logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

Rzeczpospolita-ს კორესპონდენტმა ეჟი ხაშინსკიმ ჩამოართვა, გიორგი მარგველაშვილი საუბრობს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, საკუთარ პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ა.შ.

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

 

- ნატოს 2008 წლის სამიტზე, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, საქართველოს უთხრეს, რომ ის ალიანსის წევრი გახდებოდა. მას შემდეგ უკვე 9 წელი გავიდა, თუმცა ნატოში მიღების პერსპექტივა ჯერაც არ არის რეალური. ქართველები იმედგაცრუებულნი არიან?

- დაპირებები მომდევნო სამიტებზეც მივიღეთ... მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველომ ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესს მიაღწია, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში... მართალია, ალიანსში ვერ გავწევრიანდით, მაგრამ ჩვენი სვლა ნატოსაკენ არ შენელებულა, პირიქით - დაჩქარდა.

 

- თქვენ ნამდვილად გჯერათ, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველო ნატოში გაწევრიანდება?

- ვიმეორებ: ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. საქართველოს სწრაფვა ნატოსაკენ არ შენელებულა, უფრო გაძლიერდა. მსოფლიო შეიცვალა: 2008 წლიდან უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ახალი სიტუაციის მოწმენი ვართ. ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ორი რეგიონის ოკუპირება მოახდინა. 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა უკრაინასაც... 25 წლის წინათ რომ აქ, ვარშავაში გეკითხათ, გახდება თუ არა პოლონეთი ნატოს წევრიო, გეტყოდნენ, რომ ასეთი პერსპექტივა უკიდურესად ნაკლებსავარაუდოაო, მაგრამ პოლონეთი დღეს ნატოს წევრია.

 

- განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია...

- გერმანიაც გაყოფილი იყო, მაგრამ სიტუაცია იცვლება, რკინის ფარდები ქრება... მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დღეს უფრო რეალურია, ვიდრე 25 წლის წინათ პოლონეთისთვის იყო. ჩვენ ალიანსში მეგობრები გვყავს, მათ შორისაა ვარშავაც. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეალურია, უფრო მეტიც - გარდაუვალი. (...)

 

- ისე ხომ არ გამოვა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი შეცდომად ჩაითვალოს? ბოლოსდაბოლოს, თქვენ ძალიან ძვირ საფასურს იხდით ორი რეგიონის სახით...

- ეს არ არის სამაგიეროს მიზღვა ჩვენი სურვილისათვის. ხშირად ამბობენ, რომ 2008 წლის ოკუპაცია იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს ნატოში შესვლა სურდაო. ეს ასე არ არის. საქართველო ოკუპაციას უფრო ადრეც განიცდიდა. ეს ორი რეგიონი [აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“] ადრეც, 1990-იანი წლების დასაწყისიდან იყვნენ რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს არის ის ფასი, რომლის გადახდა ჩვენ თავისუფლების გამო მოგვიხდა...

 

- მზადაა თუ არა ქართული საზოგადოება ამ ფასის გადახდა მომავალშიც გააგრძელოს?

 

- დიახ, მზადაა. ამას ბოლო 25-26 წელიც ადასტურებს. ბოლო გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ დასავლეთთან ინტეგრირების მომხრეა ქართველების დაახლოებით 70%.

- როგორი რეაქცია გაქვთ საკმაოდ პოპულარულ თვალსაზრისზე, როცა ამბობენ - „ქართული ოცნებას“ პრორუსული პოზიცია აქვსო. თავის დროზე თქვენ სწორედ ამ პარტიამ დაგასახელათ პრეზიდენტობის კანდიდატად...

 

- მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენთან ყველა ხელისუფლებას, ყველა მთავრობას პროევროპული და პროდასავლური კურსი ჰქონდა. პარტიების უმრავლესობას პროდასავლური პოზიცია უკავია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი ხალხი მხარს უჭერს ევროპულ ფასეულობებს და სურს, რომ საქართველო ევროპისა და ნატოს ნაწილი გახდეს. ყოველი ჩვენი მთავრობა პროევროპული იყო, პროევროპულია „ქართული ოცნების“ მთავრობაც.

- ესე იგი, „ქართულ ოცნებაში“ პრორუსული განწყობები არ არის?

 

- აბსოლუტურად. ხაზს ვუსვამ: საქართველოს ყოველ მთავრობას პროევროპული პოზიცია უკავია.

- 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასეთი მდგომარეობა?

 

- ვნახოთ, როგორი იქნება მომავალი. ჯერ-ჯერობით რუსეთისაგან ის გვესმის, რომ მოსკოვს მეზობელ ქვეყნებში ინტერესები და ძალის გამოყენების უფლება აქვსო. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა განსახილველი თემა რუსეთის მოქალაქეების ინტერესები იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი მომენტი დადგება, რუსებს შევხვდებით და შევეკითხებით - რის გაკეთება შეგვიძლია ორივე ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის ასამაღლებლად, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დასალაგებლად? თუ ასეთ ეტაპამდე მივალთ, მაშინ პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება. რუსები ამაში დაინტერესებულნი არიან. მათ უნდა რცხვენოდეთ იმისა, რომ მეზობელი ქვეყნის ნაწილი აქვთ ოკუპირებული.

- რამდენად შორეულია ასეთი პერსპექტივა?

 

- ძნელი სათქმელია. ჩვენი სტრატეგია მშვიდობის შენარჩუნებაში გამოიხატება. არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს. უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როცა რუსეთის ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული გახდება საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და არა დღევანდელი პროპაგანდისტული ლოზუნგები. (...)

- როგორი იქნება, თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მომავალი? მას მოქალაქეობა არ აქვს... თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იგი თავის სამშობლოში დაბრუნდება, მშვიდად იცხოვრებს და სამართლებრივი დევნაც შეწყდება?

 

- ძალიან მიძნელდება მიხეილ სააკაშვილის მომავალზე საუბარი. იგი მასმედიისათვის ღიაა და გეგმებზე მსჯელობა მასთან შეიძლება. ყოველ ქვეყანაში პრეზიდენტები თავის რაღაც მემკვიდრეობას ტოვებენ. ჩვენ გვყავდა პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, შემდეგ ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი. კარგია, როცა პრეზიდენტები თავიანთ პოსტებს მშვიდად ტოვებენ, შემდეგ კი ისინი ეროვნული საზოგადოების ნაწილად რჩებიან. ეს საერთო პრინციპია. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევის სპეციფიკა იმაში გამოიხატება, რომ იგი პოლიტიკურად ძალიან აქტიურია.

- თუ იგი საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს, რა მოუვა საზღვრის გადაკვეთის დროს?

 

- მას დღემდე აქვს გასარკვევი ზოგიერთი საკითხი მართლმსაჯულებასთან.

- დააპატიმრებენ?

 

- ზუსტად ვერაფერს გეტყვით მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებზე. თუ მართლმსაჯულებას კითხვები გაუჩნდა, მათ პასუხი უნდა გაეცეს.

- საქართველოს იმიჯს ზიანს აყენებს ის, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრი პოლიტიკოსები, მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. თქვენი აზრით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია?

 

- პოლიტიკოსებს ბევრ სხვა ქვეყნაშიც ასამართლებენ. როცა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო დევნას პოლიტიკურ საქმიანობას ვუკავშირებთ, ამ დროს ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.

- ესე იგი, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური საქმიანობის გამო არ დაუჭერიათ?

 

- მის წინააღმდეგ ბრალდებას პოლიტიკური კი არა, სისხლის სამართლებრივი ხასიათი ჰქონდა.

- გეგმავთ მომავალ წელს პრეზიდენტად იყაროთ კენჭი იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართული ოცნება“ მხარს არ დაგიჭერთ?

 

- ეს საკითხი განხილვის პროცესშია, ახლა საბოლოო პასუხს ვერ გაგცემთ.

- თქვემ უკვე ოპოზიციაში ხართ მმართველი პარტიის მიმართ?

 

- მე კონსტიტუციის მოთხოვნების ერთგული ვარ. კონსტიტუცით პრეზიდენტი ნეიტრალური უნდა იყოს, არბიტრად უნდა გამოვიდეს და არა რომელიმე ოპოზიციური თუ მმართველი გუნდის წარმომადგენლად. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ადვილია. ვიღაცა ყოველთვის უკმაყოფილო რჩება. როცა კანონებს ვეტოს ვადებ, „ქართული ოცნება“ აპროტესტებს, ხოლო როცა ხელს ვაწერ - ოპოზიცია. უფრო მეტად ხელს ვაწერ, ვიდრე ვუარყოფ, თუმცა ჩემი ყოველი ვეტო პოლიტიკური მოვლენა ხდება.

 

 

 

წყარო: «Rzeczpospolita» (პოლონეთი)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა