logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს შეხვდა
16:19 19.07.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შეხვდა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დენ მალენის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი მარიანა მორგოშია და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, ნინო ჯავახაძემ მალენს დეტალურად გააცნო ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებები, ასევე ის სერვისები, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორს სთავაზობს. კერძოდ, საუბარი შეეხო „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებულ პროგრამებს და იმ სერვისებს, რომელიც საქართველოში კომპანიების ინოვაციური საქმიანობის წახალისების კუთხით ხორციელდება,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ზვიადაძის ინფორმაციით, სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რათა დამწყებმა მეწარმეებმა ინფორმაცია მსოფლიოში ცნობილი ექსპერტებისგან პირადად მიიღონ. „ჩვენი სურვილია, რომ ქართველმა სტარტაპერებმა გაიკვლიონ გზა ამერიკისკენ. კონსულტანტებისა და მენტორების დახმარებით ამის მიღწევა მით უფრო შესაძლებელი გახდება, რაც უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან“.
დენ მალენი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ბრიუსელის ოფისში. ის ამუშავებს, კოორდინაციას უწევს და ახორციელებს აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკას ევროკავშირის და ევროპის სხვა სავაჭრო პარტნიორების, ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით.









FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა