logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხანძრების შედეგად დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
ხანძრების შედეგად დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
19:06 19.07.2017
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე კომერციულმა ბანკებმა ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საბანკო ვალდებულებებთან დაკავშირებით შეჯამებული ინფორმაცია წარმოადგინეს. ბანკების შეფასებით, უმეტეს შემთხვევაში მოხერხდა კლიენტისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება. შეღავათი ძირითადად გამოიხატა შენატანების გადავადებაში, ცალკეული მსესხებლებისთვის კი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.

შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა მოსაზრებები თუ როგორაა შესაძლებელი მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან არიდება. სახანძრო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, ბაზრობებზე მეიჯარეთა დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი ქონებისა და ბიზნეს უწყვეტობის დაზღვევაა. ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მსესხებლებს მიაწოდონ ინფორმაცია სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით და ზოგადად, მეტი აქცენტი გაკეთდეს მარაგებისა და სავაჭრო ფართის დაზღვევაზე საკრედიტო გადაწყვეტილებების მიღებისას.

"საქართველოს საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და განვითარებული სფეროა, მას ენდობიან არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხოელი ინვესტორებიც და ამის ერთ-ერთი დასტურია საბანკო დეპოზიტების შეუქცევადად მზარდი ტენდენცია. ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, ამოცანა ამ სტაბილურობასა და დეპოზიტარების ნდობაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, უნდა დავიცვათ ბალანსი, რათა ერთის მხრივ, საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, და, მეორეს მხრივ, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღონ დაზარალებულმა მოქალაქეებმა. კომერციული ბანკები ადრეც, ლარის გაუფასურების პერიოდში, ამოუდგნენ გვერდში მსესხებლებს რომელთაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ სესხი აღებული და შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქეს მათ სესხის მომსახურების ტვირთი.

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ კომერციული ბანკების მიერ დაზარალებულთათვის შეთავაზებულ შეღავათებზე. უმეტეს შემთხვევაში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მსესხებლებს რამდენიმე თვით გადაუვადდათ შენატანები სესხის მომსახურებისთვის, რაც მათ ბიზნესსაქმიანობის აღდგენაში დაეხმარება. რიგ შემთხვევებში მოხდა სესხის რაოდენობის გაზრდაც", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა