logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა ამირეჯიბი _ უხერხულია რესპუბლიკელებმა შექმნან ქართული პოლიტიკა, მაშინ როცა ისინი ყოფილ ხელისუფლებასთან და თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად, ერთი ხელიდან იკვებებოდნენ
ლაშა ამირეჯიბი _ უხერხულია რესპუბლიკელებმა შექმნან ქართული პოლიტიკა, მაშინ როცა ისინი ყოფილ ხელისუფლებასთან და თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად, ერთი ხელიდან იკვებებოდნენ
13:58 17.10.2012

უფრო სამართლიანი იქნებოდა თამაზაშვილი სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად რომ გამოეშვათ;


"ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, კაბინეტებში ხდებოდა ფულის აღება და ამას ნაციონალები მათ მუდმივად შეახსენებენ;

ნაციონალები არც ეთნოკონფლიქტის გაღვივებაზე იტყვიან უარს;


"თუ ივანიშვილის ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს გადადგამს, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი ვინც მას გააკრიტიკებს" - აცხადებს ლაშა ამირეჯიბი, რომელმაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატობიდან საკუთარი პერსონა ოპოზიციის სასარგებლოდ მოხსნა. "ნიუსპრესთან" საუბარში ის ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ყოფილი ხელისუფლების შესაძლო რევანშის ბერკეტებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით ჩატარებულ არჩევნებს და როგორ აისახა ეს პროცესები ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე?

დემოკრატიულობის თვალსაზრისით, საქართველოში მსგავსი არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. თუმცა, გაყალბებას ადგილი მაინც ჰქონდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების შედეგები ნაწილობრივ მაინც გააყალბა. რეალურად, კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, 15% –ით განსხვავებული შედეგები იყო.

ანუ თვლით, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მეტი მანდატი მოიპოვა?

რა თქმა უნდა... სადღაც ბიულეტენების ყუთები მოიპარეს, სადღაც ვიღაცებს უბნებზე შეუხტნენ... "ქართულ ოცნებას" ნამდვილად მეტი მანდატი ჰქონდა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესს?

წინასაარჩევნო პერიოდი "ნაციონალების" მხრიდან მთლიანად ძალადობაზე იყო აგებული, იყო რეპრესიები, ხალხის დაშინება. მაგალითად, ამას თუ არ მისცემ ხმას ვაუჩერს არ მოგცემთ, დაგიჭერთ და ა. შ. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაძლია.

ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად იყო მოსალოდნელი ასეთი შედეგი?

რომ არა ციხის ცნობილი კადრები, რომ არა ირმა ინაშვილი, დათო თარხან–მოურავი და ის მაღალჩინოსნები ვინც კადრები გაავრცელა, არჩევნები ასეთი შედეგით არ დამთავრდებოდა. "ქართული ოცნება" მხოლოდ 40-50 მანდატის მოპოვებას შეძლებდა.

იყო თუ არა სამოქალაქო ომის საფრთხე და რის ხარჯზე მოხდა მისი თავიდან აცილება?

სამოქალაქო ომის წინაშე ნამდვილად ვიდექით და ამის ერთ-ერთი წინაპირობა ლაფანყურის საქმეც იყო. კონფლიქტის თავიდან აცილებაში დიდი როლი ამერიკის ელჩმა და რამდენიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა შეასრულა. პრაქტიკულად, მანდატები გადანაწილდა და ორივე მხარე ამით დაკმაყოფილდა. ივანიშვილს უთხრეს, რომ მიშა ნელ–ნელა წავა, უნდა მოითმინოო და ბიძინაც დათანხმდა.

იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს პრეზიდენტის თანამდებობას, რა ბერკეტები რჩება "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, რითაც ის "ქართული ოცნებისთვის" ხელის შეშლას ეცდება, იქნება ეს დედაქალაქი თუ რეგიონები?

სააკაშვილი ეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას და შესაბამისი ბერკეტების გამოყენებას. ამის მაგალითია ის ცვლილება, რაც მან შეიარაღებულ ძალებში განახორციელა და გენერალური შტაბის უფროსად თავისი კაცი დანიშნა. გამოდის, რომ თავდაცვის მომავალ მინისტრს ირაკლი ალასანიას შტაბის უფროსი არ ჰყავს და მას სადღაც 20 კაცი დაექვემდებარება, რადგან ჯარი გენერალური შტაბის უფროსის დაქვემდებარებაშია. მსგავსი ცვლილებებით ყოფილი მმართველი ძალა გარკვეული ბერკეტის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა, ეს ხავსზე მოჭიდებას ჰგავს.
რაც შეეხება რეგიონებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და იგივე გუბერნატორები გამგეობებში, სოფლის საკრებულოებში, ხალხზე მუშაობას დღემდე ცდილობენ. მაგალითად, გარდაბანში აზერბაიჯანელ და ქართველ მოსახლეობას შორის კონფლიქტის გაღვივების მცდელობაც კი იყო. "ნაციონალებმა" აღარ იციან რა ჰქნან, ცდილობენ აზერბაიჯანელები დაარწმუნონ, რომ სვანეთიდან ჩასახლებული მოსახლეობა მათ ცემას და გადასახლებას დაიწყებს. საბედნიეროდ, აზერბაიჯანელებმა ეს სიცრუე არ დაიჯერეს და სიტუაცია მოგვარდა. თუ "ქართული ოცნება" სწორ და თანამიმდევრულ ნაბიჯებს გადადგამს, ესენი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან.

ბატონო ლაშა, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიასთან დაკავშირებით თქვენ გარკვეული შენიშვნები გქონდათ, რას ფიქრობთ მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე?

არის მინისტრობის რამდენიმე კანდიდატი, რომლებზეც ვფიქრობ, რომ თავისი საქმის პროფესიონალები არიან, თუმცა, ყველაზე ასე არ ვფიქრობ. თანამდებობაზე ისეთი ადამიანის ხილვა არ მინდა, ვინც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს. აქამდე ხალხი ხელისუფლებას ემსახურებოდა, ახლა მოვიდა ის დრო, რომ ხელისუფლება ემსახუროს ხალხს.

მიგაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ეს შესაძლებელია?

როგორც ბ-ნი ბიძინა ბრძანებს, ხელისუფლება ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს, მონიტორინგი უნდა დაუწესოს. ეს შესაძლებელია და თუ ასე არ მოხდება ჩვენ აქ ვართ.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ვაკის საარჩევნო ოლქში თქვენი კანდიდატურა მოხსენით, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

მოვხსენი სამართლიანობის სასარგებლოდ, შეიძლება "ქართული ოცნების" სასარგებლოდაც, მაგრამ არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს, მაგათ ხოტბას ვასხამ. ჯანსაღი კრიტიკა ბიძინა ივანიშვილსაც არ აწყენდა. როდესაც ხელისუფლება არასწორ ნაბიჯებს გადადგამს, მე – ლაშა ამირეჯიბი მას აუცილებლად გავაკრიტიკებ.

"ქართულ ოცნებას" არჩევნებში თავისი სიით მონაწილეობა რომ შემოეთავაზებინა დათანხმდებოდით?

არ ვიცი რას ვიზამდი, მაგრამ ამას ხელი ვიღაც-ვიღაცეებმა ხელოვნურად შეუშალეს. "ქართულ ოცნებაში" იყვნენ ადამიანები ვინც იგონებდა ჭორებს, ენები მიჰქონდათ და გარკვეულ ადამიანებს ბლოკავდნენ. "ბევრს სისხლი გავუშრე და ბევრს გული ვატკინეო"- გია ხუხაშვილის ამ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო. "მართალი ხარ ჩემო გია, ბევრს გაუშრე სისხლი და ბევრი ადამიანი დაბლოკე, ბევრი ადამიანი, ვისაც უანგაროდ უნდოდა ბიძინასთან ურთიერთობა ქუჩაში დატოვე. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღე "ქართული ოცნებიდან" რომ წამოხვედი, მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები".

იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც დაბლოკვაზე საუბრობთ, როდესაც კოალიციის შიგნით პრივილეგიების მოსაპოვებლად გარკვეულ ადამიანთა მცდელობაზე მიანიშნებთ, მიგაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" წევრთა წინასაარჩევნოდ გავრცელებული სატელეფონო საუბრები სიმართლე იყო, თუ ფაბრიკაციის ვერსიისკენ იხრებით?

თუ "ქართული ოცნების" წევრებს სჯერათ, რომ ეს ფაბრიკაცია იყო, მეც დავიჯერებ. ჩემთვის, როგორც კაცისთვის, მათგან ყველაზე მტკივნეული სისხლის აღრევაზე საუბარი იყო. ვთქვათ, ეს "შეთითხნილია", მაინც ცუდად ხვდება ყურს, ეს თემა პოლიტიკაში მიუღებელია, ასე ქალებიც კი არ ჭორაობენ.

როდესაც მანდატები გადანაწილებულია, როგორ ხედავთ პარლამენტში შესული პარტიების თანამშრომლობას?

წარმოუდგენლად მიმაჩნია მათი ერთად მუშაობა. როდესაც "ქართული ოცნება" დაიწყებს "ნაციონალების" შევიწროებას, როდესაც დანაშაულების რიტორიკა დაიწყება და ფაქტები დაიდება, მეორე მხარეც დადებს ძალიან ბევრ ფაქტს. "ქართულ ოცნებაში" არიან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, კაბინეტებში ხდებოდა ფულის აღება, ამას მეორე მხარე მათ მუდმივად შეახსენებს.

პოლიტპატიმრების თემას რომ შევეხოთ, ამ კუთხით ახალი მთავრობისგან რა მოლოდინი გაქვთ?

მე, თეა წულუკიანის დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ის ამ პრობლემას ძალიან მალე მოაგვარებს. ყველა პოლიტპატიმარი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. კარგია, როდესაც თამაზაშვილი პირველი გამოუშვეს. თუმცა, სიმართლე გითხრათ თამაზაშვილი, რომ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად გამოეშვათ უფრო სამართლიანი იქნებოდა.
ბოლოს მინდა დავამატო, რომ ცოტა უხერხულია, როცა ქართული პოლიტიკა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებმა უნდა შექმნან. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ის რესპუბლიკელები არიან, რომლების ყოფილ ხელისუფლებასთან და თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად ერთი ხელიდან იკვებებოდნენ. ალბათ ცოტა ხანში გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილმა არჩევანის ამ გუნდზე გაკეთებით მოიგო თუ წააგო. თუმცა, მინდა მას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რომ ჯოჯოხეთი ნაწილობრივ მოვიშორეთ და იმედია, მთლიანად მოვიშორებთ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა