ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ტურიზმის სფეროში 2018 წლის შედეგებზე და დარგის პერსპექტივაზე ესაუბრება. იგი ერთმანეთს ადარებს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.
საინფორმ,აციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„აზერბაიჯანს გასულ 2018 წელს 2 მილიონ 850 ათასი უცხოელი სტუმარი ეწვია და 2017 წელთან შედარებით ზრდამ 6% შეადგინა. სტატისტიკის ტანახმად, ტუსისტული ნაკადის ორი მესამედი რუსეთიდან, საქართველოდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყო...
- ცოტაა თუ ბევრი აზერბაიჯანისათვის ორ მილიონზე მეტი ტურისტი?
- სინამდვილეში ეს რაოდენობა მაინცდამაინც ბევრი არ არის. საერთოდ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანში ტურიზმის განვითარებისათვის ყველა პირობა გვაქვს და უკვე შექმნილია შესაბამისი ინფრასქტრუქტურაც, ეკონომიკის ამ დარგის მიღწევები მომავალში მეტი იქნება. ყველას გვახსოვს 2016 წელი, როცა აზერბაიჯანმა „დიდი ნახტომი“ გააკეთა ტურიზმში, მსოფლიო ჩვენზე ალაპარაკდა. ეს გარდატეხის მომენტი იყო. ვფიქრობ, ჩვენ ეს ტალღა მეტ-ნაკლებად შევინარჩუნეთ - 2017-შიც და 2018-შიც ტურისტთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.
- და რა უშლის ხელს კიდევ ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას?
- ბევრი ფაქტორი არსებობს: მაგალითად, ირანში არსებული რთული ეკონომიკური სიტუაცია - მეზობელი ირანელები ადრე უფრო ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან, ვიდდერე ახლა. გამწვავდა კონკურენცია ტურისტულ ბაზარზე, ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ. ბევრ ქვეყანაში ტურიზმის დარგი ტრენდი გახდა და მის განვითარებას მეტ ყურადღებას უთმობენ. მათ შორის არიან არაბული და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები... ტურიზმის ბაზარზე გააქტიურდნენ თურქეთი და რუსეთი. ჩვენს კიდევ ერთ მეზობელს - საქართველოსაც არ სურს შეჩერება: ქართველები სწრაფი ტემპით ავითარებენ ტურიზმის ინფრასტრუქტურას
- და განა მეზობელ საქართველოში ტურიზმის განვითარება აზერბაიჯანზე რაიმე გავლენას ახდენს?
- ქართველებმა აზერბაიჯანზე ადრე დაიწყეს თავიანთი ქვეყნის წინა პლანზე წამოწევა ტურიზმის მიმართულებით. საქართველოს თავისი პლუსები აქვს: შავი ზღვის კურორტები, ვთქვათ, ბათუმი, დაჩქარებული ტემპით ვითარდება. დიდ როლს ასრულებს აზარტული თამაშების დაწესებულებების - კაზინოების არსებობა. თუმცა, ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ მეზობელი ქვეყნის ასე აქტიურად განვითარება ჩვენთვის უპირატესობაც კი არის - [უცხოელები საქართველოდან აზერბაიჯანშიც შემოდიან].
- მიმდინარე 2019 წელს დაგეგმილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის დაწყება. როგორც ცნობილია, ამერიკულმა ტელეარხმა „სი-ენ-ენ“-მა ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება ახალ ტურისტულ მარშრუტებში ჩართო. რას ელოდებით ამ მიმართულებისაგან?
- სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ საქართველოში და სხვა მეზობელ ქვეყნებში ტურიზმის განვითარება ჩვენთვისაც ხელსაყრელია. როცა ჩვენი მეზობლები თავიანთი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზება-რეკლამირებას ახდენენ, ამით რეკლამას უკეთებენ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ადამიანი, რომელიც იაპონიიდან საქართველოში ან თურქეთში მოფრინავს, მას მთელი რეგიონის დათვალიერებაც მოუნდება და ცხადია, აზერბაიჯანსაც ეწვევა. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ თურქეთში უკვე არსებობს კომბინირებული ტურები მოგზაურებისათვის, ვთქვათ, ამერიკელებისა და იაპონელებისათვის, რომლებიც გარკვეულ დროს სტამბოლში დაჰყოფენ, შემდეგ კი რამდენიმე დღით აზერბაიჯანშიც ჩამოფრინდებიან. თუ რკინიგზაზე ჩქაროსნული მატარებლები იმოძრავებენ, ეს ხომ უფრო უკეთესი იქნება! ისეთი მარშრუტები, როგორიც ბაქო-თბილისი-ყარსია, მოთხოვნადი იქნება, ბევრი მოისურვებს, რომ რკინიგზის მეშვეობით თურქეთის, საქართველო და აზერბაიჯანის ქალაქები დაათვალიეროს. ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი კოლოსალურ მოგებას მიიღებს.
წყარო: «Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი)