logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ გადაცემა „არამრგვალი მაგიდის“ სტუმრები: პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი და პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლდავით ბერძენიშვილი.

გადაცემის წამყვანი - ჟურნალისტი ნანა პლიევა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ გადაცემის ტექსტურ ვერსიას მცირე შემოკლებით:

ნანა პლიევა: ბატონო კახა, პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის, როგორც გამოცდილი დიპლომატის დასახელება, ეს ბიძინა ივანიშვილის პრაგმატული არჩევანია? მან სწორად გათვალა?

კახა გოგოლაშვილი: დიახ, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორის გათვალისწინებით, ეს არჩევანი, ალბათ, პრაგმატულია, რადგან სალომე ზურაბიშვილს მართლაც შეუძლია საგარეო პოლიტიკაში წარმატების მოტანა ქვეყნისათვის.

ნანა პლიევა: სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა უკვე მრავალი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა, მაგრამ ქართული ოპოზიცია მის გამარჯვებას არ აღიარებს. რატომ?

დავით ბერძენიშვილი: მილოცვები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა მილოცვებს ისინიც იღებდნენ, რომლებიც შემდეგ არჩეულები არ აღმოჩნდნენ. მაგალითად, ჩვენს მეზობლად სერჟ სარგსიანმეა მილოცვები მიიღო, მაგრამ შემდეგ პრემიერ-მინისტრი ვერ გახდა.

ნანა პლიევა: და თქვენც რევოლუციას ელოდებით, სომხეთის მსგავსად?

დავით ბერძენიშვილი: ასე იყო თუ ისე, სერჟ სარგსიანი გადადგა. რასაკვირველია, მე ვერ ვხედავ ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურობის პრობლემას, მაგრამ ის, რომ დასავლელმა დამკვირვებლებმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეუთოს მისიამ ბევრი დარღვევა დააფიქსირა, ეს ფაქტია. რაც შეეხება მილოცვებს, სხვათა შორის, ნურსულთან ნაზარბაევსაც ულოცავენ ხოლმე არჩევას. რა თქმა უნდა, საქართველო თავისი ევროპული მიმართულებით, ასოცირების შეთანხმებებით და ვიზალიბერალიზაციით სხვებისაგან განსხვავდება, მაგრამ მილოცვა მაინც ფორმალური მხარეა.

ნანა პლიევა: განა სალომე ზურაბიშვილი დასავლეთისათვის „თავისი ადამიანი“ არ არის? იგი ევროპელია, საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, იგი ფრანგი კადრის დიპლომატია...

დავით ბერძენიშვილი: ამჟამად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სალომე ზურაბიშვილი დასავლელია, იმათია თუ იმათი არ არის. ცხადია, იგი რუსეთის და ვლადიმერ პუტინის არანაირი აგენტი არ არის, ისევე როგორც არ არის „კაგებეს“ აგენტი და ოფიცერი გრიგოლ ვაშაძე. ორივე მხარე ერთმანეთს ლანძღავდა. საერთოდ, ეს ყველაზე უარესი საარჩევნო კამპანია იყო, რომელიც საქართველოში ამ 28 წლის განმავლობაში გამართულა. პრობლემა იმდენად სალომე ზურაბიშვილში არაა, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში. ყველა წინა ხელისუფლება - ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობა საბოლოოდ ერთ შედეგამდე მიდიოდა - ისინი უარს ამბობდნენ კოალიციაზე, პოლიტიკურ კონკურენციაზე, ქმნიდნენ რაღაც ფსევდოპარტიებს... ეს ყველაფერი ხელს არ უწყობს პლურალიზმის განვითარებას ქვეყანაში.

ნანა პლიევა: რადგანაც ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ, მე სალომე ზურაბიშვილის ციტატას გავიხსენებ: მან არჩევნების შემდეგ თქვა - „შევხვდი ბიძინა ივანიშვილს და მითხრა, მმართველი პარტიის წინაშე ვალი არ გაქვს და შეგიძლია დამოუკიდებლად იმოქმედოო“. რას ნიშნავს ეს?

დავით ბერძენიშვილი: ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მაფიოზია და ქვეყანას სწორედ თავისი მაფიოზური კანონებით მართავს. მეც გავიხსენებ ფაქტებს: 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი ბევრს ხუმრობდა - „სალომე ჩამოფრინდა და მითხრა, საქართველოს პრეზიდენტი მინდა გავხდეო“. როგორც ცნობილია, ბიძინამ მაშინ სალომე ზურაბიშვილი კი არ შეარჩია, არამედ გიორგი მარგველაშვილი, თავისი საყვარელი ადამიანი, რომელთანაც შემდეგ კონფლიქტი მოუვიდა. არ ვიცი, რატომ აირჩია ახლა სალომე... იგი არასდროს პოპულარული არ ყოფილა ლიდერებს შორის, არაფრით არ გამოირჩეოდა, მისი პარტიას არასდროს ბევრი ხმები არ მიუღია... მახსოვს, 2012 წელს ჩვენმა რესპუბლიკურმა პარტიამ 12% მიიღო, სალომეს პარტიამ კი მხოლოდ 2%. მაგრამ მას ყოველთვის მეტი სურდა თავისთვის, ვიდრე ამას იმსახურებდა.

ნანა პლიევა: ბატონო კახა, რას იტყვით სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ კოორდინატებზე? როგორი პოლიტიკოსია - მემარჯვენე, მემარცხენე, ნაციონალისტი, ლიბერალი თუ კონსერვატორი?

კახა გოგოლაშვილი: მისი კარიერიდან გამომდინარე, ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. პარლამენტში არ აქტიურობდა, ამიტომ კარგად არ იკვეთება მისი ხედვების ხასიათი - მემარჯვენეა თუ მემარცხენე, თუმცა მე უფრო ცენტრისტულს მივაკუთვნებდი. რაიმეს მტკიცება რთულია. მას უმეტესად საგარეო პოლიტიკის სფეროდან ვიცნობთ და ამ მიმართულებით ყოფილ მინისტრს ნამდვილად შეუძლია ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება. რაც შეეხება საშინაოპოლიტიკურ საკითხებს, როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ფუნქცია ბალანსის მიღწევაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, კომპრომისების მიღწევა...

ნანა პლიევა: და ამ მისიის შესრულება სალომე ზურაბიშვილს შეუძლია?

კახა გოგოლაშვილი:
არჩევნების შემდეგ მის გამოსვლებში გაისმა ფრაზები, რომლებიც საზოგადოების შერიგებისაკენ იყო მიმართული - „მე ყველას პრეზიდენტი ვარ და არა რომელიმე პარტიისაო“. ასე რომ, მან თავისი დიპლომატიური გამოცდილება საშინაო პოლიტიკაშიც დაჭირდება, შერიგებისათვის.

ნანა პლიევა: უცნაურია, რომ ქართულ საზოგადოებაში სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ნაკლებად სწორედ დიპლომატის ამპლუაში აღიქმება. ანუ იგი დაამახსოვრდათ როგორც არადიპლომატიურ პიროვნებად და ხშირად სკანდალური განცხადებების ავტორად. როგორ ფიქრობთ, იგი შეცვლის რიტორიკას?

კახა გოგოლაშვილი: ვფიქრობ, მან დასკვნები გააკეთა. ეს საარჩევნო კამპანია მისთვის გაკვეთილი იქნება. ყოველ შემთხვევაში, მისი არჩევნების შემდგომი გამოსვლები საკმაოდ ფრთხილი იყო. იგი ხაზს უსვამს, რომ მთავარი მიზანი საზოგადოებაში კონსესნუსის მიღწევაა. სალომე ევროპაში გაიზარდა და მას კარგად ესმის, თუ რა ნიშნავს კომპრომისი და კონსენსუსი საზოგადოებაში. ჩემი აზრით, ეს სალომე ზურაბიშვილისათვის ძნელი არ უნდა იყოს: იგი განათლებული ადამიანია, მან კარგად იცის არა მარტო დიპლომატია, არამედ პოლიტიკური მეცნიერებაც. კარგად ესმის თეორიულად, თუ როგორ უნდა მიაღწიოს კომპრომისს.

ნანა პლიევა: ბატონო დავით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, როგორც ცნობილია, თელავში ჩატარდება. თქვენი აზრით, რა აზრობრივი დატვირთვა აქვს თელავის შერჩევას, რატომ მაინცდამაინც თელავი?

დავით ბერძენიშვილი: სალომემ ხომ თქვა - თელავში წავაგეო და ამიტომ ამოირჩია ეს ქალაქი. საერთოდ, მან პირველი ტური ყველა ქალაქში წააგო, ამიტომ მე არ მაქვს ზუსტი პასუხი, თუ რატომ შეარჩია თელავი. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ 800 ათასი ამომრჩეველმა ხმა სხვა კანდიდატს მისცა და ეს ძალები ერთმანეთს სერიოზულად უპირისპირდებიან. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრების, საზოგადოების უფრო მეტი პოლარიზება არ მოვახდინოთ და ურთიერთშეხების წერტილები ვეძებოთ.



წყარო: «RFE//RL// Эхо Кавказа» (აშშ)



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა