logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან ისრაელელ პოლიტტექნოლოგს მოშე კლიუგჰაფტს, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა, „ებრაელი აფერისტი“ უწოდა. რატომ თქვა ასე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და არის თუ არა იგი საერთოდ ანტისემიტი, მიხეილ სააკაშვილმა ისრაელის რუსულენოვანი ტელეარხ «9 канал»-ის ეთერში, მთავარ რედაქტორთან, ჟურნალისტ დიმიტრი დუბოვის საავტორო გადაცემა «Война и мир»-ში ისაუბრა.

ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უარყო ბრალდება ანტისემიტიზმში და კვლავ დაადასტურა თავისი გამონათქვამი მოშე კლიუგჰაფტის მიმართ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების მთავარ ავტორადაა მიჩნეული. მიხეილ სააკაშვილმა, შეიძლება ითქვას, „გადაურა“თავის უკრაინელ და ქართველ ოპონენტებს, ილაპარაკა ებრაელებთან დამოკიდებულებაზე, დონალდ ტრამპზე და ვლადიმერ პუტინზე.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, მოგესალმებით.

- შალომ. როგორ ხართ?

- შალომ. არა გვიშავს, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ აი, თქვენ ანტისემტიზმში დაგადანაშაულეს, რადგან მოშე კლიუგჰაფტს, ისრაელელ პოლიტტექნოლოგს „ებრაელი აფერისტი“ უწოდეთ.


- მე ვთქვი, რომ ისრაელელი აფერისტი ქართველ აფერისტის დასახმარებლად მივიდა და რომ ეს აფერისტთა საერთაშორისო კონსორციუმია-მეთქი. მე შემიძლია ჩემი ნათქვამი დავადასტურო. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ნათქვამი ებრაელებს რამენაირად ეხება. აფერისტები სხვადასხვანაირები არიან. მაგალითად, ამერიკელი აფერისტი პოლ მანაფორტი, ქართველი - ბიძინა ივანიშვილი, ისრაელელი - მოშე კლიუგჰაფტი. ასეთი ადამიანები ბევრ ქვეყანაშია და ვთვლი,რომ ჩემზე ანტისემტიზმის დაბრალება, უბრალოდ, უხამსი მოქმედება. გადახედეთ ჩემს ცხოვრებას: მე სინამდვილეში მოსიარულე ინტერნაციონალისტი ვარ. როცა პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენს მთავრობაში იყო თავდაცვის მინისტრი, ქართველი ებრაელი დავით კეზერაშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად თემურ იაკობაშვილი, ჩემი მეგობარი. ოდესის ოლქის გუბერნატორობის დროს ჩემი სამი მოადგილე ებრაელი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი რძალი ებრაელი და შვილიშვილებიც ებრაელები მეყოლება. აბა, როგორი ანტისემიტი ვარ? განა ჩემთვის ანტისემიტობის დაბრალება შეიძლება?

- მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ებრაული თემის ბევრი წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილის ბანაკში აღმოჩნდა. თქვენი აზრით, ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი იმას, რომ თავის დროზე თქვენ ცუდი ურთიერთთობა გქონდათ ბადრი პატარკაციშვილთან?

- მაშინ მე ვიტყოდი, რომ ბადრი პატარკაციშვილის დროს მთელ ისრაელში იქაურმა ქართველებმა ბილბორდები დადგეს წარწერით „ჩვენ მხარს ყველა მიშას ვუჭერთ“. ბადრი პატარკაციშვილმა აშდოდში ვიღაც პროვოკატორები გაგზავნა ებრაელთა კრებაზე (სხვათა შორის, იმ ქალაქში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი), მაგრამ იმ პროვოკატორებს თვითონ კრების მონაწილეებმა გასცეს პასუხი... მინდა ისრაელის მიმართ ისევ ჩემს დამოკიდებულებაზე ვთქვა: როცა ჰაიფას ბომბავდნენ, ყველა [ლიდერმა] ვიზიტი გადადო, მე განგებ ჩავედი ჰაიფას უნივერსიტეტში, ლექცია წავიკითხე და საპატიო დოქტორის წოდებაც მომანიჭეს. მე მგონი, [ჩემთვის ანტისემიტიზმის ბრალდების საკითხში] ვიღაცეების პირადული თვალსაზრისები ახდენს გავლენას. ვთქვათ, არის ბატონი [მიხეილ] მირელაშვილი, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთთან, არის ხუხაშვილი, რომელიც ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, მე ქართველ ებრაელებთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. პრეზიდენტობის დროსაც და ახლაც, როცა ოპოზიციაში ვარ, მათ ბევრჯერ შევხვედრივარ საზღვარგარეთ. იმიტომ, რომ ქართველი ებრაელები ძალიან ხშირად ჩვეულებრივ ქართველებზე უფრო მეტი ქართველები არიან, მე ვიტყოდი - საქართველოს პატრიოტები. სწორედ ამით ამაყობს ქართველი ხალხი და მეც.

- მოდით, არჩევნების შედეგებზე ვისაუბროთ. ბევრის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა კი არ მოიგო, არამედ მიხეილ სააკაშვილმა წააგოო. როგორ ფიქრობთ, თქვენმა განცხადებებმა საქართველოში დაბრუნების თაობაზე წყალი ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ დაასხა?

- არა და არა, ეს ბლეფია. ჩემი აზრით, მთავარი, რაც მოხდა, ისაა, რომ მასობრივი გაყალბება დაფიქსირდა. ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაც არსებობს. ასეთი ცუდი დასკვნა თვით ედურად შევარდნაძის დროს ჩატარებულ არჩევნების შემდეგაც არ გაკეთებულა (...) ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ აღიარებს. ჩვენ შევეცდებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს და მთავრობა გადადგეს, ხელისუფლება შეიცვალოს. ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად და ამას არასდროს არ გავაკეთებთ. ჩვენ საქართველოში დემოკრატიას დავაბრუნებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინმა ისეთი წესი დანერგოს, როგორიც რუსეთში და კიდევ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში დანერგა... საქართველოში ჩასული იყო ვიქტორ მედვედჩუკი [უკრაინელი პოლიტიკოსი, პრორუსულად განწყობილი პიროვნება], რომელიც ჯერ ვლადიმერ პუტინთან სტუმრობდა, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილს და არჩევნებს მასთან ერთად აკვირდებოდა. ჩემი აზრით, ეს ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა არ არის და მიმაჩნია, რომ ქართულ არჩევნებში რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები იკვეთება. პირველი, ვინც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, კონსტანტინე კოსაჩოვი იყო. ასე რომ, საქმე გვაქვს გეოპოლიტიკურ თამაშებთან და ეს ყველაფერი ჩემთან არანაირ კავშირში არაა. თვითონ განსაჯეთ: გამოკითხვების მიხედვით, მე ოთხჯერ მეტად ვარ პოპულარული, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, მას მხოლოდ 18%-იანი რეიტინგი აქვს. როგორ შეიძლება ასეთი [დაბალი]პოპულარობის მქონე ადამიანმა არჩევნები მოიგოს? კარგი, 2012-ში კიდევ მესმის, მაშინ პოპულარობით სარგებლობდა და დაპირებები დაარიგა, მაგრამ ახლა?! იგი სძულთ და არჩევნებს მოიგებდა? ქართველი ხალხი ამას არ „ჩაყლაპავს“... ჩვენ შეგვიძლია ხელისუფლება მშვიდობიანად შევცვალოთ.

- თქვენ ვლადიმერ პუტინი ახსენეთ. საარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის პროვოკაციას წამოეგო და ქვეყანა დარტყმის ქვეშ დააყენაო...

- არა მარტო ეს. სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად ღიად თქვა ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან ტერიტორიების გასვლაც უნდა ვაღიაროთო, რომ ჩვენი გმირები სასამართლომ უნდა დასაჯოსო. მან იგივე თქვა, რასაც მედვედევი და პუტინი ამბობენ, მისი პოზიცია 100%-ით ემთხვევა რუსეთის ოფიციოზის თვალსაზრისს. ეს ყველამ შენიშნა. სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არავინ მიიღებს. დაინახავთ, რომ მალე საქართველოში ძალიან საინტერესო ამბები მოხდება.

- რატომ წახვედით საქართველოდან, როცა თქვენი პრეზიდენტობის ვადა დასრულდა? თქვენი პარტიის არჩევნებში წაგება „ცოცხების სკანდალმა“ განაპირობა, რომელსაც თქვენ ინსცენირებად მიიჩნევთ. თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ დაიწყეთ სიმართლის დადგენა?


- არა, ეგრე არ არის. მე საქართველოდან იმიტომ წავედი, რომ საშინლად დაღლილი ვიყავი. მე ვთქვი, რომ დასვენება მინდოდა და ქართველ ხალხსაც ჩემგან დასვენება სურდა. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. რამდენ ხანს იყო ბენიამინ ნეთანიაჰუ [პირველად] ხელისუფლებაში? იგი ლექციებს კითხულობდა. მეც ლექციების კითხვა დავიწყე, შემდეგ ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდა. საერთოდ, პოლიტიკოსების ბედში სხვადასხვა პერიპეტიები ხდება. ახლა ქართული პოლიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ იმავდროულად ვრჩები უკრაინულ პოლიტიკაშიც...

- მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, თბილისში გსაყვედურობენ, რომ ქართულ სინამდვილეს მოწყდაო... შესაძლოა მართლაც ასეა და ოდესის ოლქის გუბერნატორობის დროს მართლაც მოწყდით ქართულ სინამდვილეს?

- იცით, უკრაინის ისტორიას საქართველოს ისტორიისაგან ვერ გაყოფთ, ორივე ქვეყნის ბედი ერთმანეთს უკავშირდება. ჩვენ უკრაინაში ქართველები ჩავიყვანეთ და ისინი დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ. უკრაინაში ინსტრუქტორებად წავიყვანეთ ქართველი ოფიცრები, რომლებმაც ისრაელში კურსები გაიარეს.. ქერჩის მოვლენებიც კი საქართველოსთან არის დაკავშირებული. ოდესაში მე რომ არ ვყოფილიყავი, ოლქს რუსეთი დაიკავებდა. საერთოდ კი, ოოდესის ოლქის გუბერნატორობა არავის არ უნდოდა, მე კი დავთანხმდი. ჩვენ ოდესაში სიტუაცია საკმაოდ სწრაფად დავასტაბილურეთ, მაგრამ შემდეგ უფლებამოსილება არ მეყო (...)

- მართლაც ფიქრობდით სახურავიდან გადახტომას, როცა თქვენს დასაპატიმრებლად მოვიდნენ?

- არა, რა თქმა უნდა. არასდროს არ მითქვამს, რომ მზად ვარ გადავხტე-მეთქი. მე ვთქვი: არ მომეკაროთ. მართლა გიჟი ხომ არ ვარ. უბრალოდ, დროს ვიგებდი, რომ ხალხი შეკრებილიყო. იმ მომენტში მე ჩემსას მივაღწიეს... ეს პატარა ტაქტიკური ხრიკი იყო: სანამ სახურავზე ვიყავი, მასმედიის ყველა საშუალებას დავურეკე. აბა, მათ ცხვარივით ციხეში ხომ არ გავყვებოდი.

- მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, დღეს რაც მსოფლიო პოლიტიკაში ხდება, ხშირად ახსნას არ ექვემდებარება. ინტერესების შეჯახება კი არ არის, არამედ პიროვნებების შეჯახება: დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი. ორივეს მოქმედება არაპროგნოზირებადია.. როგორ ფიქრობთ - რომელს უფრო ძლიერი პოზიციები აქვთ?

- იცით, მე დონალდ ტრამპს პირადად კარგად ვიცნობ, იგი ძალიან მაქებდა, როცა საქართველოში ჩამოვიდა. ბათუმშიც ერთად ვიყავით, დისკოთეკებზეც წავედით... მან, თავის მხრივ, ნიუ-იორკში მიუზიკლებზე მიმიპატიჟა...

- და როგორ ცეკვავს დონალდ ტრამპი?

- არა, იგი არ ცეკვავს. სინამდვილეში ძალიან თავშეკავებული და ფრთხილი ადამიანია. მე არ მჯერა, რასაც მის შესახებ ჰყვებიან. ახლა ამბობენ, რომ მას რუსეთთან რაღაც კავშირები აქვს და ამაზე ფულის გამო ნამდვილად წავიდოდაო. ეს ზღაპრებია. დონალდ ტრამპისათვის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

- მსოფლიოში ხშირად ამბობენ, რომ უკრაინის ომი, დონბასი და ყირიმი იმის შედეგია, რომ თავის დროზე, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, დასავლეთმა მოსკოვზე ზეწოლა არ განახორციელაო...

- ეს ნამდვილად ასეა. მე ვიტყოდი, რომ ამერიკას ძლიერი რეაქცია ჰქონდა, თუმცა ზოგადად დასავლურმა სამყარომ შეცდომა დაუშვა. ეს ახლახან ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდრეს რასმუსენმაც დაადასტურა - „ჩვენ შევცდით, საქართველოს და უკრაინას „მაპი“ რომ არ მივეცითო“. ვლადიმერ პუტინი ძლიერია იმით, რომ მას გრძელვადიანი გეგმები აქვს. ყოველი დასავლელი ლიდერი მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ რამდენიმე თვე გაძლოს [პოსტზე], შემდეგ ერთი წელი... ისინი ამ მხრივ ვლადიმერ პუტინს ვერ შეედრებიან, რადგან რუსეთის ლიდერის სტრატეგიული ინტერესები მრავალ წელზეა გათვლილი. ვლადიმერ პუტინი სუსტია რესურსებით, სამაგიეროდ იგი დიდხანს თამაშობს. ამის გაკეთება დასავლელ ლიდერებს არ შეუძლიათ.

- როდის გეგმავთ სახლში დაბრუნებას?

- სახლში ანუ საქართველოში? თუ უკრაინაშიც და საქართველოშიც?

- საქართველოში...

- მე ჩემს სახლად ვთვლი საქართვველოსაც და უკრაინასაც. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე. მოვლენები სწრაფად განვითარდება. მე გირჩევთ, რომ მათ თვალი ადევნოთ. ისინი ძალიან საინტერესო, თავბრუდამხვევი იქნება და ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი წარმატებით დასრულდება...

- ეს იქნება რევოლუცია? „ვარდების რევოლუცია-2“?

- მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა მეორე, მესამე... ჩვენ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ. დიახ, როცა მე დავინახე ამდენი ხალხის შეკრება თბილისის ყველაზე დიდ დარბაზში, მე მართლაც 2003 წლის ამბების „დეჟა ვიუს“ გრძნობა მქონდა. ჩემში ამ ფაქტმა აღტაცება რეალურად გამოიწვია. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი...


წყარო: «9 канал» (ისრაელი)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა