logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა
18:46 14.08.2017
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა პეკინში მიმდინარე „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფორუმზე, რომლის დროსაც ჩინეთის პრეზიდენტი გამოვიდა მნიშვნელოვანი მოხსენებით და ახალი თეზისებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აბრეშუმის გზის გასწვრივ მყოფი ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრება. მან დაასახელა ხუთი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენს ქვეყნებს ერთად, მშვიდობიანად უნდა მოეხერხებინათ თანაცხოვრება. ეს ის პრინციპებია, რომლებიც დღეს ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს და გვაერთიანებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე.
თავის მოხსენებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე პრინციპზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უპირველესი პრინციპი, რასაც ჩინეთის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს არ მოვახვევთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, არამედ „ერთმანეთს ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური მიმართულებები ჩვენს ქვეყნებში გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნების ერთობლიობისათვის.“
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ამდენად, „ჩვენ არ უნდა გავხდეთ ერთმანეთის კონკურენტები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ერთმანეთის ყველაზე ძლიერი მხარეები, რათა შევავსოთ ერთმანეთი და მივცეთ ერთმანეთს შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან საუკეთესოს აღმოჩენაში, რათა შემდგომში უკვე შევავსოთ, მოვახდინოთ სინერგია და მივიღოთ საუკეთესო შედეგი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფორუმის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ვანგ იანგთან. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მასთან შევთანხმდით იყო ის, რომ უნდა მოვახდინოთ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთში უნდა მოიძებნოს ის მიმართულებები, რომელთა გადმოტანაც არის შესაძლებელი საქართველოში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ქართულ-ჩინური თავისუფალი ინდუსტრიული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნის შესაძლებლობაზე.
საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარს საქართველოსა და ჩინეთის 150-მდე ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა