logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13:23 10.08.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპებს „აწარმოე საქართველოში“, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებენ. კერძოდ, ბიზნესის განვითარების პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირების მიზნით პროექტის სამიზნე რეგიონებში, შეისწავლიან სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობებს და გამოწვევებს. პროექტის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამიზნე რეგიონებში “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ბენეფიციარებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის DCFTA-ის ტექნიკური მოთხოვნების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.
ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი ხელს შეუწყობს “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს განახლებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირებულობას. მხარეები ასევე განიხილავენ ექსპორტისა და ინვესტიციების პოტენციალის მქონე ბიზნეს სექტორების, პროდუქტებისა და მომსახურების სფეროების განვითარებისა და ხელშეწყობის მექანიზმებს.
როგორც სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძემ აღნიშნა მემორანდუმი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა კერძო და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
,,აღნიშნული მემორანდუმი 2 წლიან პროექტს გულისხმობს. კონკრეტულად, ეს ურთიერთთანამშრომლობა კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას ეხება, რადგან მოვახდინოთ მეტი სინერგია და ერთობლივად ვიმუშაოთ სხვადასხვა რეგიონებში. პირველ რიგში, ხელშეკრულება კერძო სექტორისთვის ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ბარიერებზე და მოთხოვნებზე არსებული ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. რათა ხელი შევუწყოთ ექსპორტის პოტენციალის გაზრდას, როგორც მცირე, საშუალო და მიკრობიზნეს სფეროში, ასევე ,,აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციართა ჯგუფში ინფორმაციის შეტანას, “ - განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.
,,ეს გახლავთ ,,აწარმოე საქართველოში“, ,,საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების“ სააგენტოს და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ამ მემორანდუმის მიზანია ევროკავშირის დახმარებით რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ასევე მეწარმეობის სულის განვითარებას საქართველოში. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობა ამ ერთიანი სისტემის შექმნაში ძალიან მნიშნელოვანია,“ - ასე შეაფასა მხარეებს შორის გაფორმებული მეომორანდუმი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ზვიადაძემ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, პროექტი გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს კერძო, საშუალო და მიკრობიზნესის წარმომადგენლებს.
,,დღეს გაფორმებული ხელშეკრულება მომავალი ორი წლის განმავლობაში ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას. ასევე თანამშრომლობას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორცილებაში. ეს ხელს შეუწყობს ამ რეგიონებში ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგლების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა ნინო ევგენიძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიმართულია ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ ამოცანას, ქვეყნის მასშტაბით, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა