logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ლევან დავითაშვილმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მიმართულებები გააცნო
ლევან დავითაშვილმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მიმართულებები გააცნო
16:05 21.07.2017
წელს პირველად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების, „ამბასადორიალი 2017“ ფარგლებში, ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია გაიმართა.
სოფლის მეურნეობს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილეებმა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ახალი ინიციატივა, ე. წ. „ექსპორტის ხელშემწყობი სამკუთხედი”.
კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი პროექტები და ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„ამბასადორიალი არის კარგი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს შეგვიძლია გავუზიაროთ, ერთი მხრივ, დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და დაგეგმილი ღონისძიებები და, მეორე მხრივ, მივიღოთ ინფორმაცია თქვენს რწმუნებულ ქვეყანებთან თანამშრომლობის რა პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა.
წარმოდგენილ პრეზენტაციაში მინისტრმა იმ ხუთ ძირითად ამოცანაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინიტროს მიერ საზღვარგარეთ სამოქმედო გეგმაში გამოიკვეთა, ესენია:
• საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება - ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესება
• ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია
• საგრანტო და ტექნიკური დახმარების კომპონენტის გააქტიურება/მოძიება დასახული ამოცანების მიღწევისთვის
• დიასპორებთან ურთიერთობისას დარგის პრიორიტეტების და მიმდინარე პოლიტიკის გაცნობა
• უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით
„ყველა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობა იქნება მაქსიმალური შედეგების მომტანი. რაც შეეხება ჩვენს ხედვას თუ რა ინსტრუმენტები არსებობს ამ მიზნების მისაღწევად - პირველ რიგში უნდა მოხდეს საექსპორტო პროდუქციის იდენტიფიცირება ქვეყნების მიხედვით, რათა სწორად იქნას განსაზღვრული ქართული პროდუქციის კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან მიმართებაში. ამისათვის საჭიროა სახელმწიფომ შექმნას ხელშემწყობი მექანიზმები, რათა გაიზარდოს პირველადი პროდუქციის წარმოება, განვითარდეს გადამამუშავებელი წარმოება, იყოს გამართული ინფრასტრუქტურა და მოხდეს ხელშეწყობა პროდუქციის საექსპორტოდ მომზადებისთვის, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ბაზრის სპეციფიკის მიხედვით საერთაშორისო თუ სპეციალიზებული სტანდარტის დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტულად მიაჩნია ურთიერთობების გაღრმავება გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD), მსოფლიო ბანკთან, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE), მეღვინეობის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (OIV), IPPO, Codex Allimentarius.
ფინანსური რესურსები მობილიზება და ეფექტური განაწილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასახული ამოცანების მიღწევის კუთხით. სამინისტრო აქტიურად მუშაობს USAID, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ოფისთან (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA), ევროკავშირის წარმომადგენლობასთან (EUD), JICA-სთან, EBRD-სთან, EIB-სთან და სხვა საერთაშორისო დონორებთან დარგის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა