logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: „ავსტრიის კანცლერთან ლტოლვილთა ბანაკის მოწყობის საკითხზე არ გვიმსჯელია... ჩვენ გვესმის, რომ მიგრაცია ევროკავშირის პრობლემაა“
ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: „ავსტრიის კანცლერთან ლტოლვილთა ბანაკის მოწყობის საკითხზე არ გვიმსჯელია... ჩვენ გვესმის, რომ მიგრაცია ევროკავშირის პრობლემაა“
12:29 06.07.2018

გერმანიაში ვიზიტით ყოფნისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვრცელი

ინტერვიუ მისცა ბერლინის ყოველკვირეული გაზეთის «Die Zeit»-ის კორესპონდენტს შტეფან დობერტს, რომელშიც ქართული დიპლომატიური უწყების ახალ მეთაურთან ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ვექტორებზე და მათან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს. ინტერვიუს შესავალში მოცემულია დავით ზალკალიანის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები: აღნიშნულია, რომ იგი მინისტრად ახლახან, ივნისის თვეში დაინიშნა, მანამდე კი მოადგილედ მუშაობდა.

 

 

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს მიმოხილვას და ცალკეულ ამონარიდებს:

 

ა) ლტოლვილების საკითხი

ინტერვიუს პირველი კითხვა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას - მიგრაციისა და ლტოლვილების საკითხს ეხება:

 

- თქვენ, რასაკვირველია, თვალს ადევნებთ ლტოლვილების მიგრაციის საკითხზე გერმანელი და ევროპელი პოლიტიკოსების დებატებს....

- დიახ, ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ ჩვენს კოლეგებთან..

 

- რას ფიქრობთ ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის წინადადებაზე, რომლის თანახმად, ლტოლვილების ბანაკების მოწყობა შესაძლებელია ლიბანში, ტუნისში ან საქართველოში. სხვათა შორის, ამ გეგმას დანიაც მხარს უჭერს.

- საქართველოში? როდის იყო ეს შემოთავაზებული?

 

- მან ეს პირველად ინტერვიუში შარშან განაცხადა...

- არა, ჩვენთან, ქართველებთან, ეს საკითხი მას არ განუხილავს. ალბათ, ეს შეცდომაა. ჩვენ, საქართველოს მთავრობას, ამ გეგმების თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

 

- და მაინც, რას უპასუხებდით, ავსტრიამ, რომელიც ახლახანს გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე, ეს გეგმა რომ შემოგთავაზოთ?

- პირველ რიგში იმას, რომ ჩვენ საკუთარი ლტოლვილთა ცენტრები გვაქვს ჩვენივე შიდა ლტოლვილებისათვის - 300 ათასზე მეტი ადამიანისათვის, რომლებიც იძულებით გამოიქცენენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. მეორე - საქართველო პატარა ქვეყანაა 4-მილიონიანი მოსახლეობით, აქედან 10% ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რაც ჩვენთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვცდილობთ, მათი სოციალური საკითხების მოგვარებას და პარალელურად, მათ მშობლიურ ადგილებში დაბრუნებას. მაგრამ რუსეთთან კონფლიქტის გამო ამის რეალიზება რთულია.

 

საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გეგმაზე ჩვენთან არც ავსტრიას და არც დანიას ოფიციალურად არ უსაუბრია. დღემდე ამგვარ პროექტზე ლაპარაკი საქართველო-ევროკავშირს შორის არ ყოფილა.

 

ბ) ასოცირების შეთანხმება და უვიზო რეჟიმი

კორესპონდენტის კითხვაზე, „ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმება გააფორმეს. რა შედეგები მოიტანა მისმა რეალიზებამ“, დავით ზალკალიანი დადებითად პასუხობს, ვრცლად საუბრობს პოზიტიურ ცვლილებებზე, განსაკუთრებით ხაზს უსვამს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ ფაქტორს და ვიზა-ლიბერალიზაციას. იგი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ასეთ პოლიტიკას ევროკავშირთან.

 

- კი, მაგრამ ჯერ კიდევ სანამ უვიზო რეჟიმი იქნებოდა შემოღებული, მანამდე ზოგიერთმა გერმანელმა პოლიტიკოსმა შეშფოთება გამოხატა, რომ ამით ქართველი დანაშაულებრივი ჯგუფები ისარგებლებდნენ...

- დიახ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ ბოროტად ისარგებლა უვიზო რეჟიმით... ამიტომ ჩვენ ცვლილელბები შევიტანეთ კანონებში, მოქალაქეებს ავუხსენით, თუ რა უფლებები და მოვალეობები ექნებათ ევროკავშირში ყოფნის დროს. იმავდროულად გავააქტიურეთ კონტაქტები გერმანიის პოლიციასთან. ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი თავის საქსონიელ კოლეგას შეხვდა...

 

- და ამ მჭიდრო თანამშრომლობამ რა შედეგები მოიტანა?

- იმ ქართველების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში თავშეფრის მიღებას ითხოვენ, მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს ძალიან კარგი და სასარგებლო თანამშრომლობაა.

 

გ) რუსეთთან ურთიერთობის პრობლემები

გაზეთის ჟურნალისტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები დაუსვა რუსეთთან ურთიერთობისა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზეც.

 

- 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას უშედეგოდ აწარმოებს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად. რამდენად ამართლებს თქვენს მიერ რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკა დაძაბული ურთიერთობის განმუხტვის მიზნით, ახალი ხელისუფლების პირობებში?

- 2012 წლიდან, როცა საქართველოს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა, ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან მიმართებით ახალი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ეს სწორი ნაბიჯია. ჩვენ შევეცადეთ სიტუაციის დეესკალაციას, დავნიშნეთ სპეცწარმომადგენელი რუსეთთან არაფორმალური კავშირისა და მოლაპარაკების მიზნით. ამის პარალელურად ჟენევაში გრძელდება რეგულარული მოლაპარაკებები, რომელზეც კონფლიქტის ძირითად თემებს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს ვიხილავთ.

 

- და რა შედეგები მოაქვს ამ მოლაპარაკებას?

- სამწუხაროდ, დღემდე პოზტიური ეფექტი არ ჩანს. რუსეთი კვლავ აგრძელებს ბარიერების აგებასა და მავთულხლართების გაბმას ჩვენს ტერიტორიაზე, კვლავ გრძელდება საქართველოს მოქალაქეთა გატაცებები, არის მკვლელობის ფაქტებიც...

 

- როგორ ფიქრობთ სიტუაციის გამოსწორებას?

- იმედგაცრუების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მშვიდობიანი დეესკალაციის გზას. ჩვენი ინიციატივები მიმართულია იქითკენ, რომ ყველანაირი მავთულხლართი და ბარიერი იქნეს აღებული. მაგრამ ამისათვის აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლაც [რუსეთზე]. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ საკითხს ჩვენი საზღვრების დარღვევაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები - აშშ, გერმანია და საფრანგეთი რუსეთთან ამ საკითხზე ორმხრივ ფორმატში მოილაპარაკებენ. ასევე აუცილებელია, რომ გაეროში, ეუთოში და ევროპის საბჭოშიც რუსეთს მუდმივად შეახსენონ საერთაშორისო სამართლის დაცვა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

 

აგრესია ხომ რუსულმა მხარემ დაიწყო - 2008 წელს საქართველოს საზღვარი რუსულმა ტანკებმა გადმოლახეს - ამის დავიწყება არ შეიძლება. მას შემდეგ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. იმ დროს დაიწყო ჰიბრიდული ომიც, რომლის წინააღმდეგ ჩვენ უკვე გარკვეული გამოცდილება დავაგროვეთ, მაგრამ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა ადვილი არ არის. ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსეთი ცდილობს ჩვენთანაც დესტაბილიზება გამოიწვიოს.

 

- საქართველოს მიმართაც იგივე ხდება, რაც უკრაინის მიმართ...

- დიახ, რუსეთი თავის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს. ამასთან, სამხედრო პროპაგანდის წინააღმდეგ საუკეთესო პასუხი კონტრპროპაგანდა კი არაა, არამედ ის, რომ გავარძელოთ ჩვენი განვითარება, განახლება და ევროპეიზაცია. სწორედ ესაა საუკეთესო ვარიანტი. თუ ჩვენი საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენს კურსს წარმატება მოაქვს, მაშინ მასზე რუსული პროპაგანდა გავლენას ვერ მოახდენს.



წყარო: «Die Zeit» (გერმანია)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა