logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
14:15 18.08.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ მოაწერეს.
მემორანდუმში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების/პროგრამების განხორციელების გზით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამების ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ერთობლივ პროექტებში/პროგრამებში ჩაერთვებიან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 29 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. უფრო მეტიც, აღნიშნული თანამშრომლობის თანახმად, ისინი შეძლებენ საკუთარი ინიციატივების/იდეების განხორციელებასა და განვითარებას.
მხარეების შეთანხმებით იგეგმება საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზება; დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები აქტიურად ჩაერთვებიანსააგენტოს სასწავლო პროგრამებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ასევე ზრუნვის სისტემიდან გასულ მოზარდებს ეთმობა. დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახალგაზრდებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათ შორის არის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“, „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“, დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული მოზარდებისთვის საგანმანათლებლო პროექტების/პროგრამების შეთავაზება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება აქვთ - ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება უკვე გაიმართა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა