საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას
განცხადებას ეხმიანება და მას სიცრუეში ადანაშაულებს.
„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია.
ამდენად, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს და ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
გუშინ, ნიკა გვარამიამ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანიიის კომერციული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კანონდარღვევით გაჟღერებაში დაადანაშაულა.

















