logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მითხრეს, - თუ არ აღიარებ ერთწლიანის ნაცვლად 5 წლიან პატიმრობას მიიღებ, მერე შენს შვილს გვერდითა საკანში მოგისვამთ და მის წამებას გაყურებინებთო
მითხრეს, - თუ არ აღიარებ ერთწლიანის ნაცვლად 5 წლიან პატიმრობას მიიღებ, მერე შენს შვილს გვერდითა საკანში მოგისვამთ და მის წამებას გაყურებინებთო
10:55 04.02.2013
- თეთრაძე საათნახევარი ყვიროდა ნუ მკლავთო და ეს ყველა პატიმარს ესმოდა. კაცი წამებაში მოკლეს და ყველა ვხედავდით ფაცაცია და კილერა როგორ კვდებოდნენ სიცილით. რამდენი სხვა ასეთი ფაქტი ვნახე საკუთარი თვალით;

- პროკურორმა მითხრა, რომ ის ვალდებული არ იყო ჩემი გამამართლებელი მასალები მოეძიებინა. ამას მოსამართლეც დაეთანხმა;


მიშა გეფერიძე ერთ-ერთია იმ ყოფილ პატიმართა შორის, რომელმაც მასზედ დაკისრებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სრულად მოიხადა და დღეს, პოლიტპატიმრის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის. ნინო ბურჯანაძის ოჯახის ყოფილი მძღოლი, 2010 წლის პირველ ივნისს, სამართალდამცველებისთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გეფერიძემ სასჯელი სრულად მოიხადა.
რა პირობებში აღიარა ბრალი პატიმარმა და რა სახის ზეწოლას განიცდიდა ის საპყრობილეში, ამის შესახებ გეფერიძე "ნიუსპრესს" თავად უყვება:

- ბატონო მიშა რა ვითარებაში მოხდა თქვენი დაკავება ?

- სანამ დაკავების დეტალებზე გადავიდოდე, მინდა ვთქვა, რომ მე 26 მაისს, მიტინგზე საერთოდ არ ვყოფილვარ, ვიყავი ბურჯანაძის ოჯახში. ჩემი დაკავება კი პირველ ივნისს მოხდა.
დილით, მეუღლესთან ერთად სახლიდან გამოვედი, ორი ადამიანი დავინახე და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ადამიანები მე მითვალთვალებდნენ. აფთიაქში შევედი, იქვე გავიარ-გამოვიარე, რადგან ვიცი, რომ იქ ვიდეოკამერებია და იქედან გამომდინარე, რომ ჩემს მეგობრებს წინა დღეებში უმიზეზოდ აკავებდნენ, მეც თუ დამაკავებდნენ მინდოდა, რომ ამ პროცესის ამსახველი ვიდეომასალა ყოფილიყო. მოკლედ, ვიარე აქეთ-იქით სპეციალურად ვიდეო კამერებთან, მაგრამ იქ არ დამაკავეს.
შემდეგ, მე და ჩემმა მეუღლემ გავაჩერეთ ტაქსი, ჩავჯექით და საბურთალოს მიმართულებით წავედით. ვხედავდით როგორ მოგვყვებოდა უკან მათი მანქანა. გაგარინის მოედანზე ტაქსი გაგვაჩერებინეს, თავიანთ მანქანაში გადამსვეს და წამიყვანეს. განყოფილებაში მისვლამდე, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერეს მანქანა და იქვე დამიწყეს დაკითხვა, თუ სად ვიმყოფებოდი 26 მაისს, რას ვაკეთებდი იმ პერიოდში და ასე შემდეგ. როცა დარწმუნდნენ, რომ მე არ ვყოფილვარ მიტინგზე, დაიწყეს გადარეკვები, - სად წავიყვანოთ, რა ვუყოთო - ეკითხებოდნენ ვიღაცეებს. საათნახევრის შემდეგ მიიღეს რაღაც დავალება და დიღმის განყოფილებაში მიმიყვანეს.

- თუ განგიმარტეს რა იყო დაკავების ოფიციალური მიზეზი?

- ამაზე არაფერს მეუბნებოდნენ. განყოფილებაში რომ მივედით, იქ ადგილობრივმა თანამშრომლებმა წინასწარ შედგენილი ფურცლების დასტა მომიტანეს სადაც ეწერა, რომ თითქოს მე ვიდექი ქუჩაში, უმისამართოდ ვიგინებოდი და ვიყავი აგრესიული. მერე თითქოს მოვიდნენ პოლიციელები ჩემს დასამშვიდებლად და მე მათ ტანსაცმელი შემოვახიე. რა თქმა უნდა ეს იყო აბსურდული ბრალდება. ამ დროს მოვიდა ვიღაც პოლიციელი და იქ მყოფებს სერიოზული ჩხუბი დაუწყო, იმის შესახებ, რატომ აქამდე არ ვიცოდი, თუ ჩემს უბანში ნინო ბურჯანაძის მძღოლი ცხოვრობდაო. ამის გამო, დანარჩენ პოლიციელებს უგინებელი არავინ და არაფერი არ დაუტოვა. მერე გამიყვანეს უკანა ოთახში და მივხვდი, რომ პოლიციის შენობები არც ისე გამჭვირვალეა როგორც ეს გარედან ჩანს. დამიწყეს ვითომ დაკითხვა. მეუბნებოდნენ ჯობია აღიარო, ხომ იცი მოწმეებსაც ვიშოვით და ბრალის დამტკიცების პრობლემა არ იქნებაო, გავაფორმოთ წინასწარი ორთვიანი და დროებით ჩამოგაშორებთ სიტუაციასო. ვეუბნებოდი მე არაფერს არ დავწერ რადგან არავინ მიცემია მეთქი.

- მოიყვანეს თუ არა მართლა მოწმეები რომლებმაც რომ თქვენი მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენება დაადასტურეს და თუ გახსოვთ მათი ვინაობა?

- დიახ მოიყვანეს. ესენი იყვნენ პოლიციელები - ზურაბ ნარიმანიძე და გულადი კვირიკაძე.
ამის შემდეგ "კაპეზეში", გადამიყვანეს, მესამე დღეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მომისაჯეს და გლდანში წამიყვანეს. ხოლო იქ როგორ დახვედრებს უწყობდნენ პატიმრებს, ეს ყველამ იცის. პერმანენტულ ფიზიკურ და მორალურ ზეწოლებს ჰქონდა იქ ადგილი. გინება და ცემა ნებისმირი პატიმრის მიმართ ტრადიციულ ხასიათს ატარებდა. ეს ყველასთვის სტანდარტი იყო. ამ მეთოდით ისინი ცდილობდნენ ერთის მხრივ, რომ როგორმე სასურველი ჩვენება მიეღოთ და ამავდროულად პატიმარი ფიზიკურად და სულიერად გაენადგურებინათ.

- როდის მოხდა თქვენი გასამართლება და რა სამხილები ქონდა მოსამართლეს

9 თვე ისე გავიდა სულ დაკითხვას ვითხოვდი, რადგან ოფიციალურად ჩემი დაკითხვა არ მომხდარა. დიდი წვალების მიუხედავად თავი ვერ დავაკითხინე. მერე სასამართლოზე მითხრეს, დუმილის უფლება გაქვს გამოყენებული და იმიტომ არ დაგკითხესო. ვეუბებოდი დუმილი კი არა მე არ ვეთანხმებოდი თქვენ შეთითხნილ საქმეს მეთქი. ამის შემდეგ მოსამართლე კოპალიანმა თქვა, რომ მე ეხლა დაგაჯარიმებთ იმის გამო, რომ თავის დროზე ჩვენება არ მოგვეციო. ვეუბნებოდი ვიღაცა ხო უნდა მოსულიყო, რომ ჩვენება მიმეცა მეთქი. მერე დავთანხმდი ჯარიმას, ოღონდ დამკითხეთ და თავის დაცვის საშუალება მომეცით და ჯანდაბას ეგ ასი ლარი, გადავიხდითქო.

- როგორ აპირებდით თავის დაცვას თუ მოწმეები ამბობდნენ, რომ თქვენ მათ ფიზიკურად გაუსწორდით?

საქმე იმაშია, რომ იმ ადგილებში, სადაც მე თითქოს პოლიციელები ვცემე, არის ტოტალიზატორი, ბანკი, ასევე აფთიაქი და ყველა მათგანს აქვს სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომელიც მთელ გარე პერიმეტრს იღებს. მე პროკურორ ნანა ხუჯუას ვთხოვდი, რომ მოეტანათ ვიდეო კადრები, მაგრამ მათ სხვადასხვა მიზეზები დამისახელეს და კადრები არ მოიტანეს. მერე მომიყვანეს ორი პოლიციელი, გულადი კვირიკაძე და ზურაბ ნარიმანიძე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ თითქოს მე ისინი ვცემე. პროკურორმა მითხრა და მოსამართლეც დაეთანხმა, რომ ის ვალდებული არა არის, ჩემი გამამართლებელი დოკუმენტები მოიძიოს. ამას მოწმეებიც ისმენდნენ. მოიყვანეს ექსპერტიც, რომელმაც ვერაფერი კონკრეტული ვერ დაადასტურა.
ექსპერტს კითხვას დაახლოებით ასეთი ფორმულირებით უსვამდნენ: - "არის თუ არა გახეული ეს პიჯაკი"- ექსპერტი ამბობდა კი, მაგრამ ვისი გახეული იყო ეს პიჯაკი ამას არ კითხულობდნენ და არც ექსპერტი ადასტურებდა რომ პიჯაკი მე გავხიე. ასეთი აბსურდი იყო ყველა სასამართლო პროცესი.

- ადვოკატს თუ ჰქონდა თქვენი სათანადოდ დაცვის საშუალება?

- ჩემს ადვოკატებს არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ხმა ამოეღოთ. მარტო ჩემს ადვოკატებს კი არა, პრინციპი იყო ასეთი ყველა პოლიტპატიმრის ადვოკატის მიმართ. მართალია დარბოდნენ ადვოკატები, "ავერსში" მივიდნენ, ბანკში მივიდნენ და ყველამ უთხრა, რომ თითქოს შემთხვევით, სწორედ იმ დროს კამერა მწყობრიდან გამოვიდა. ეს ხომ აბსურდია. როგორ შეილება ყველა ობიექტს ერთდოულად გაფუჭებოდა კამერა.

- რაც შეეხება ფიზიკურ ზეწოლას თუ ქონდა მას ადგილი თქვენს მიმართ?

- როცა მე დაჟინებით დავიწყე ვიდეომასალების მოთხოვნა, სასამართლოს ქვედა სართულზე ჩამიყვანეს და იქ აცემინეს ჩემი თავი სასტიკად. ახლაც მაქ ჯანმრთელობის პრობლებემი. თავში და შუბლში ამდენი დარტყმის გამო სმენა და მხედველობა დამიზიანდა. ყოველდღე მიმდინარეობდა ჩემ მიმართ სასტიკი მოპყრობა. ორთაჭალაში, "რეზბალნიცაზე" მომიწყვეს სასტიკი დახვედრა, იქაც მცემეს. ამის მოწმეებიც ბევრია. აბსოლუტურად არ ერიდებოდნენ ცემის დროს იმ გარემოებას, რომ მათ ვინმე სხვა პატიმარი ან თანამშრომელი, ან მოწმე უყურებდა. იმდენად სჯეროდათ, რომ მათ პასუხს არავინ არ მოსთხოვდა, რომ ჩვეულებრივ, ყველას თვალწინ ასახიჩრებდნენ ხალხს.

- აღიარეთ თუ არა საბოლოოდ წაყენებული ბრალდება?

- სხვა გზა არ დამიტოვეს. ვიღაცა დამიდგა უკან და მეუბნება: - ახლა ან ამას მოაწერ ხელს, თუ არადა 5 წლიან სასჯელს მიიღებო. ორი თვის მერე კი, შენივე კამერის ხალხი დაგიდგება მოწმედ რომ შენ თითქოს ბადრაგს ხელით შეეხეო, შემდეგ შენ შვილსაც მოგისვავთ გვერდით კამერაში, ჯიბეში ნარკოტიკებით და გაყურებინებთ იმის წამებასო. ამის შემდეგ რა მექნა, მოვაწერე ხელი. ასობით ადამიანი აწერდა ასე ხელს იმ დანაშაულზე, რაც არ ჩაუდენია.
რამდენი მკვლელობები და უბედურება მოხდა ჩვენს თვალწინ ციხეში. თუნდაც თეთრაძის მკვლელობა ავიღოთ, რომელიც საათნახევარი ყვიროდა ხალხო ნუ მკლავთო და ეს ყველა პატიმარს ესმოდა. კაცი წამებაში მოკლეს და ყველა ვხედავდით ფაცაცია და კილერა როგორ კვდებოდნენ სიცილით. რამდენი სხვა ასეთი ფაქტი ვნახე საკუთარი თვალით. . .

- როგორც ჩვენთვის ცნობილია ახლა თქვენ პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად იბრძვით

დიახ მე სრულად მოვიხადე ერთი წელი დანაშაულისთვის, რაც არ ჩამიდენია და ახლა ვაგროვებ ჩემ საქმეებს და ხელახალ გამოძიებას ვითხოვ, რათა პოლიტპატიმრის სტატუსი მოგვანიჭონ.
ეს თუნდაც იმიტომაა აუცილებელი, რომ არ შეიძლება საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომმა კიდევ იარსებოს. ყველა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ დღეს თუ ხვალ, ჩადენილი უკანონობისთვის პასუხს აგებს.

ნატო მიმინოშვილი


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა