logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ტერაბანკმა 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო
ტერაბანკმა 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო
09:57 26.07.2017
ტერაბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. FMO-ს ფინანსირებით საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და ბიზნესში ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად 12,5 მლნ დოლარი გამოიყო.
ხელშეკრულებას ხელი ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, იან-ვილემ ჰოეკმა მოაწერეს. ამ ხელშეკრულების გაფორმებით ტერაბანკს და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას შორის გრძელვადიანი ურთიერთობა იწყება, რაც დაფინანსების გარდა მოიცავს FMO-ს მხრიდან ტერაბანკისთვის კონსულტაციების გაწევას ბიზნესში ჩართული ქალების მხარდაჭერის მიმართულებით.
როგორც ცნობილია, ტერაბანკი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ამ სეგმენტზე გათვლილი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვა შესაძლებლობას მისცემს ბანკს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს დაკრედიტება ამ მიმართულებით.
ღონისძიება 14:00-ზე სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. ცერემონიას დაესწრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, FMO-ს წარმომადგენლები, ნიდერლანდების ელჩი, ტერაბანკის ბიზნესკლიენტებიდა პარტნიორები, ბანკის მენეჯმენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ტერაბანკი უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებდა. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.
ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია 1970 წელს დაარსდა და წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობას. კომპანიის წილების 51%-ს ფლობს ჰოლანდის სახელმწიფო, ხოლო 49%-ს - კომერციული ბანკები, პროფკავშირები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები. FMO აქვს სამმაგი A რეიტინგი როგორც Fitch-საგან, ასევე Standard & Poor’s-საგან.
სტაბილური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, FMO ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ბიზნესში, პროექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორც კაპიტალის უზრუნველყოფით, ასევე ცოდნისა და კავშირების გაზიარებით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა