logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

კვლევითი რესურსების ცენტრთან თანამშრომლობით დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხვების ზოგიერთ თემას შორის პარლამენტთან, გენდერულ თანასწორობასთან, მიმდინარე მოვლენებსა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი იყო. „ამერიკის ხმა“ გამოკითხვის შედეგებზე, მეთოდოლოგიასა და მნიშვნელობაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სათაო ოფისის წარმომადგენელ მელისა მუსიოს ესაუბრა.

 

- მელისა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სანამ გამოკითხვის დეტალებზე დავიწყებთ საუბარს, გვითხარით გამოიკვეთა თუ არა თქვენთვის რამე მოულოდნელი?

- კვლევამ ბევრი საინტერესო რამ გამოკვეთა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნები სულ რამდენიმე კვირის დამთავრებული იყო, მოქალაქეების ნახევარზე მეტი საკუთარ თავს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მიაკუთვნებდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თითქმის ყველა პარტიას ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ მოქალაქეებთან უკეთესად შეძლოს დაკავშირება.

- ეს საკითხი გამოკითხვების შედეგებს ფონად გასდევს - მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი არაერთი კითხვის დროს დაფიქსირდა. მაგალითად, ამომრჩევლის მხოლოდ 24 პროცენტს შეუძლია საკუთარი პარლამენტარის დასახელება...

- ამ მაჩვენებელმა შარშანდელთან შედარებით წელს კიდევ უფრო დაიწია. მართალი ხართ იმაში, რომ ეს საკითხი გამოკითხვას ფონად გასდევს. ჩვენ „ენდიაი“-ში ამაზე აქტიურად ვმუშაობთ პარტიებთან, რომ ადამიანებს დაუკავშირდნენ, გაიგონ რა საკითხები აწუხებთ მათ, დაეხმარონ პრობლემების გადაჭრაში და ჩართონ მოსახლეობა პრობლემების გადაჭრის პროცესში. ეს არის მეთოდები, რომლებითაც პარლამენტარები მოსახლეობას თავს დაამახსოვრებენ.

- ჩართულობის საკითხი თითქმის პირდაპირ უკავშირდება ახალ კონსტიტუციას და პროპორციულ საპარლამენტო სისტემას. ამ სისტემით, ამომრჩეველს საკუთარ წარმომადგენლებთან ურთიერთობის გზები კიდევ უფრო შეუმცირდება...

- ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ ეტაპზე პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მოსახლეობასთან დასაკავშირებლად. მათ შიდა სტრუქტურების შექმნა დასჭირდებათ იმისთვის, რომ ხალხთან ურთიერთობა დაამყარონ და შეინარჩუნონ. პარლამენტის წევრებმა გეგმა უნდა შეიმუშაონ იმისთვის, რომ მხოლოდ თბილისში და მხოლოდ მედია საშუალებების გამოყენებით არ ისაუბრონ. მათ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირების გზები უნდა მონახონ. საბოლოო ჯამში, ხალხის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრებს და პარტიებს ეკისრება - თუ მათ მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება სურთ, ეს უნდა დაიმსახურონ.

- რამდენადაა ჩართული ახალგაზრდობა პოლიტიკურ პროცესებში?

- გამოკითხული ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარმა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. თუმცა ეს მთლიან მოსახლეობასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალგაზრდებში რაღაცა სახის უკმაყოფილებაა პარტიასთან ან პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებით. შეიძება ისინი ვერ გრძნობენ იმას, რომ მათი ჩართვა ან მათი დაინტერესება ხდება. როცა ვსაუბრობთ ახალგაზრდების ჩართულობაზე, პარტიებმა ზოგად მესიჯინგთან ერთად, უნდა სცადონ მიზანმიმართული გზავნილების შემუშავება ახალგაზრდების ჩასართავად. მაგალითად, ახალგაზრდებს შეიძლება არ აინტერესებდეთ ეროვნული დონის საკითხები. ამიტომ მათთვის უნდა მოინახოს თემები, რომლებიც უშუალოდ მათი ინტერესის სფეროში შედის.

- კიდევ ერთი დიდი თემა გენდერული თანასწორობაა. გამოკითხვამ დადებითი ტენდენცია დააფიქსირა, რომ საქართველოს მოსახლეობა გენდერული თანასწორობის საკითხზე დადებითად რეაგირებს. ამ მიმართულებით როგორ ახსნით ვითარებას?

- ამ შედეგმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. მსოფლიოს მასშტაბით უწყვეტად გვესმის სექსუალური შევიწროების, გენდერული თანასწორობის შესახებ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება ჩართულია ამ თემებში. მოსახლეობა მომხრეა იმის, რომ მთავრობამ კანონით დაარეგულიროს სექსუალური შევიწროების საკითხი. ამას მოსახლეობის დაახლოებით 77 პროცენტი ამბობს. კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ყოველი გამოკითხვის დროს უმჯობესდება, საჯარო სამსახურში უფრო მეტი ქალის დასაქმებაა. მაგალითად, საზოგადოების 63 პროცენტი მხარს უჭერს სავალდებულო კვოტირების სისტემას. ამ თემისთვის ყურადღების მიქცევა ყველა პოლიტიკურ პარტიას დადებით მუხტს მისცემს.

- ჩემთვის გასაკვირი იყო ის, რომ გენდერულ თანასწორობასთან დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ადამიანებს ფემინიზმის ეშინიათ. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს?

- ვფიქრობ ამის გამომწვევი მიზეზი მესიჯების შერჩევაა. როცა საკითხს ქალსა და კაცს შორის თანასწორობის გადმოსახედიდან შეხედავ, ადამიანები გენდერულ თანასწორობას მხარს უჭერენ. მაგრამ ვფიქრობ, ტერმინს „ფენიმინიზმი“ ადამიანები თანასწორობასთან არ აიგივებენ. შეიძლება ისინი ამ სიტყვას უფრო დაპირისპირებასთან აიგივებენ. ამ ტენდენციის გამო, ვფიქრობ საჭიროა ვისაუბროთ ამ თემაზე და ვიფიქროთ რა მესიჯებით უნდა ვისაუბროთ საზოგადოებასთან.

- რა მეთოდოლოგიას იყენებთ გამოკითხვების ჩასატარებლად? როგორ არჩევთ ადამიანებს და კითხვებს ამ კვლევებისთვის?

- ადამიანებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვარჩევთ და მათთან გასაუბრებას პირისპირ ვატარებთ. 2 ათასზე მეტი ადამიანი შევარჩიეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით - დიდი და პატარა ქალაქების ჩათვლით, ასევე რეგიონებში. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ უმცირესობების ჯგუფებზე. შეკითხვებს ვსვამთ ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად.

- გამოკითხვაში ადამიანებს ფულს უხდით?

- არა. კითხვების შემუშავებას რაც შეეხება - ამას გამოკითხვამდე დიდი ხნით ადრე ვაკეთებთ. ვესაუბრებით სამინისტროებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ თემებს. ეს ძალიან წარმომადგენლობითი პროცესია. ჩვენ გვინდა, რომ შეკითხვები, რომლებსაც ხალხს დავუსვამთ სასარგებლო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

- ბოლო თემად სწორედ ამ საკითხზე მინდა ვისაუბროთ. რამდენად სერიოზულად აღიქვამს მთავრობა თქვენს კვლევებს?

- ვფიქრობ ძალიან სერიოზულად. ზოგჯერ არის განსხვავება საჯარო განხილვებსა და ჩვენთან პირისპირ შეხვედრებზე წამოჭრილ თემებს შორის. ყოველი გამოკითხვის მიღებულ შედეგებს პირადად განვიხილავთ პარტიებთან, სამინისტროებთან და სხვა მხარეებთან. ამ გამოკითხვაზე ძალიან საინტერსო რეაქცია გამოიკვეთა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით კანონის მიღება სურს, პარტიებს აინტერესებს რის გაკეთება შეუძლიათ ამ სურვილზე რეაგირების გასაკეთებლად. რეაქცია ყოველთვის ერთნაირი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ის ცხადად ჩანს, რომ გამოკითხვებს მთავრობა ყურადღებას აქცევს და ხშირ შემთხვევაში რეაგირებას აკეთებს.

- გაქვთ თუ არა რაიმე მეთოდი, რომლითაც შეამოწმებთ, თუ რამდენად შეასრულა მთავრობამ ან პარტიამ გამოკითხვის საფუძველზე დადებული პირობა?

- გააჩნია რა საკითხზე ვსაუბრობთ. საქართველოში ბევრი პროგრამა გვაქვს. მაგალითად, ისეთი თემა, როგორიც ქალების როლის გაძლიერებაა, პირდაპირ ჯდება პარტიების სურვილში და ჩვენ მათ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ვეხმარებით. ეს გრძელვადიანი პროცესია და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე დადებითი ელემენტი ისაა, რომ გამოკითხვების შედეგებით სარგებლობა სამოქალაქო საზოგადოებასაც შეუძლია. ისინი კარგად იცნობენ კვლევაში წამოწეულ თემებს და შეუძლიათ მთავრობას ამ გამოწვევების გადალახვაში ანგარიშვალდებულება დააკისრონ. ასე რომ, ამგვარ გამოკითხვებში ბევრი მხარეა დაინტერსებული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგების ცოდნით ბევრი დაინტერსებული მხარე ისარგებლებს.

 

წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა