ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ
ჩამოართვა რუსეთის ექს-პრემიერ-მინისტრს, დღეს კი ოპოზიციური სახალხო თავისუფლების პარტიის ლიდერს მიხეილ კასიანოვს, რომელშიც იგი აანალიზებს რუსეთის ხელისუფლების შუქ-ჩრდილებს, ვლადიმერ პუტინის მმართველობის დიქტატორულ სტილს და საუბრობს რუსეთის სახელმწიფოს საერთაშორისო იზოლაციიის მიზეზებზე.
როგორც ცნობილია, მიხეილ კასიანოვი რუსეთის მთვარობას 2000-2004 წლებში ხელმძღვანელობდა, ანუ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში. მისი აზრით, ვლადიმერ პუტინმა კარდინალური შეცდომა ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაიდინა...
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენი აზრით, რამდენად აწუხებს ვლადიმერ პუტინს ის, რომ იგი 2014 წლიდან, ანუ ყირიმის ანექსიის დროიდან, საერთაშორისო პრესტიჟს კარგავს? სერიოზულ იზოლაციაში ექცევა?
- ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს კარდინალური შეცდომა დაუშვა: იგი ძალიან შეცდა იმაში, რომ ფიქრობდა დასავლეთმა მას მოქმედების თავისუფლების ნება მისცა და რომ ყველაფერზე თვალს დახუჭავდა. რასაკვირველია, პირველი შეცდომა თვითონ დასავლეთმა დაუშვა - ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს ნაწილი მიიტაცა. იმ დროს მოსკოვმა და პარიზმა მოილაპარაკეს სპეციალურ გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც „სარკოზის გეგმა“ ერქვა. დოკუმენტი ითვალისწინებდა რიგი პირობების შესრულებას, მათ შორის საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას, მაგრამ ვლადიმერ პუტინს არცერთი პუნქტი არ შეუსრულებია! ამის მიუხედავად, სამი წლის შემდეგ დასავლეთმა ვლადიმერ პუტინთან კვლავ გააგრძელა მეგობრობა, ვითომც არაფერი არ მომხდარა. ეკონომიკური ინტერესები უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა. ეს იყო პრინციპული მომენტი, როცა ვლადიმერ პუტინი მიხვდა: მას ხელში კარტ-ბლანში ჩაუვარდა მომავალი მოქმედებისათვის.
წყარო: «Lidovky» (ჩეხეთი)