საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე
კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვადაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღია კარის დღეებს იწყებს.
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციასკანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა.
ღია კარის დღეები უფასოა და გაიმართება 21, 24, 26 და 28 ივლისს, 18:30 საათზე, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში. (მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №10)
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღია კარის დღეების მიზანია, კომპანიების წარმომადგენლები - ფინანსური მენეჯერები, ბუღალტრები, სხვა დაინტერესებული პირები უკეთ გაეცნონ კანონმდებლობაში შესულცვლილებებს, რათა საქმიანობისას არ შეექმნათ სირთულეები.
ღია კარის დღეებზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის ფორმის შევსება.
19 ივლისიდან, განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე მისი საქვეუწყებო დაწესებულებების ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-ისგვერდებზე განთავსებულ სპეციალურ ბმულებზე: http://sms.dev.fas.ge/register

















