვაძემ.


p.p.s.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" მზადაა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი მხარის პოზიცია დააფიქსიროს.

ლიკა მეგუთნიშვილი
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი"
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა