მიმდინარე წლის 7 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ
დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3910 შეადგინა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციის შედეგად ეროვნულმა ბანკმა უკვე 40 მილიონი დოლარი შეისყიდა.

















