logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ახალი სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე ახალი სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს
12:37 02.08.2017
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის ექსპორტის განვითარებისა და ზრდის ხელშეწყობის მიზნით, გერმანული საკონსულტაციო კომპანია „GFA Consulting Group“-ის ექსპერტებთან ერთად, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების სიღრმისეულ შესწავლას იწყებს. აღნიშნულ საქმიანობას მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში „GFA Consulting Group“-ის ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მხრიდან დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძე და ექსპორტიორთა ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კოტე მდინარაძე, GIZ-ის მხრიდან კი - პროექტის ხელმძღვანელი ფილიპ შტეანჰაიმი, პროექტის ექსპერტი რატი ანჯაფარიძე და პროექტის კონსულტანტი, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა მელაძე დაესწრნენ.
ქართველი და უცხოელი ექსპერტები ერთად შეაფასებენ სხვადასხვა ინდუსტრიების საექსპორტო პოტენციალს, რის შემდეგაც შერჩეული სექტორების სპეციფიკისა და გამოწვევების გათვალისწინებით, შეიმუშავებენ შესაბამის სტრატეგიასა და ექსპორტის ხელშემწყობ შედეგებზე ორიენტირებულ აქტივობებს. აღნიშნული სექტორების შერჩევა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ კვლევებსა და სექტორულ შეფასებებზე, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოხდება.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბიზნესის, ექსპორტისა და ინვესტიციის მიმართულებებს აერთიანებს, მიზნად ისახავს ქართული სამეწარმეო შესაძლებლობების გაზრდას, ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისა და სერვისების ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მისი მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს, ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ - ის ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.eu4business.eu.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა