logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 Global Finance-მა თიბისი ბანკი 6 ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა
Global Finance-მა თიბისი ბანკი 6 ნომინაციაში საუკეთესო ბანკად დაასახელა
14:40 26.07.2017
საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოში საუკეთესო ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების რეიტინგები გამოაქვეყნდა (2017 World's Best Digital Bank Award).
თიბისი ბანკმა საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკის წოდება მოიპოვა , როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ამასთან,საუკეთესო ონლაინ ბანკის წოდება თიბისი ბანკმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის 4 კატეგორიაში მოიპოვა.თიბისი ბანკი უკვე ზედიზედ მეექვსე წელია იღებს პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოებს Global Finance -სგან.
თიბისი ბანკმა აიღო ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ფიზიკური პირებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
2. საუკეთესო საბანკო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
3. საუკეთესო ინტეგრირებული ონლაინ მომსახურება ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
4. საუკეთესო ბანკი სოციალურ მედიაში ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით გამოავლინოს საუკეთესო ბანკები სხვადასხვა ნომინაციაში, ყოველწლიურად ტარდება. კონკურსი 2 ნაწილისგან შედგება, პირველ ეტაპზე ვლინდება ქვეყანაში და რეგიონში საუკეთესო ბანკები, ხოლო მეორე ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოები.
გამარჯვებული ბანკები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა, მათ შორის, მომხმარებლის მოზიდვისა და სერვისის სტრატეგია ციფრულ საბანკო მომსახურებაში,ონლაინ კლიენტების ზრდა, შეთავაზებული პროდუქტების ფართო არჩევანი, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალი.
„ჩვენ ციფრული საბანკო მომსახურების ეპოქაში ვცხოვრობთ. 2017 წლის გამარჯვებული ბანკები ნათლად წარმოაჩენენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მუდმივ ინოვაციებს პროდუქტებში, სისტემებსა და სერვისებში. კორპორაციული კლიენტები თუ ფიზიკური პირები ბანკებისგან ახალ, გარდამტეხ ცვლილებებს ელოდებიან და წლევანდელი გამარჯვებულები მუდმივად პასუხობენ მომხმარებლის მოლოდინებს,“ - განაცხადა ჯოზეფ დ. გარაპუტომ, “Global Finance”-ის გამომცემელმა და დირექტორმა.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ციფრული სერვისები და ამ მიმართულებით მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურება. ჩვენი სტრატეგიული მიზანია გავხდეთ საუკეთესო ციფრული კომპანია საქართველოსა და რეგიონში და ამისთვის მრავალ საინტერესო და ინოვაციურ პროექტს ვახორციელებთ.“
2012 წლიდან დღემდე თიბისი ბანკს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული Global Finance -სგან სხვადასხვა ნომინაციაში. World's Best Digital Bank Award-ის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი ბანკები როგორიცაა, Citi, SEB Bank, mBank, Raiffeisen bank, UniCredit, Sberbank და სხვ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა