logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ბრიტანეთისთვის სოლიდარობის გამოცხადებითა და რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ დააფიქსირა, რომ ის დასავლეთის ნაწილია. ფრიდს საერთაშორისო ურთიეთობებში დიპლომატების გაძევების მნიშვნელობაზე და საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაზე "ამერიკის ხმა" ესაუბრა.

 

- ბატონო დენ, მადლობა ინტერვიუსთვის. როცა რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გაიგეთ, რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?

 

- ორი რამ - ერთ ის, რომ ამერიკამ 60 რუსი დიპლომატი გააძევა. მაგრამ მეორე ფაქტორით მოვიხიბლე - ბევრი ქვეყანა იმავე დღეს შემოგვიერთდა. მოვიხიბლე იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის კოორდინაცია. ამჟამინდელი ადმინისტრაცია მოკავშირეებთან ყოველთვის კარგად არ თამაშობს, მაგრამ ამჯერად ევროპელებთან მჭიდრო თანამშრომლობა გამოჩნდა. ამასთან, ჩვენს მიერ რუსი დიპლომატების გაძევებას გაცილებით დიდი შედეგი მოჰყვა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გაკეთდა.

- რატომ იყო ეს კოორდინაცია ასე მნიშვნელოვანი?

 

- იმიტომ, რომ ამერიკას ეს ნაბიჯი მარტო რომ გადაედგა რუსები ჩვენს იზოლირებას ეცდებოდნენ და იტყოდნენ, რომ აი, მარტო ამერიკელები არიან ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ არასწორი არაფერი გაგვიკეთებიაო. მაგრამ როცა დასავლეთის მოქმედება ასეთი ერთსულოვანი იყო, იზოლირებული რუსეთია და მოსკოვშიც მკაფიოდ მისდით გზავნილი, რომ პუტინი ქვეყნებს ისე ვერ აშინებს, როგორც ამას ზოგჯერ თვითონ ამბობს ხოლმე.

(...)

 

- საქართველომ დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის მიზნით, თბილისში მდებარე შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის ინტერესებზე მომუშავე დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?

 

- საქართველომ, სხვა ქვეყნებთან ერთად, დასავლეთის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინა და ეს შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩენილა. საქართველო რთულ ვითარებაშია, მაგრამ სტრატეგიულად მისი მდგომარეობა უიმედო არ არის. პირიქით, საქართველოს სტრატეგიული წარმატების მისაღწევად კარგი შანსი აქვს. მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება. თუ საქართველომ საკუთარი წარუმატებლობა არ გამოიწვია, ის წარმატებას მიაღწევს, რადგან მან უკვე გადალახა სერიოზული რეფორმების ზღვარი. თქვენ უკვე გაქვთ რაღაც, რისი დაცვაც ღირს, რისი აშენებაც ღირს. ჩვენ, დასავლეთს, კი გვაქვს პასუხისმგებლობა პატივი ვცეთ თქვენს სუვერენიტეტს და ეს მართლა გავაკეთოთ. საქართველოს რესპუბლიკა 100 წლისთავს აღნიშნავს. ეს ძალიან ჰგავს ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიას. მათ შემთხვევაში ოკუპაცია იმდენ ხანს არ გაგრძელდა, რამდენიც საქართველოს შემთხვევაში. მაშინდელი ლიბერალური კონსტიტუცია და იმის ხედვა, თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო, ძალიან შთამბეჭდავია.

 

- თქვენი აზრით, რუსეთი საქართველოს რაიმე სახით ანგარიშს გაუსწორებს?

 

- შეიძლება. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ექვივალენტური ნახონ. ალბათ, დაითხოვენ დიპლომატს, რომელიც რომელიმე ქვეყნის საელჩოში საქართველოს საკითხებზე მუშაობაზეა ავტორიზებული. ეს სტანდარტული დიპლომატიური პასუხი იქნება. ეს კი იმის ნიშანია, რომ საქართველო მარტო არ არის. თქვენ კარგ გარემოცვაში ხართ და ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ.

 

- შესაძლოა ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა რუსული პროპაგანდა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მძიმე შიდაპოლიტიკური ფონი თუ კონფლიქტებთან დაკავშირებით პროგრესის არ ქონა, ართულებს საზოგადოებისთვის იმის უწყვეტად შეხსენებას, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის უკეთესია. თქვენ ამ მოსაზრებას ეთანხმებით?

 

- დაიცავით საკუთარი ინტერესები. ვინმეს სინამდვილეში სჯერა, რომ რუსული სტილის მმართველობა საქართველოსთვის კარგი შეიძლება იყოს? ის კარგი იქნება ზოგიერთი ქართველისთვის, ხალხის გასაყვლეფად მომართული კორუმპირებული ელიტისთვის. აი ეს არის დღევანდელი რუსული სტილის მმართველობა. თქვენ არ გჭირდებათ ის, რომ ამის შესახებ ამერიკელებმა გითხრან. თქვენ ეს თავადაც კარგად იცით.

საბოლოო შედეგი საქართველოსთვის იგივე იქნება, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის იყო. მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის და გჯეროდეთ იმის, რომ დასავლეთი ისევ გაიხსენებს თუ რას წარმოადგენს ის. კარგად მესმის, რომ ამის თქმა მარტივია, გაკეთება კი რთული. ჩვენი აზრის მოსმენის გარეშეც, თქვენ თვითონ დაფიქრდით იმაზე, თუ სად იქნებით უკეთესად, რას ნიშნავს რუსეთის ქუსლის ქვეშ ყოფნა საქართველოსთვის და ეს ქვეყანას რეალურად რას მოუტანს. ვფიქრობ, საქართველოში ამ კითხვებზე პასუხი კარგად იციან.

 

 

 

p.s. იბეჭდება შემოკლებით

წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა