logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები 6 მიმართულებაზე იმუშავებენ
გიორგი გახარია: პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები 6 მიმართულებაზე იმუშავებენ
13:33 21.07.2017
ამბასადორიალი-2017 ფარგლებში თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე ისაუბრა, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ მნიშვნელოვანი კომპონენტია.
როგორ მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოებში კომერციული ატაშეს ინსტიტუტი შეიქმნება. „კომერციული ატაშეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ „აწარმოე საქართველოს“ ექსპორტისა და ინვესტიციების გუნდთან და იმ სტრატეგიულ სავაჭრო ქვეყნებში დაამყარებენ კავშირებს პოტენციურ ინვესტორებთან და მსხვილ შემსყიდველებთან, რომლებსაც შემდეგ სააგენტოში არსებულ შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებთან დააკავშირებენ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომერციული ატაშეების საქმიანობა დაფარავს როგორც ექსპორტის, ისე ინვესტიციების მიმართულებას. პოტენციური საექსპორტო ბაზრებისა და სექტორული პორტფელების მიხედვით იდენტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმაციის შეჯამება მოხდება ქვეყნების მიხედვით. კომერციული ატაშე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. გარდა ამისა, კომერციული ატაშე ხელს უწყობს ქართველი ექსპორტიორების შეღწევას შესაბამის ბაზარზე და კონტრაქტების მოპოვებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, არსებობს ექსპორტის მიმართულებისა და კომერციული ატაშეეების საქმიანობის შეფასების მექანიზმი. „ექსპორტის გაზომვა შესაძლებელი იქნება ყველა ქვეყანასთან მიმართებაში. ანალიზი გაკეთდება როგორც ქვეყნის, ისე კონკრეტული ნომენკლატურული ერთეულის პროდუქტის მიმართულებით. შესაბამისად ეს გვაძლევს ძალიან მარტივ შესაძლებლობას, გაიზომოს ზრდა და შემცირება. ეს იქნება ძირითადი კრიტერიუმები, რითიც შეფასდება კონკრეტული კომერციული ატაშეს მუშაობის ხარისხიც კონკრეტულ ქვეყანაში. ეკონომიკური ატაშეს ფუნქცია არ იქნება მხოლოდ ექსპორტის მხარდაჭერა, მათი ფუნქცია ასევე იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ესეც, რა თქმა უნდა გაზომვადია“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკვე განსაზღვრულია ის ქვეყნები, სადაც პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები იმუშავებენ. საუბარია 6 მიმართულებაზე, რომლებიც რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩა. კერძოდ, საუბარია იმ სავაჭრო პარტნიორებზე, რომლებშიც ქართველი ექსპორტიორები უკვე გარკვეულწილად არიან დამკვიდრებულები. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს ექსპორტის მნიშვნელოვანი გაზრდის პოტენციალი. გარდა ამისა, შერჩეულ ქვეყნებში წარმოდგენილია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და პოტენციურად მეტად საინტერესო საექსპორტო ბაზრები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა