ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
მსოფლიოში ტურიზმის ტენდენციებზე, პერსპექტივებზე, ხელშემშლელ და ხელშემწყობ გარემოებებზე და საქართველოში საერთაშორისო ტურიძმის განვითარებაზე (ესაუბრება მიხეილ გუსმანი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენი სამშობლო საქართველო რუსებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორ და რის საფუძველზე მოახერხეთ ტურისტების მიზიდვა?
- დიახ, ტურიზმის თვალსაზრისით რუსეთი საქართველოსთვის ნომერ პირველ ქვეყანას წარმოადგენს. დღეს საქართველოში ბევრი რუსი ტურისტი ჩადის. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდებმა, ახალმა თაობამ რაც შეიძლება მეტი იცოდეს საქართველოს შესახებ. მჯერა, რომ რუსეთშიც ბევრი ქართველი ტურისტი დადის. მიხარია, რომ როცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში ვმონაწილეობდი. ტურიზმის განვითარება ყოველთვის გრძელვადიანი პროექტია. ცხადია, ყოველწლიურად შვიდი მილიონი ტურისტის მიღება იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 3,5 მილიონია, იოლი არ არის. ამასთან ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა გაგრძელდება და საქართველოში რუსი სტუმრების რაოდენობაც მოიმატებს.
- გთხოვთ ჩემთვის გიდის როლი შეასრულოთ თქვენს ქვეყანაში სამოგზაუროდ. რა თქმა უნდა, საქართველოში ყოფნა თბილისის დათვალიერების გარეშე არ გამოვა... მე მსმენია სამთო კურორტების შესახებაც... თქვენ რას მირჩევდით?
- რომ არავის ეწყინოს, ასე ვიტყვი: საქართველოში ჩემთვის ყოველთვის ყველა ადგილი სასურველია.
წყარო: «Российская газета» (რუსეთი)