შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი კახა სამხარაძე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა
გულიაშვილთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებს ეცნობა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს ზ/ხვედურეთის ადმინისტრაციული შენობაში მიმდინარე ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ოთახების სარემონტო-სარეაბილილატიო სამუშაოები. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 49 990 ლარი.სამუშაოებს ასრულებს შპს „ ბეგოვიჩი“.

















