ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გადასახადების გადამხდელთათვის საქართველოს
საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში, თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში, გორსა და მარნეულში 14 – 18 აგვისტოს, შეხვედრებს სახელწოდებით „ღია კარის დღეები“ გამართავს.
შემოსავლების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, „ღია კარის დღეების“ ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები გადასახადის გადამხდელთათვის საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, პრეზენტაციებს წარმოადგენენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში, გადამხდელები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას სხვადასხვა სიახლეების შესახებ.
„ღია კარის დღეებზე“ დასასწრებად, გადამხდელებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ფორუმზე“.

















