logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა «Комсомольская правда – Беларусь»-ის კორესპონდენტ რაისა იუდინას, სადაც დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და პერსპქტივებზე ისაუბრა.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„მე ბელარუსში ელჩად მუშაობა ნახევარი წლის წინ დავიწყე. მართალი გითხრათ, თავდაპირველად არ მომეწონა. ცივ ზამთარში ჩამოვედი, რაც ქართველისთვის მაინცდამაინც კომფორტული არ არის. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მშვენიერ ქალაქში და გულთბილ ადამიანებს შორის ვიმყოფები. საერთოდ, ბელარუსები სტუმართმოყვარეობით ქართველებს არ ჩამოუვარდებიან... ჩვენ შორის ეკონომიკურ ურთიერთობაში 5-7 წლის წინ დიდი პრობლემები იყო, არ არსებობდა ლოჯისტიკა, არავინ იცოდა, როგორ ჩამოეტანა პროდუქცია საქართველოდან. ამჟამად სიტუაცია გამოსწორდა, იზრდება საქონელთგაცვლა, ღრმავდება კულტურული კავშირები, მატულობს საქართველოში წამსვლელ ბელარუს ტურისტთა რაოდენობაც.

ჩვენი ხალხების მეგობრობის აღსანიშნავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა „თბილისობის“ ზეიმი, ქართული კულტურის დღეების გახსნა, რომელშიც მონაწილეობას თბილისის მერი კახა კალაძეც იღებს, 16-კაციანი დელეგაციით.

მერი დაათვალიერებს აგრეთვე ბელარუსული ავტობუსების ქარხანას და სხვა საწარმოებს. მინსკში ბევრი ყვავილია და ამიტომ მინდა თბილისის მერმა ის კომპანიაც მოინახულოს, სადაც ყვავილებს ახარებენ.

თბილისობის“ დღესასწაულს თან ახლავს ქართული ფილმების ჩვენებაც, მინსკში ჩამოდიან ანსამბლები „ერისიონი“ და „ქართული ხმები“, მომღერალი ნინო ქათამაძე.

- თქვენი აზრით, რა არის შესამჩნევი ბელარუსების ხასიათში?

- ბელარუსები ძალიან კეთილგანწყობილი და მშვიდი ხალხია. ქართული მოუსვენარი ცხოვრების შემდეგ აქ ჩემთვის სამოთხეა. აი, მაგალითად, ერთ ამბავს შევესწარი: მინსკში, დამოუკიდებლობის პროსპქტზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ვიფიქრე, ახლა დაკა-დაკა დაიწყება-მეთქი, მაგრამ მძღოლები გადმოვიდნენ, მშვიდად და სწრაფად მოილაპარაკეს და დაიშალნენ. წარმოვიდგინე, ეს რომ თბილისში მომხდარიყო, რა იქნებოდა!

- როგორც ცნობილია, მინსკში ქართული სავაჭრო სახლის გახსნა იგეგმება. იქ რაიმე ისეთი განსაკუთრებული გაიყიდება, რაც სხვა მაღაზიებში არ არის?

- იქნება ნატურალური ქართული პროდუქტები - ის, რაც ბელარუსებისთვის დღემდე უცნობია. პროდუქციას ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც ჩამოიტანენ, იქნება ქართული ყველი, სანელებლები, წვენები, მურაბები და ჩურჩხელები. ნამდვილ ქართულ ჩურჩხელას ბუნებრივად მოწითალო-მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს, აქ კი მწვანე ჩურჩხელა პირველად ვნახე... ჩავატარებთ ღვინის დეგუსტაციას, მუსიკალურ საღამოებს... მოკლედ, სასიამოვნო და კარგი „ქართული კუთხე“ იქნება.

- რადგანაც უკვე ორ ქვეყანას შორის ლოჯისტიკის პრობლემა მოგვარდა, ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ბელარუსული პროდუქციაც იყიდება...

- რა თქმა უნდა. თბილისში, მე მგონი, უკვე ექვსი მარაზია ვაჭრობს ბელარუსული პროდუქციით, რომელიც ძალიან პოპულარულია. საქართველოში იციან, რომ ბელარუსული პროდუქტი უმაღლესი ხარსისხისაა. არის ავეჯის მაღაზიებიც. საქართველოში მუშაობს ლიფტების მწარმოებელი ერთობლივი ქარხანაც. იმედი მაქვს, რომ ავტობუსებსაც ერთად ავაწყობთ. საქართველოში ბევრს სურს ბელარუსთან კავშირების დამყარება, ოლქებთან და მხარეებთან დაძმობილება. მაგალითად, კახეთი მინსკის ოლქთანაა დაძმობილებული. ახლა ვფიქრობ, ვისთან დავამეგობრო ჩემი მშობლიური სამეგრელო...

- თქვენი აზრით, რის დათვალიერება შეიძლება საქართველოში უპირველესად? გარდა იმისა, რომ ბავშვობიდანვე გვსმენია თბილისი, ბათუმი...

- თბილისი უნიკალური და ულამაზესი ქალაქია, ბათუმიც... აუცილებლად უნდა ნახოთ მცხეთა - საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მას „ქართულ იერუსალიმსაც“ ეძახიან. ასევე უნდა დაათვალიეროთ მთიანი მხარე თუშეთი - იქ სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. საქართველოში არის მღვიმეები, კანიონები, ჩვენთან ნამდვილ უდაბნოსაც ნახავთ და თხილამურებზეც ისრიალებთ... კახეთში ჩასვლა ხომ ზღაპარია - თქვენ ნახავთ, თუ როგორ ამზადებენ ღვინოს. საერთოდ, ღვინის სმა ადვილია, მისი დამზადება კი ძალიან რთული. მოკლედ, საქართველოში ძალიან ბევრი რამაა საინტერესო, ერთ კვირა არ გეყოფათ.

-----------

31 აგვისტოს ბელარუსულმა ტელეარხმა «Столичное телевидение»-მ სპეციალური რეპორტაჟი გადასცა მინსკში მიმდინარე „თბილისობის“ თაობაზე - „ზეიმის ტრადიციები: რით გაგვაკვირვებს ქართული კულტურის დღეები?“, რომელშიც საქართველოს ელჩმაც ისაუბრა (წყარო: http://www.ctv.by/novosti-minska-i-minskoy-oblasti/tradicii-i-atmosfera-prazdnika-chem-udivyat-dni-kultury-gruzii-v).



წყარო: «Комсомольская правда – Беларусь» (ბელარუსი)


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა