logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტრო: უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველი ლოკაცია ხდება
ეკონომიკის სამინისტრო: უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველი ლოკაცია ხდება
14:59 18.08.2017
ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კუთხით საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ლოკაცია ხდება, რაც საკმაოდ პოზიტიურ შედეგებშიც აისახება. კერძოდ - ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე საერთაშორისო, ცნობილმა კომპანიამ საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსხვილი ინვესტორებიდან ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (ე.წ. BPO) სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, გერმანული კომპანია „Arvato Bertelsmann“-ია. ამ ეტაპზე კომპანიამ 150 ადამიანი დაასაქმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა სახის მომსახურებებს აწვდიან, მათ შორის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, ელექტრონული ვაჭრობისა და ფინანსების მიმართულებით. უახლოეს მომავალში კომპანია დამატებით 150 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს.
კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოში მნიშნელოვანი ინვესტიცია გააკეთა, კომპანია „Base4“-ია, რომელიც საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო სერვისების აუთსორსინგს იწყებს. კომპანია, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება, საქართველოში ქართველი არქიტექტორების დახმარებით შექმნის არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებს ისეთი მაღალი კლასის სასტუმროების ქსელებისთვის, როგორებიცაა: Hilton Hotels & Resorts, Hyatt Hotels Corporation, Marriott Hotel და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესპროცესების აუთსორსინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი მიმართულებაა, რადგან დღესდღეობით მრავალი საერთაშორისო კომპანია მიმართავს მსგავს პრაქტიკას და საკუთარი კომპანიის საჭირო მომსახურებების მართვას სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ კი ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ბულგარეთში და ა.შ. აღნიშნული მიმართულება ფინანსური სერვისების, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრების, მონაცემთა ცენტრების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, IT მომსახურების, ადამიანური რესურსების მართვის, R&D და მრავალი სხვა მომსახურების საქართველოდან მართვასა და მიწოდებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის განვითარება და აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვა ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა