logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

თავისი პოლიტიკური განცხადებებით გვაკვირვებს. მისმა კრიტიკამ საბჭოთა ღერბის მიმართ გამოხმაურებათა „ქარიშხალი“ გამოიწვია, თუმცა, რასაკვირველია, როგორც ხდება ხოლმე, უსიამოვნო ამბები ჩაივლის და გულში მაინც სუფთა, გულწრფელი „ჩიტო-გვრიტო“ და „წლები ჩემი სიმდიდრეა“ რჩება, ვახტანგ კიკაბიძის შესრულებით. და თვითონ ისიც, ნათელი ღიმილით"-წერს რუსული გამოცემა «Комсомольская правда» და ბუბა კიკაბიძესთან ანასტასია პლეშაკოვას ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

 

ჩვენ ვახტანგ კონსტანტინოვიჩს 80 წლის იუბილეს წინ დავურეკეთ. პირველი კითხვა ტრადიციულია: სად და ვისთან ერთად ემზადება დაბადების დღის აღსანიშმავად.

- 19 ივლისს ჩვენ ვიწრო წრეში ვიკრიბებით, ნათესავებთან ერთად ბათუმში მდებარე ჩემს სახლში, მომდევნო დღეს კი, ალბათ, რესტორანში წავალ და მეგობრებთან კარგად ჩავჯდები. ზაფხულს ბათუმში ვატარებ, სადაც 19 ივლისს ჩემი საიუბილეო კონცერტი ჩატარდება. მე ბევრი ახალი სიმღერა დავწერე. ერთი კვირის შემდეგ ბაქოში ჩავალ, სადაც სიმღერების ფესტივალი „ჟარა“ უნდა გაიმართოს... შემდეგ ისევ ბათუმში. შემოდგომით თბილისში დავბრუნდები, ოქტომბერში კონცერტების ჩატარება მაქვს განზრახული, - ამბობს ვახტანგი. მის ხმას ხველა შეერია.

- ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, ხომ არ გაცივდით?

- არა, არა. იმიტომ ვახველებ, რომ 71 წელია ვეწევი.

- დროა თავი დაანებოთ...

- ექიმები ნებას არ მაძლევენ. ცხრა წლისა ვიყავი, თამბაქოს წევა რომ დავიწყე...

- რუსეთი ხომ არ გაქვთ კონცერტები დაგეგმილი?

- მე თქვენთან უკვე ცხრა წელია აღარ ვყოფილვარ (სამხრეთ ოსეთის მოვლენების შემდეგ - ავტ.). მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რუსი ხალხი და რუსული საზოგადოება აღარ მიყვარს. გადაეცით ჩემი მოკითხვა რუსეთის ყველა მცხოვრებს. მე მათ მიმართ დიდი სიყვარულით ვარ განწყობილი.

- თქვენს მოსკოველ მეგობრებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, მაქვს! გუშინწინ გიორგი დანელიას ვესაუბრე. იგი თავს ცუდად გრძნობს და, სამწუხაროდ, თბილისში ჩამოსვლა არ შეუძლია. რას ვიზამთ, ჩვენ უკვე ახალგაზრდები აღარ ვართ...

- კინოს თუ იღებთ?

- სცენარი მაქვს დაწერილი სახელწოდებით „დიაგნოზი - ქართველები“..

- რას ნიშნავს ასეთი დიაგნოზი?

- სამედიცინო დიაგნოზია. მე დამისვეს. მე ხომ ქართველი ვარ (იცინის). ჯერ კიდევ 80-იან წლებში გადავიღე ორი ფილმი საკუთარი სცენარით: პირველი - კომედია „იცოცხლე, გენაცვალე!“ (ოთხი ნოველისაგან შედგება) და მეორე - „მამაკაცები და სხვები“ (შედგება ათი ნოველისაგან ცხოვრებაზე, სიყვარულზე, სამშობლოზე). ამჟამად კი ჯერ ვერ გადამიწყვეტია, ვინ იქნება რეჟისორი და რომელი მსახიობი იქნებიან მიწვეულნი გადასაღებად.

- თქვენ ბოლო დროს ხამურიან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ...

- კარგით, რა... აბა, რა განცხადებებს ვაკეთებ?! ვთქვი, რომ საბჭოთა ღერბი არ მომწონს-მეთქი, მაგრამ ამას მე ადრეც ვამბობდი. მე ესთეტიკა მიყვარს. მომწონს კარგი მხატვრები. როცა მხატვარი რაღაცას ხატავს, ეს ჭკვიანურად და ლამაზად უნდა იყოს გამოხატული. ჩემი აზრით, საბჭოთა ღერბი - ჩაქუჩ-ნამგალი დედამიწის ფონზე, ირგვლივ თავთავების კონით  შემოვლებული, მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ მოჩანს. აი, მხოლოდ ეს ვთქვი და ამის გამო მეცნენ...

- საბჭოთა პერიოდის ყველა ღერბი ხომ ერთმანეთს ჰგავდა? განსხვავება, ვთქვათ, საქართველოს სსრ-ის ღერბში ის იყო, რომ ჩაქუჩ-ნამგალი დათოვლილი მთების ფონზე ჩანდა...

- ჰოდა, მეც ეგ ვთქვი. მე საბჭოური სიმბოლიკა ესთეტიკური თვალსაზრისით არ მომწონს. ჩემი ინტერვიუს შემდეგ („დოიჩე ველე“, 20 ივნისი) ჟურნალისტებმა დამირეკეს და მეუბნებიან: „ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, რატომ ლანძღავთ საბჭოთა კავშირს? თქვენ ხომ საჭოთა პერიოდში გახდით პოპულარული“. მე მათ ვუპასუხე: „მე საბჭოთა კავშირმა კი არ გამხადა პოპულარული, არამედ მე თვითონ გავხდი-მეთქი“. თუ მაყურებელს და მსმენელს ჩემს კონცერტზე მოსვლა არ სურს, მას ძალით ვერ მოიყვან.

- სხვა დრო რომ იყოს, თქვენ დისიდენტად მოგნათლავდნენ...

- რომელი დისიდენტი მე ვარ? მე რუსეთი ძალიან მიყვარს. ჟურნალისტებს რაც უნდათ, იმას წერენ. მათ ღერბთან დაკავშირებული ისტორია, უბრალოდ, გაბერეს. ძალიან ულამაზო და მოუხერხებელი სკანდალი გამოვიდა. ამას წინათ თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგა ჟურნალისტმა მე ისეთი ფრაზა მომაწერა, რომელიც მე კი არა, სხვა ცუდმა კაცმა შეთხზა. რეჟისორი სტანისლავ გოვორუხინი რომ გარდაიცვალა, სადღაც ასეთი რამ გამოაქვეყნეს: „რა უნდოდა კიკაბიძეს გოვორუხინისაგან?“. დაუმთავრებელი ფრაზაა, მაგრამ ქვეტექსტი ასეთია: ვახტანგ კიკაბიძე სტანისლავ გოვორუხინს იმიტომ აკრიტიკებდა, რომ რეჟისორს რუსეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არის განწყობილიო. არადა, ეს ასე არ იყო. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. მე იგი არასოდეს გამილანძღავს, პირიქით, ვმეგობრობდით. მან თავისი სურათიც კიგამომიგზავნა, რომელიც სახლში, კედელზე ჩამოვკიდე.

- საქართველოში როგორ აღიქმება თქვენი განცხადებები?

- მე არ მაინტერესებს, საქართველოში ვის როგორ ესმის ჩემი ნათქვამი, ვინ როგორ ინტერპრეტაციას აკეთებს. მე ჩემი კერძო ცხოვრებით ვცხოვრობ. დავდივარ სათევზაოდ. ამას წინათ ყვარლის ტბაში შვიდკილოგრამნახევრიანი თეთრი ამური დავიჭირე. აუცილებლად დაწერეთ წონა. მეთევზისათვის წონას მნიშვნელობა აქვს - ისე, როგორც აფთიაქში.

- ოჰო... ასეთი დიდი თევზი ანკესით?

- საინტერესო არა მარტო თევზის წონა, არამედ სატყუარაც: თევზი თუთით დავიჭირე.

- თუთის ნაყოფით?

- დიახ, მართალი ბრძანდებით. ტბის პირას თუთის ხე დგას, რომელიც შავ ნაყოფს ისხამს. მწიფობის
სეზონში ნაყოფი ტბაში ცვივა, თევზი მას ჭამს. მიეჩვია. ადგილობრივმა მეთევზეებმა ეს იციან. მაგრამ თუთის ნემსკავზე წამოცმასაც ცოდნა უნდა, ეს ცოტა ძნელი საქმეა.

- კიდევ რით ერთობით, თევზაობის გარდა?

- ვუყურებ ამერიკულ ტელეპროგრამებს ველურ ბუნებაზე.

წყარო: «Комсомольская правда» (რუსეთი)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა