logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა
ბათუმის ბულვარში სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა
21:14 18.08.2017
დღეს ბათუმის ბულვარში ,,სტარტაპ მარკეტი“ გაიხსნა. სამეწარმეო მარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „აწარმოე საქართველოს“ დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან ერთად დაესწრო.

გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე მონაწილეობს, სადაც თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს თავისი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა აქვთ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

აღნიშნული „სტარტაპ მარკეტი“ ალტერნატიული, მულტიფუნქციური და მოძრავი სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში სამეწარმეო სულისკვეთებას აღვივებს და ხელს უწყობს მათ ადგილზე აწარმოონ ხარისხიანი და მიმზიდველი პროდუქცია.

ღონისძიება 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ,,სტარტაპ მარკეტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

,,ძალიან კარგი და საინტერესო ინიციატივაა სტარტაპ მარკეტის შექმნა ბათუმში. რამოდენიმე დღე ძალიან ბევრ ბათუმელს თუ ქალაქის სტუმარს ეძლევა საშუალება დაათვალიეროს, ნახოს ჩვენი პროდუქცია. უშუალოდ სტარტაპერებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხელშეწყობაა ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი პროექტის დაწყებისთვის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის და უკვე ფიქრობს საქმეში ჩაებას და საინტერესო პროექტი წამოიწყოს",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ ინტერვიუში.

აღნიშნულ ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა