ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით,
გადასახადის გადამხდელთათვის ,,ღია კარის დღეები“ იმართება.
დღეს ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების თაობაზე, პრეზენტაციები წარუდგინეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში უპასუხეს შეხვედრებზე დასმულ შეკითხვებს.
,,ღია კარის დღეების“ ფორმატში შეხვედრები 18 ივლისამდე გაგრძელდება და იმ რაიონებსაც მოიცავს, სადაც შემოსავლების სამსახური რაიონული სერვისცენტრები არ ფუნქციონირებს.
„ღია კარის დღეებზე“ დასასწრებად, გადამხდელებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ფორუმზე“.

















