logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ქართველმა და უკრაინელმა ხალხებმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ ჩვენი ერების ნება მტკიცეა
პრემიერი: ქართველმა და უკრაინელმა ხალხებმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ ჩვენი ერების ნება მტკიცეა
18:59 18.07.2017
საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკრაინასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-უკრაინის ერთობლივ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის სრულიად ახალი, სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მისცემს ბიძგს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ჩვენ საქართველო და უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რუსეთის ქმედებებმა - ჩვენი ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას. საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ევროპული ინტეგრაციის გზაზეც. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროპულ ოჯახს. იმის მიუხედავად, რომ ამ გზაზე ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დაბრკოლებებისა და სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, ქართველმა და უკრაინელმა ხალხებმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ დაანახეს, რომ ჩვენი ერების ნება მტკიცეა, ჩვენი ნება უცვლელია, ჩვენი გზა არის ევროპისკენ მიმართული და ვერაფერი შეცვლის ჩვენი ხალხების გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ადვილი არ არის, გამოწვევები კვალავაც გაგრძელდება, მაგრამ ვიცით ისიც, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს.ეს არის რეფორმების გაძლიერება, ეკონომიკის მდგრადი განვითარება, დემოკრატიული ღირებულებების მტკიცე დაცვა და, რაც მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა," - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მან იმედი გამოთქვა, რომ როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით, ორივე ქვეყანა მაქსიმალურად გამოიყენებს არსებულ შესაძლებლობებს.

„საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს უკრაინელ ინვესტორებს და გჯერა, რომ იგი დამატებით ბიძგს მისცემს ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას... ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს ჩვენ მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის,ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები თურქეთთან, ჩინეთთან, ჰონ კონგთან და მომავალი წლის ბოლოდან, დიდი ალბათობით, ინდოეთთან, რადგან უკვე არსებობს ორმხრივი დაინტერესება და კონსულტაციებიც დაწყებული გვაქვს," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის მნიშვნელობა შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ მას გიორგი კვირიკაშვილთან ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკრაინაში შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა