logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა ამირეჯიბი - ვალერი ხაბურძანია საქართველოში ნაციონალებმა ჩამოიყვანეს
ლაშა ამირეჯიბი - ვალერი ხაბურძანია საქართველოში ნაციონალებმა ჩამოიყვანეს
11:57 06.02.2013
ხვედელიძემ დაიბარა რამდენიმე კაცი „ქართული ოცნებიდან“ და უთხრა- ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ რაიონებში გამგებლებად უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უნდა დაინიშნონო;

ქართველი ერის დაქცევა და განადგურება 9 წლის მანძილზე, სწორედ ვალერი ხაბურძანიას დამსახურებაა;

ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ავირჩიეთ რომ „პოლიციურ ქვეყანას“ გავქცეოდით და გამოდის, რომ დღეს იგივეს ვიღებთ;


„საქართველოში სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ“-აცხადებს სახალხო კრების სათათბირო დარბაზის წევრი ლაშა ამირეჯიბი და „ნიუსპრესთან“ საუბარში, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

როგორ შეაფასებდით ქვეყანაში მიმდინარე „სამართლიანობის აღდგენის პროცესს“?

-სამართლიანობის აღდგენის პროცესი საქართველოში ჯერ არ დაწყებულა. მე ვერ ვხედავ სამართლიანობის აღდგენისაკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს. თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ სამართლიანობის აღდგენაზე, პირველ რიგში უნდა გაიხსნას ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, შემდეგ გირგვლიანის და ყველა იმ ახალგაზრდის საქმე, რომლებიც წინა ხელისუფლებამ შეიწირა. მხოლოდ მაშინ დავინახავ მე ხელისუფლების კეთილ ნებას, როდესაც ეს საქმეები გაიხსნება და თაროებზე აღარ შემოიდება. უკვე რამდენიმე თვეა, საზოგადოებამ, სამწუხაროდ, ვერ გაიგო არის თუ არა ძიებაში და როგორი შედეგით დამთავრდება ზურაბ ჟვანიას საქმე. ხელისუფლების კეთილი ნება იმ შემთხვევაში დაფიქსრდება და ამას ქართული საზოგადოებაც დაინახავს, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვევა.

- რამდენიმე თვის წინ თქვენ ახალ ხელისუფლებას საკადრო პოლიტიკის გამო აკრიტიკებდით. შეიცვალა თუ არა ლაშა ამირეჯიბმა პოზიცია ამ მიმართულებით?

-პოლიტპატიმრებისთვის და საზოგადოებისთვის არაფერი შეცვლილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტიურად იგივე კადრებია და ეს ყველაფერი, მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძის დამსახურებაა, რადგან ეს ხალხი სამსახურში მან დატოვა.
მაქვს ინფორმაცია, რომ ხვედელიძემ დაიბარა რამდენიმე კაცი „ქართული ოცნებიდან“ და უთხრა: - ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ რაიონებში გამგებლებად უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უნდა დაინიშნოსო. ასევე უთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებადაც, კონსიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები უნდა იყვნენო. ხვედელიძე ამით ყველაფერზე კონტროლის განხორციელებას ცდილობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო ბატონი ბიძინას გადაწყვეტილება, ეს არის ხვედელიძის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომ ყველგან თავისი ხალხი დანიშნოს.
ჩვენ ბიძინა ივანიშვილი ავირჩიეთ იმიტომ, რომ გავქცეოდით „პოლიციურ ქვეყანას“ და გამოდის, რომ ვიღებთ იგივეს.
მინდა ხვედელიძეს მისი მეგობრის, ვაჟა ლილუაშვილის გათავისუფლება მივულოცო, რადგან მან თავად იზრუნა მის გათავისუფლებაზე.
ლილუაშვილი გახლდათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრ რამეზე აქვს ხელი მოწერილი. ეს პოლიტიკური კუთხით „ქართული ოცნების“ დიდი მინუსია. ხვედელიძემ ძალიან ბევრი ის ადამიანი დატოვა სამსახურებში, რომლებიც აქციებს არბევდნენ და ახალგაზრდების სისხლს ღვრიდნენ. მან არა მარტო დატოვა სამსახურებში ასეთი ხალხი, არამედ დააწინაურა კიდეც ისინი.

ამ ფონზე, როგორ შეაფასებდით დავით უსუფაშვილის ინიციატივას , რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებს, რომელთაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ, სხვა სახის დანაშაული უნდა ეპატიოთ და ეს კანონითაც უნდა იყოს გამყარებული

-არ ვიცი რას გულისხმობს დავით უსუფაშვილი მძიმე დანაშაულში. ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც 26 მაისის ღამეს სახლებიდან, ტელევიზიით ადევნებდნენ თვალს თუ როგორ ჩახოცეს ახალგაზრდა ბიჭები რუსთაველზე და როგორი სისხლის კალო მოაწყვეს ნაციონალებმა და არ დადგნენ ამ დროს ხალხის გვერდით, ისინი ნამდვილად აპატიებენ ძველ ხელისუფლებას ყველაფერს.
დავით უსუფაშვილს არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს. მოდით ვკითხოთ ხალხს აპატიებს თუ არა ქართული საზოგადოება მაღალჩინოსნებს ამ დანაშაულებებს?
მინდა უსუფაშვილს ვთხოვო, რომ ამ საკითხს საკუთარ თავზე ნუ აიღებს. მას უბრალოდ სთხოვეს რომ ეს გაეხმაურებინა. ეს მოდის დასავლეთიდან, დასავლეთს უნდა, რომ შეინარჩუნოს ეს „დემოკრატიის შუქურა“, რომელმაც ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა. დასავლეთს არ უნდა აღიაროს, რომ „ვარდების რევოლუციამ“ კრახი განიცადა.

იგორ გიორგაძე, ლევან მამალაძე, ვანო ჩხარტიშვილი, - ეთანხმებით თუ არა მათ პოლიტდევნილებად აღიარებას?

-ესენი არიან პოლიტდევნილები არიან მძიმე დანაშაულებებით.
მაგალითად, ვალერი ხაბურძანიას და გიორგაძეს შორის განსხვავება ის არის, რომ გიორგაძე პირდაპირ ებრძოდა ედუარდ შევარდნაძეს, ხაბურძანიამ კი მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ გაუხსნა პარლამენტის კარი. ქართველი ერის დაქცევა და განადგურება 9 წლის მანძილზე, ხაბურძანიას დამსახურებაა.
მას შემდეგ რაც, ხაბურძანიამ ეს ყველაფერი პაპაშვილთან და კიდევ რამდენიმე კაცთან ერთად გააკეთა, რუსეთიდან დაურეკეს სააკაშვილს და უთხრეს ხაბურძანიასთვის ხელი არ ეხლოთ, სწორედ ამის შემდეგ წავიდა ის რუსეთში.
ძველ ხელისუფლებას უნდა რუსული თემა აიტაცოს და ამ თემით ქულები დაიწეროს საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე ძველი ხელისუფლება დაუკავშირდა ხაბურძანიას, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და შეექმნა პრორუსული პოლუსი. ეს არის დაკვეთა, თუმცა ქართველ ხალხს არ დაავიწყდება რა ჩაიდინა ხაბურძანიამ იმით, რომ პარლამენტის კარი გაუღო „ნაციონალურ მოძრაობას“.
ხაბურძანია რუსებს დღეს არ სჭირდებათ, ეს სჭირდება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაიწყონ ქართველი ერის შანტაჟი რუსული თემით.
რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, ის არის პოლიტდევნილი, რომელმაც უნდა გაარკვიოს ანაბრების თემა, როდესაც საქართველოში „ჩამობრძანდება“ და საქართველოს მოსახლეობას აუხსნას რა მოხდა სინამდვილეში.

სამწუხაროდ, ეს ორი პოლუსი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დიდიხანია ერთმანეთთან კოჰაბიტირებულნი არიან. რა თქმა უნდა არა ყველა „ქართული ოცნების“ წევრი, არამედ რამდენიმე წარმომადგენელი, ნაციონალურ მოძრაობასთან ჯერ კიდევ 2003 წლიდან იყო კოჰაბიტირებული. ეს ადამიანები ერთი ბინძური თესლისგან არიან აღმოცენებულები.
ნუ დაგვავიწყდება ხაბურძანიასა და ლაშა ნაცვლიშვილის, ასევე ხაბურძანიასა და ხვედელიძის დიდი მეგობრობა, ეს არის შინაგან სამეთა სამინისტროს საბოტაჟი და შესაძლოა ამ ყველაფერმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან ცუდად იმუშაოს. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ეს არის შეთქმულება პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმეგ, რადგან ძალოვან სტრუქტურებში დარჩნენ სწორედ ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდნენ მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს.

თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენების მიზეზი და როგორ შეაფასებდით ამ საკითხს?

-ირაკლი ალასანიას გათავისუფლების მიზეზი გია ხუხაშვილია. ბოლოს, როდესაც გია ხუხაშვილი პრემიერთან მივიდა მან უთხრა, რომ ალასანიას „31-ე ქარხნის“ მითვისება უნდაო, ამ თემით გააღიზიანა ბატონი ბიძინა და რა შედეგებიც მოჰყვა ამას, ყველამ კარგად დავინახეთ. რკინიგზის უკან, 31-ე ქარხნის უკან, ახალი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის უკან, რომელიც ჩემი ინფორმაციით ყულევში უნდა აშენდეს, ამ ყველაფრის უკან გია ხუხაშვილი დგას.
ხუხაშვილი როდესაც მივიდა ბიძინასთან და ჩაუჩურჩულა, რომ ალასანიას უნდა ამ ყველაფერის ხელში ჩაგდებაო, მან პრაქტიკულად გაწირა ალასანია. ეს არის მისი ცნობილი ფანდი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კაცი დაინიშნოს 31-ე ქარხნის დირექტორად.
ის ასევე ცდილობს ტვირთების გადაზიდვის სისტემის ხელში ჩაგდებასაც. სამწუხაროა, რომ ბატონმა ბიძინამ ეს არ იცის. ქართველებმა არ უნდა დავუშვათ ქვეყანაში მსხვილი ბიზნესის ხელახალი გადანაწილება. სწორედ გია ხუხაშვილი დგას ამ საქმის უკან, ის მსხვილ ბიზნესებს კურირებს და ძალიან საინტერესოა ბატონი ხუხაშვილი რომელი ჯგუფის ბიზნეს პოლიტიკას ატარებს საქართველოში.
გია ხუხაშვილს ეს ყველაფერი ხელიდან უნდა გამოვტაცოთ, ეს კაცი არის ფუძემდებელი მსხვილი ბიზნესის ხელახლა გადანაწილების. ხუხაშვილი ასრულებს რომილიღაც ფინანსური ჯგუფის დაკვეთას და სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ბატონმა ბიძინამ არაფერი იცის. მე ვიმედოვნებ რომ ბატონი გია ხუხაშვილი ამ საკითხებს ძალიან ფაქიზად მოეკიდება და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ლიკა მეგუთნიშვილი
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა