logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დღეს პუტინთან საუბარი ძალიან მძიმე იქნებოდა იმის შემხედვარე, როგორ სიტუაციაშიც აღმოვჩნდით რუსეთის გამო
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დღეს პუტინთან საუბარი ძალიან მძიმე იქნებოდა იმის შემხედვარე, როგორ სიტუაციაშიც აღმოვჩნდით რუსეთის გამო
13:16 13.12.2018
რუსულ ოპოზიციურ ჟურნალ «Новое время//The New Times»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი ანა ნემცოვა ესაუბრება. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს ინტერვიუ რამდენიმე დღის წინათ ამერიკულ გამოცემა «The Daily Beast»-შიც დაიბეჭდა, ოღონდ სტატიის სახით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორც მე გავიგე, საარჩევნო კამპანიის დროს თქვენი შვილის მიმართ მუქარები გაისმა... თქვენც ხომ არ გემუქრებოდნენ?

- დიახ, მეც და ჩემს შვილებსაც გვემუქრებოდნენ. მე მოღალატეს მიწოდებდნენ, რუსეთის აგენტს და ეკლესიის მოწინააღმდეგეს... ცილს მწამებდნენ, რომ მე ქართული ენა არ ვიცი. ყველა ამ ბრალდებას საბჭოური სტილი და ხასიათი ჰქონდა, შეტევა მიდიოდა ფსიქოლოგიურად - ენის, მამულისა და სარწმუნოებისადმი ერთგულება ხომ საქართველოს ფუნდამენტურ ტრადიციულ ფასეულობებს წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა მიაღწია დამოუკიდებლობას, მოახდინა რევოლუცია და რეფორმები გაატარა (...), მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა მენტალიტეტის რევოლუცია მოვახდინოთ, საბჭოური გადმონაშთებისაგან განვთავისუფლდეთ.

- როგორ ფიქრობთ - ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე არჩევნებში გაიმარჯვებდით? ისარგებლებთ თუ არა მისი მხარდაჭერით მომავალშიც?

- არა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსებისა და პარტიული სტრუქტურების დახმარების გარეშე რეგიონებში გამარჯვებას ვერ შევძლებდი. მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს არჩევნების შემდეგ და მან მითხრა, რომ „პარტიის წინაშე არანაირი ვალი არ გაქვს, შეგიძლია დამოუკიდებელი იყო“.

- ახლა, როცა უკვე თქვენ პრეზიდენტი გახდით, განზრახული გაქვთ ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად იმოქმედოთ?

- საქმე იმაშია, რომ მე პარტიას უნდა დავეყრდნო, ჩემი ინიციატივები პარლამენტს და მთავრობას უნდა მივაწოდო. მე, ალბათ, მათთან ვიდავებ, გავაკრიტიკებ კიდეც, როცა ჩემს ინიციატივებში მათი დარწმუნება მომიხდება, თუმცა, რა თქმა უნდა, პირდაპირი კონფრონტაციაზე არ წავალ. თუ, რასაკვირველია, ისეთი კონფლიქტი არ მოხდება, როგორიც, მაგალითად, ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის იყო, როცა მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. პრეზიდენტთან ვერ შევთანხმდი და დავშორდით.

- დღეს რომ თქვენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვედროდით და მასთან მოლაპარაკება გაგემართათ, რას ეტყოდით?

- დღეს მასთან ლაპარაკი ძალიან მძიმე იქნებოდა იმის შემხედვარე, როგორ სიტუაციაში აღმოვჩნდით რუსეთის გამო - ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის ორი სამხედრო ბაზაა განლაგებული, ისინი ყოველდღიურად ძლიერდებიან. ჩვენს ტერიტორიაზე გადის რუსეთის საოკუპაციო ხაზი, რომელსაც მოსკოვი, როცა მოესურვება, ქვეყნის შიგნით სწევს. ჩვენს მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს, იტაცებენ... სანამ ასეთი სიტუაცია არსებობს, პირდაპირი დიალოგი არ მოხერხდება.

- ესე იგი, სწორად გავიგე, რომ თქვენ დღეს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისა და მასთან მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავთ?

- როგორც დიპლომატმა, მე არ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მაგრამ ჩვენმა საზღვარგარეთულმა პარტნიორებმა უნდა დაარწმუნონ რუსეთი იმაში, რომ მოსკოვმა [ჩვენსკენ] ნაბიჯები გადმოდგას. ჩვენ არ შეგვიძლია ვეომოთ რუსეთს, ჩვენს ერთადერთ ინსტრუმენტს მხოლოდ დიპლომატია წარმოადგენს. რუსეთმა უნდა გვაჩვენოს, რომ საქართველო ის ქვეყანა არ არის, რომლის ოკუპირება შეიძლება.

- რით არის ძლიერი საქართველოს პოზიცია და გსურთ თუ არა, რომ თქვენი ქვეყნის ხმა უფრო ძლიერად ისმოდეს საერთაშორისო არენაზე?

- ჩვენ ირგვლივ ისეთი ქვეყნებით ვარ გარსშემორტყმუილი, რომელთა მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია - არავინ არ იცის, რა მოხდება თურქეთში ან ირანში უახლოეს მომავალში, ჩვენ კი სტაბილურობის კუნძული ვართ, რომელსაც შავ ზღვაზე თავისი ფასი აქვს.


წყარო: «The New Times» (რუსეთი)



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა