logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  გიორგი გახარიამ ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გიორგი გახარიამ ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
15:02 21.07.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გახარიამ მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, ის დამატებითი რესურსი და ენერგია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ შესძინოთ ეკონომიკურ ცხოვრებას და ეკონომიკურ ზრდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრმა ღონისძიების ორგანიზებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კონფერენციის ჩატარება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გახსნილ „ჯეო კეპის“ საწარმოში განსაკუთრებით სიმბოლური და მნიშვნელოვანია.
„ჩვენ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს აბსოლუტურად ღია ეკონომიკა. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და რა რისკებსაც და შესაძლებლობებსაც აგენერერირებს გლობალური ეკონომიკა, ჩვენც იმ გარემოში ვცხოვრობთ. ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა არის ჩვენი გამოწვევა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების ჩართულობა ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა მიმართულებებში, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში. გიორგი გახარიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული „ექსპორტის სამკუთხედის“ მუშაობის პრინციპი გააცნო, ისაუბრა მისი განმახორციელებელი უწყებების ფუნქციებზე და იმ შედეგებზე, რაც ამ უწყებების ეფექტურმა კოორდინაციამ უნდა მოიტანოს. მინისტრის თქმით, „ექსპორტის სამკუთხედის“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ექსპორტიორების ხელშეწყობას ანალიტიკური ინფორმაციით და ტექნიკური მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი იქნება საელჩოების მეშვეობით მაქსიმალური ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ხოლო რაც რაც შეეხება სამკუთხედის მესამე რგოლს, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს, ის ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია და ამოქმედების შემდეგ უზრუნველყოფს ექსპორტიორების წვდომას ფინანსურ რესურსებზე.
ეკონომიკის მინისტრმა კონფერენციაზე ასევე ხაზი გაუსვა იმ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის მიმართულებით ახორციელებს, რათა საქართველოს ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკად გარდაიქმნას.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია წელს პირველად ჩატარდა. ღონისძიებას ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან ერთად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა