logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ვიქტორ გვოზდი: ჩვენს მიერ საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გადაცემამ მოსკოვი ყველაზე ძალიან გააბოროტა
ვიქტორ გვოზდი: ჩვენს მიერ საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გადაცემამ მოსკოვი ყველაზე ძალიან გააბოროტა
11:41 12.01.2018

ინტერვიუ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან, გენერალ-

ლეიტენანტ ვიქტორ გვოზდთან

 

 

ამ დღეებში კიევში გამოვიდა მემუარული წიგნი სათაურით „უკრაინის სამხედრო დაზვერვა მეორე ათასწლეულის მიჯნაზე“, რომლის ავტორია მზვერავი და დიპლომატი, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ გვოზდი.

 

მან ინტერვიუ მისცა გაზეთ «Факты и комментарии»-ს კორესპონდენტს იგორ ოსიპჩუკს და, სხვა საკითხებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ომში უკრაინის როლზეც ისაუბრა.

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

 

- თქვენ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელად 2008 წელს დაინიშნეთ. აცნობიერებდით თუ არა იმ დროს, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნისათვის უპირველესი მტერია?

 

- რა თქმა უნდა. სწორედ იმ წელს შეიჭრნენ რუსეთის ჯარები საქართველოში. ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მხარი დაუჭირა და აუცილებელი საბრძოლო იარაღი მიაწოდა. მოსკოვი ყველაზე ძალიან გააბოროტა ჩვენს მიერ საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების გადაცემამ, რომელთა მეშვეობით რუსეთის რამდენიმე თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული.

 

იმ სიტუაციაში მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობის გამწვავების კიდევ ერთი მიზეზი გახდა რუსეთის მიერ შავი ზღვის ფლოტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევამ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ყირიმში, სევასტოპოლში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის ხომალდებმა საქართველოსთან ომში მონაწილეობა მიიღეს. უკრაინამ მტკიცე პროტესტი განაცხადა და აღნიშნა, რომ კიევს აქვს უფლება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობის მიმღები გემები უკან, სევასტოპოლის ბაზაში აღარ შეუშვას. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სევასტოპოლის ბაზაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ხომალდებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის უფლება არ ჰქონდათ. მოსკოვმა  კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინის მოთხოვნების შესრულებაზე. მეტსაც გეტყვით - შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეც იქმნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის გემები სევასტოპოლისაკენ გაჭრას შეეცდებოდნენ.

 

იმ რთულ მომენტში უკრაინამ თავისი ინტერესების დაცვის დემონსტრაცია მოახდინა: რუსეთს აჩვენა, თუ რა შეუძლია - ჩაატარა სამხედრო-საზღვაო წრთვნები და უმოკლეს დროში ყირიმში მსხვილი სამხედრო ქვედანაყოფები გადაისროლა. რუსეთის სპეცსამსახურებმა მაშინ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი მკვეთრად გააძლიერეს: კერძოდ, აცხადებდნენ, რომ თბილისისათვის იარაღის გადაცემით „უკრაინა საქართველოს აგრესიას აქეზებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ“. ამგვარი ხელოვნური ბრალდებით მოსკოვმა ხელი შეუშალა უკრაინის მონაწილეობას ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარებაში. ამის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ლიდერებთან ერთად, თბილისში სამშვიდობო მისიით მაინც  ჩავიდა.

 

 

 

 

წყარო: «Факты и комментарии» (უკრაინა)

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა