logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ 661 კომპანია დარეგისტრირდა
„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ 661 კომპანია დარეგისტრირდა
18:10 21.08.2017
თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა. დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი 661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც სექტემბერში ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.

რეგისტრაცია 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაზე მეტი კომპანია „წლის სტარტაპერისა“ (231 კომპანია) და „წლის მცირე ბიზნესის“ (229 კომპანია) კატეგორიაში დარეგისტრირდა.

დაჯილდოებაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა :

• წლის ბიზნესი - 153 კომპანია
• წლის მცირე ბიზნესი - 229 კომპანია
• წლის ტურისტული ბიზნესი - 95 კომპანია
• წლის აგრო ბიზნესი - 42 კომპანია
• წლის ქართული პროდუქტი - 133 კომპანია
• წლის სტარტაპერი - 231 კომპანია
• წლის ინოვაციური ბიზნესი - 140 კომპანია

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი „ბიზნესდაჯილდოების“ მიმართ განსაკუთრებულად დიდია ინტერესი იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერირებენ.

“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი ბიზნესის შექმნასა და უკვე არსებული ბიზნესების განვითარებას - სწორედ ეს გახდა ”ბიზნესდაჯილდოების“ პროექტის შექმნის საფუძველი. მოხარული ვართ, რომ პროექტი ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება. წელს მონაწილე კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ფაქტია, რომ დაჯილდოების მიმართ ინტერესი იზრდება და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გააქტიურდნენ კომპანიები რეგიონებიდან. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების, ისე სტარტაპების წარმატებაში“, -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ პრეზენტაცია ივნისში გაიმართა. წელსაც პროექტის მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება, რაც მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით მთელ საქართველოს გაუზიარონ.

წელს განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესების კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდება, რადგან თანამედროვე სამყაროში წარმატებული ბიზნესი, ფინანსურ შედეგებთან ერთად, საზოგადოებისთვის სასარგებლო და საინტერესო საქმის კეთებას ნიშნავს. შესაბამისად, პროექტები, რომლებსაც მონაწილეკომპანიები CSR-ის ფარგლებში ახორციელებენ, საინტერესო ფორმით წარმოჩინდება და მიეწოდება საზოგადოებას.

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ დასკვნითი ღონისძიება ნოემბერში გაიმართება, სადაც ჟიური გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს 6 ნომინაციაში. მე-7 ნომინაციის - „წლის სტარტაპერის“ გამარჯვებული კი საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით, სოციალური ქსელისა და სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გამოვლინდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე - www.businessaward.ge



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა