logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
«BBC News»(დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვაფრთხილებს
«BBC News»(დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვაფრთხილებს
12:51 04.09.2017
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ თავის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის საუბარი პროგრამა BBC Hardtalk-ის წამყვან სტივენ საკურთან, რომელიც 21 აგვისტოს გადაიცა ტელეეთერში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ გადაცემის ქართულენოვან ჰიბრიდულ რეზიუმეს.

პროგრამის წამყვანმა თავდაპირველად ექს-პრეზიდენტს ასეთი კითხვა დაუსვა: „არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრული? თუ რატომ იმყოფება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთის დედაქალაქში?“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი სახლი უკრაინაშია და იგი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს: „უკრაინა ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, იქ მე ბინა მაქვს. ასევე მაქვს სახლი საქართველოშიც. პოლონეთში კი იმიტომ ვიმყოფები, რომ პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს. გარდა ამისა, აქ იმიტომაც ვარ, რომ ახლოსაა უკრაინასთან და აქედან ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას, რაც მე 10 სექტემბრისთვის დავაანონსე“.

სტივენ საკურის კითხვაზე, როგორ შეძლებს ექს-გუბერნატორი უკრაინაში დაბრუნებას, თუ მას უკვე მოქალაქეობა არ გააჩნია, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობა მას უკანონოდ წაართვეს: „მე მაქვს უკრაინაში შესვლის უფლება. თუნდაც რომ მოქალაქეობის გარეშე პირი ვიყო, უკრაინის კონსტიტუციით ვსარგებლობ ყველა უფლებით. შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით ჩამომართვა. მე უკრაინაში დაბრუნებას ვაპირებ, რათა სასამართლოში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლო“.

სტივენ საკურმა მიხეილ სააკაშვილს შეახსენა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს საექსტრადიციო მოთხოვნა და მას ოფიციალურ თბილისს გადასცემენ. მას ხომ ბრალს რიგი დანაშაულის ჩადენაში უყენებენ, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევაში: „ოფიციალური კიევის თქმით, თუ შეეცდებით ქვეყანაში დაბრუნებას, ისინი განიხილავენ საექსტრადიციო მოთხოვნას საქართველოში გაგზავნასთან დაკავშირებით. შუამავლობის გარეშე რატომ არ წახვალთ თბილისში და არ წარსდგებით სასამართლოს წინაშე?“. მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „რადგან მე ვარ მოქმედი და წარმატებული უკრაინელი პოლიტიკოსი, მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. როდესაც საუბრობთ ე.წ. ბრალდებებზე, მათ არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, ინტერპოლმაც უარი განაცხადა ჩემი დაკავების ორდერის გაცემაზე“.

საუბრის დროს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე თავის წარუმატებლობაში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „პეტრო დამპირდა, რეგიონის კორუფციისაგან გაწმენდაში დაგეხმარებიო, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა“. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კრიტიკის ცეცხლში გაატარა აგრეთვე ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ოლიგარქებიც, რომლებიც, მისი აზრით, რეალურად მართავენ ქვეყნებს:


მიხეილ სააკაშვილი: „მათ ძალაუფლება ხელთ უპყრიათ. სიტუაცია ისეთი არაა, როგორც გვეჩვენება. საქართველოში ყველაფერს ერთი ოლიგარქი აკონტროლებს, მოლდოვაშიც იგივე ხდება, უკრაინაში კი ქვეყნის მთავრობა და მთლიანი შიდა პროდუქტის 70% რამდენიმე ოლიგარქის ხელშია. დასავლელი პოლიტიკოსები მოლდოვასა და საქართველოში ჩასვლისას პრემიერ-მინისტრებს ესალმებიან, უკრაინაში - მინისტრებს, მაგრამ ეს პრემიერები და მათი მინისტრები ისეთებია არ არიან, როგორებიც უნდა იყვნენ, ისინი თავიანთ ქვეყნებს არ მართავენ. იქ მხოლოდ ოლიგარქები არიან ბატონ-პატრონები. საკმარისია თავის მოტყუება. ოლიგარქები ჩემი მტრები არიან: ამას მთელი სერიოზულობით ვაცხადებ...


სტივენ საკური: მოიცათ... რამდენიმე კითხვის დასმა მინდა, თორემ სხვაგვარად საუბარი არ გამოგვივა. დავუშვათ, თქვენ მართლაც ბევრი მტერი გყავთ უკრაინაში...


მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა.


სტივენ საკური: თქვენ მათ ოლიგარქ-კლეპტოკრატებს უწოდებთ. ამასთან, პრობლემა იმაშია, რომ თქვენ უკრაინელებს, ოდესელებს კორუფციის აღმოფხვრასა და ამ რეგიონის გაწმენდას დაპირდით, თუმცა ამ ამოცანას თავი ვერ გაართვით, დაპირების შესრულება ვერ მოახერხეთ. აშკარად ჩანს, რომ სანამ თქვენ გუბერნატორის პოსტი გეკავათ, კორუფცია ისევ ყვაოდა. კიდევ ერთი მომენტი: ბევრი უკრაინელი თვლის, რომ თქვენ მთავარ ყურადღებას გუბერნატორის მოვალეობების შესრულებას კი არ უთმობდით, არამედ ძალიან გაერთეთ პოლიტიკური თამაშებით კიევში. კერძოდ, მაღალი პოსტი გინდოდათ - უკრაინის პრემიერ-მინისტრობა. აი, მე ახლა მაშინდელი პრემიერის არსენ იაცენიუკის გამონათქვამის ციტირებას მოვახდენ. თქვენთან ერთ-ერთი სკანდალურ-ემოციური შეხვედრის შემდეგ მან ასე განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, გასტროლებზე მყოფი შოუმენი და მკვეხარა ტიპია. ჩვენთან იგი რეფორმების ხელის შესაწყობად მოვიწვიეთ და არა იმისთვის, რომ პოლიტიკაში შემომძვრალიყო. ესაა მისი შეცდომა“...


მიხეილ სააკაშვილი: მისმინეთ... პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამჯერ მთავაზობდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტს, მაგრამ მე უარი ვთქვი. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. უარი ვთქვი იმიტომ, რომ ვიფიქრე - ასეთ პირობებში ხელისუფლებას ჩემი მეშვეობით მხოლოდ ფასადის გაკეთება სურს (მე ხომ უკრაინაში ძალიან პოპულარული ვიყავი). რეფორმები აუცილებელია, მაგრამ პარლამენტის უმრავლესობას რეფორმების გატარება არ უნდოდა. თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ თავდაპირველად მე პეტრო პოროშენკოს მხარეზე ვიყავი. ამისთვის არ ვნანობ, რადგან ჩვენ „მაიდნის“ შემდეგ მართლაც კარგად დავიწყეთ - მივიღეთ ანტიკორუფციული კანონი, შევქმენით კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურა, რომელშიც, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, მეც მიმიძღვის წვლილი. უკრაინის მთავრობაში ახალი კადრები მოვიდნენ. მეც, შეთანხმების თანახმად, ოდესაში წავედი, რადგან პეტრო პოროშენკო დახმარებას დამპირდა, მაგრამ თავისი სიტყვა არ შეასრულა.




http://www.bbc.co.uk/iplayer/episode/b0926ml5/hardtalk-mikheil-saakashvili-president-of-georgia-20042013


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა