logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
19:23 25.07.2017
სასტუმრო ,,ROOMS“ - ში დღეს საქართველოს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გახსნა. ღონისძიებას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო საბჭო ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ არსებული სათათბირო ორგანოა და მის ფუნქციას ვაჭრობის საკითხებზე წინადადებების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს. ღონისძიებაზე საბჭომ ახალი თავმჯდომარე აირჩია და განიხილა ჩინეთთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხები. შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ საკუთარი პრობლემები და ინიციატივები გაეცნოთ საკონსულტაციო საბჭოსთვის. საბჭოს შემადგენლობაში 25 ასოციაციაა, სადაც გაერთიანებულები არიან მსხვილი და დარგობრივი ბიზნეს ასოციაციები.
როგორც მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა, მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე მათი პრობლემების სახელმწიფომდე მიტანას.
,,აღნიშნულ ფორმატში ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და ინიციატივები, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ინიციატივები და სიახლეები, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს, განიხილება და ხდება შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. დღევანდელი სხდომის ძირითადი მიზანი იყო საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევა, დღევანდელი დღე ასევე დაეთმო საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხილვას“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
,,ძალიან საინტერესო შეხვედრის ფორმატი იყო. მოწვეული იყო ყველა ასოციაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ექსპორტ-იმპორტს და სავაჭრო შეთანხმებას ჩინეთთან, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო აწარმოებს მოლაპარაკებას ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე. ვფიქრობ, რომ მსგავსი საბჭოს ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ბიზნესების რეალური პრობლემების ამოწევას და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას“ - აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტის, მიხეილ ჭელიძის შეფასებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ამ საბჭოში არის ბევრი სექტორული ასოციაცია. აქ მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება, შემდეგ ეს პრობლემა გაიშლება, დამუშავდება, ჩაერთვება კვლევის კომპონენტები და ეკონომიკის სამინისტროს წარედგინება რეკომენდაციები, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები და ინიციატივები შევიდეს კანონმდებლობაში“ - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა