logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში ჟურნალისტი ნინო როსებაშვილი ესაუბრება საზოგადო მოღვაწეს და კოლეგას მაქსიმ შევჩენკოს. თემა: რუსეთი და კავკასიის მოვლენები. რა გავლენას ახდენს რუსეთზე სომხეტში, საქართველოში და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები, ვინ არიან კავკასიის პოლიტიკის ლობისტები რუსეთის ხელისუფლებაში და ა.შ.


საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:

მაქსიმ შევჩენკო: ყველა ნორმალურ და თანამედროვე ქვეყანას ჰყავს ლობისტები და მათზეა დამოკიდებული. არა უბრალო ლობისტებზე, არამედ ძლიერ, გავლენიან, სერიოზულ ადამიანებზე. სომხები - ვარდანიანი, აბრამიანი, კარაპეტიანი მულტიმილიარდერები არიან. ასევე აზერბაიჯანელები - ნიშანოვი, ილიევი, ალიევების ოჯახი და სხვები. თუმცა მე პირადად მიმაჩნია, რომ ასეთ ლობისტურ სქემებს ჩიხში შევყავართ. ყველა საზეიმოდ აცხადებს, რომ ჩვენ კავკასიაში რუსეთის ყველაზე ერთგულ მოკავშირეები ვართო, მაგრამ ჩემი აზრით, კავკასიაში რუსეთის ყველაზე მთავარი მოკავშირე და დასაყრდენი ყოველთვის მხოლოდ საქართველო იყო, რომლის წინააღმდეგ რატომღაც ყოველთვის ომები მიდიოდა და რაღაც პროვოკაციები ხდებოდა.

აბა, შევხედოთ აზერბაიჯანელი ლობისტების წინდადებებს: „ჩვენ მთავარი დერეფანი ვიქნებით ირანთან ურთიერთობაში“. განა აზერბაიჯანული ელიტა, რომელიც ბევრადაა დამოკიდებული ისრაელზე, ირანთან დერეფნის რეალიზებას მოახდენს? ეს ერთი. მეორე - აზერბაიჯანში მიდის გარჩევები ალიევებისა და ფაშაევების კლანებს შორის. ფაშაევები უფრო მეტად აშშ-სკენ იხრებიან და ვაშინგტონისკენ აქვთ ორიენტაცია აღებული. ალბათ, მემკვიდრეებიც უფროსი ფაშაევების კვალს გაჰყვებიან. მესამე - რადგანაც აზერბაიჯანის ნავთობ-გაზსადენები საქართველოს ტერიტორიაზე გადიან, ერთი ელვისებური დესტაბილიზაცია და მორჩა აზერბაიჯანის პერსპექტივა... ამერიკას აზერბაიჯანისთვის ხელები ყელში აქვთ წაჭერილი. ამიტომ მათი ლობირება მითოლოგიაა და მეტი არაფერი. იგივე ითქმის სომხებზეც. რომელ ლობირებაზეა ლაპარაკი, როცა თვითონ სომხეთი საქართველოზეა დამოკიდებულნი?

სომხური ტრანზიტული ტვირთები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით გადის საზღვარგარეთ და რუსეთშიც. აი, ვთქვათ და ხვალ საქართველომ გადაკეტა სომხური ტრანზიტი - მორჩა, სომხეთს შიმშილით სული ამოხდება. იმიტომ, რომ თავისი არაფერი აქვს და მხოლოდ ქართული ტრანზიტით არსებობს.

ნინო როსებაშვილი:
მაგრამ ამ დროს ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს ხვდება და არა საქართველოს პრემიერ-მინისტრს...

მაქსიმ შევჩენკო: სხვათა შორის, საქართველო, რომელიც რუსეთისთვის საკვანძო ქვეყნად მიმაჩნია, ასევე ქართული ელიტა, ქართული არისტოკრატია... მათი მხარდაჭერის გარეშე რუსეთი კავკასიას ვერ დაიმორჩილებდა. დღეს ჩვენთან საქართველოს ვიღაც-ვიღაცეები კვლავ აკრიტიკებენ და ლანძღავენ, ცდილობენ მის დამცირებას, შეურაცხყოფის მიყენებას, მტრულ ქვეყანას უწოდებენ. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი წინა ორი ლობისტური დაჯგუფების მოქმედების შედეგია, მათი ანტიქართული პოლიტიკის შედეგი. მე ამას შეცდომად ვთვლი, რომელიც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.



წყარო: «Радио Эхо Москвы» (რუსეთი)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა