logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინტერვიუ სენატორ ჯეიმს რიშთან: საქართველოს დიდი პროგრესი აქვს, თუმცა ნატოს კრიტერიუმებს ბოლომდე ჯერ ვერ აკმაყოფილებს
ინტერვიუ სენატორ ჯეიმს რიშთან: საქართველოს დიდი პროგრესი აქვს, თუმცა ნატოს კრიტერიუმებს ბოლომდე ჯერ ვერ აკმაყოფილებს
15:31 17.10.2017
„ნატოს კარი ღიაა და საქართველო ნატოს წევრი მაშინ გახდება, როცა მზად იქნება“, - აცხადებს ამერიკის სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტების წევრი სენატორი ჯეიმს რიში. იგი ამბობს, რომ დემოკრატიის აშენება ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მოთმინება და ყველა მხარის ხედვის გათვალისწინება სჭირდება.

„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან სენატორი საქართველოზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებსა და უკრაინაზე საუბრობს.

- ბატონო სენატორო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების რა ზოგად შეფასებას გააკეთებდით ამ ეტაპზე?

- ურთიერთობა ისეთი კარგი არ არის, როგორც წარსულში იყო, თუმცა ამას, ვფიქრობ, ორივე მხარე შეეჩვია და ვისწავლეთ როგორ გავართვათ თავი ამ მდგომარეობას. ზოგიერთ სფეროში კონკრეტული საერთო ინტერესები გვაქვს, მაგრამ ასევე გვაქვს დიდი განსხვავებებიც. საერთაშორისო სცენაზე რუსები საკუთარ თავს იმისგან განსხვავებულად ხედავენ, ვიდრე ამას ჩვენ - ამერიკელები ვხედავთ. ამ პოზიციის გასამყარებლად ისინი ფარული და ღია მეთოდებით ცდილობენ სხვადასხვა მთავრობაზე გავლენის მოპოვებას. ეს განსაკუთრებით არჩევნებში გამოიხატება. ეს კი ჩვენს შორის სირთულეებს იწვევს, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანას გარე ჩარევის გარეშე უნდა შეეძლოს მოქმედება.

- თქვენ დაზვერვის კომიტეტის წევრი ხართ, რომელიც რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში სავარაუდო ჩარევა იძიებს. რა მოლოდინი გაქვთ ამ გამოძიებისგან?

- კომიტეტში ჩვენ შევისწავლეთ დიდძალი ინფორმაცია და ვესაუბრეთ ბევრ ხალხს. საბოლოო ჯამში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს, რომელიც ამბობს იმას, რაც თითქმის ყველას მიერ უკვე ნათქვამია - რუსებმა სცადეს აქტიური ზომები მიეღოთ ჩვენს არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. ასევე ვცდილობთ დავადგინოთ, თანამშრომლობდა თუ არა მათთან ვინმე ამერიკაში. არ მგონია, რომ ამ გამოძიებამ ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს, მაგრამ ასევე არ მგონია, რომ ის რამეს გააუმჯობესებს. ჩვენს შორის ურთიერთობა ალბათ იგივე მდგომარეობაში დარჩება.
(...)

- თქვენი აზრით, ადმინისტრაციამ უკრაინას ლეტალური იარაღი უნდა მისცეს?

- როგორც იცით, სენატში ამ საკითხს კენჭი ვუყარეთ და მე მას მხარი დავუჭირე. ჩემი პოზიცია უცვლელია - უკრაინას თავდაცვითი იარაღი უნდა მივცეთ. ისინი ძალიან რთულ ვითარებაში არიან - რუსეთის საზღვარზე დიდი რაოდენობით ეთნიკურად რუსი მოსახლეობით. ეს ქვეყნის მართვას ძალიან ართულებს.

- უჭერთ თუ არა მხარს ნატოს ღია კარის პოლიტიკას?

- კი. კარი ღიაა, მაგრამ შესვლამდე აუცილებელია წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მე ამას 100 პროცენტით ვუჭერ მხარს. კრიტერიუმები დემოკრატიას, თავდაცვისუნარიანობას, თავდაცვაზე დანახარჯებს უკავშირდება.

- ნატოს წევრობის კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას?

- დიახ! მაგრამ როგორც თქვენ თქვით, აქ საკვანძო ფრაზა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა. საქართველოსთან დიდი ხანია დიალოგი გვაქვს ნატოში გაწევრიანებაზე და საქართველო ამ კრიტერიუების დაკმაყოფილებაზე მუშაობს. ქვეყანას დიდი პროგრესი აქვს, თუმცა წევრობის კრიტერიუმებს ბოლომდე ჯერ ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ერთ დღეს, როცა ამას გააკეთებენ, ისინი ნატოს წევრი გახდებიან.

- საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ კონსტიტუციის შეცვლას დაუჭირა მხარი. როგორც წინა ხელისუფლების დროს, ამჯერადაც საკონსტიტუციო პროცესში ყველა მხარე არ იყო ჩართული. რას ფიქრობთ ამაზე, თქვენი აზრით პროცესების ასეთი განვითარება დემოკრატიის გამყარებას ხელს უწყობს?

- ჩემს მოსაზრებას გაგაცნობთ, მაგრამ არ მინდა იფიქროთ, რომ ქართველ ხალხს რამენაირად ჭკუას ვასწავლი. ამის არანაირი განზრახვა არ მაქვს.

როგორც იცით, მე საქართველოში 2012 წლის არჩევნებს დავესწარი. არჩევნები შთამბეჭდავად ჩატარდა და არ ყოფილა გაყალბება. დაკვირვების მიზნით, ჩვენ ყველაფერზე გვქონდა წვდომა. საქართველო წინ მიიწევს. ერთი რაც უნდა გვახსოვდეს ის არის, რომ დემოკრატიის აშენებას დრო სჭირდება და ეს ერთ ღამეში არ ხდება. მას დაღვინების პროცესი სჭირდება, რომელიც ზოგჯერ თაობების მანძილზე გრძელდება. საქართველო წინ მიიწევს და ჩვენ ამ წინსვლის გაგრძელების დანახვა გვსურს.

ახალ კონსტიტუციას რაც შეეხება, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც ორი დომინანტური პოლიტიკური ძალაა, ძალიან მნიშვნელოვანია მხარეები დასხდნენ და კომპრომისის გამოყენებით მივიდნენ საბოლოო შეთანხმებამდე იმაზე, თუ როგორი ფორმით სურთ ქვეყნის მართვა. ამერიკაში ასეთ საკითხებს ამ მეთოდით ვართმევთ თავს. ეს საკმაოდ რთული და დაძაბული პროცესია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას ეძლევა საშუალება საკუთარი წვლილი შეიტანოს ცვლილებების დანერგვაში.

- რუსეთი სხვა ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ბევრი მეთოდით ცდილობს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია RT [ყოფილი „რაშა თუდეი“] და „სპუტნიკი.“ თქვენი აზრით, ისინი უცხო ქვეყნის აგენტად უნდა დარეგისტრირდნენ შეერთებულ შტატებში?

- RT-ზე რომ გადართავ ტელევიზორს, დიდი ხანი არ გჭირდება იმის მისახვედრად, რომ ეს არ არის ამერიკის მიმართ მეგობრულად განწყობილი არხი. ეს რუსეთის მთავრობის არხია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის აგენტია და უნდა დარეგისტრირდეს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. რომ დარეგისტრირდნენ მერე რა? ყველამ იცის, რომ ისინი რუსეთის პროპაგანდის მანქანის ნაწილია. მოკლედ რომ გიპასუხოთ, დიახ, უნდა დარეგისტრირდნენ, მაგრამ ამას სავარაუდოდ არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

- თუმცა, ამით რუსეთს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი გაეგზავნება...

- გარკვეულწილად, არ მგონია პუტინმა ამის გამო ძილი დაკარგოს.



წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა