logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ქობულეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
ქობულეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
15:32 21.08.2017
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკაშიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმრო-პროექტს წარმოადგენს. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას საფუძველი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ინვესტორი კომპანიის "კრისტალ ბილდინგის" აღმასრულებელ დირექტორთან ვანო ლომიძესთან ერთად ჩაუყარა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ზურაბ პატარაძის თქმით, ქობულეთში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ახალი სასტუმროს მშენებლობა ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში, რომელიც საკურორტო ზონას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო ქობულეთში. მინდა გავიხსენო შეხვედრები მოსახლეობასთან, მათ შორის წინასაარჩევნო შეხვედრები. ძალიან ბევრი ქობულეთელი თანაქალაქელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ძირითადად აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ბათუმისკენ. შენდება დიდი სასტუმრო კომპლექსები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დიდი პროექტები ხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში და ქობულეთში ინვესტიციები უხვად არ არის. და იყო თხოვნა, იქნებ გაითვალისწინოთ და რეკომენდაციები მისცეთ ინვესტორებს ქობულეთშიც განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები. მიხარია, რომ დღეს უშუალოდ ქობულეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი დაიწყო: 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ამ პროექტში და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება,“-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი. სასტუმროს ექნება 220 ნომერი, არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები. კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ,,Crystal Building“- ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა