„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა და ეს ხდება იმის პარალელურად, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დადებით შეფასებებს აძლევენ ცესკოს მუშაობას.
-გავრცელდა ინფორმაცია რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბში შეიქმნა დოკუმენტი, რომელშიც წერია: ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში, ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლებმა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ხელოვნურად უნდა დაწერონ 5 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიაში კი 10 საჩივარი. რას უნდა ნიშნავდეს ეს და რა შედეგს უნდა ველოდოთ?
-ვფიქრობ ეს ხდება არჩვენების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დასაყენებლად, რომლისთვისაც როგორც სჩანს წინასწარ მიდის მზადება. თუ ეს დავალება შეასრულეს, გამოდის ცესკოში შევა რეკორდული რაოდენობის საჩივრები და ამით შეეცდებიან საერთშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცეში, აჩვენონ რომ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია. ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ უკვე შევიდა 140 საჩივარი, რაც აშკარად უკვე აღემატება წინასწარ გაწერილ გეგმას. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები ბოლო წლებთან შედარებით ყველაზე დადებით შეფასებებს აძლევენ ცესკოს მუშაობას.
-საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research- ის კვლევის შესახებ რას გვეტყოდით, რომელიც „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარდა?
-კვლევის თანახმად გამოკითხულთა 44 % თვლის რომ მეორე ტური იქნება, 24 % თვლის რომ არ იქნება და 32%-მა არ იცის. edison Reserch - ი იგივეს ვარაუდობდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზეც, თბილისში მეორე ტურს ვარაუდობდნენ, მაგრამ ვნახეთ რომ ასე არ მოხდა... ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ ეს 32% , რომელმაც უპასუხა „არ ვიცი“ იქნება გადამწვეტი. მაგრამ თუ კვლევა გამართლდა, მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის უპირატესობა დიდი იქნება.