logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შემოსავლების სამსახურის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფისის ორგანიზებით, თბილისში რეგიონული შეხვედრა გაიმართა
შემოსავლების სამსახურის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფისის ორგანიზებით, თბილისში რეგიონული შეხვედრა გაიმართა
14:42 18.07.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან ერთად, რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრა ,,თბილისი მარიოტში“ გაიმართა და მას უკრაინის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთისა საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

რეგიონული შეკრებაზე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების მეთაურებმა იმსჯელეს ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივ ოპერაციებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა უკანონო საქმიანობის აღმოსაფხვრელად, მაღალი რისკის მქონე ტვირთების იდენტიფიცირება, ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობა და ამ მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობა და პრაქტიკულ რეკომენდაციების გაზიარებაა.
,,საბაჟო ორგანოების, როგორც სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყების გამართულ და სწორად ორგანიზებულ საქმიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის შიგნით საზღვრის უსაფრთხოებაში ჩართულ სხვა უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთერებული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როცა საქმე ტრანსსასაზღვრო დანაშაულს ეხება, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცველ უწყებათა კოორდინირებულ ქმედებებს ენიჭება. ვფიქრობ, გლობალური კონტეინერების კონტროლის პროგრამა კარგი პლატფორმაა ამ თანამშრომლობისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამსახურის სახელით, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ამ შესაძლებლობისთვის“ - რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ლაშქარაძემ.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის კოორდინატორებმა გაეროდან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან ხაზგასმით აღინიშნეს, რომ პროგრამის განხორციელების მიზანია მასში ჩართული ქვეყნების მთავრობათა დახმარება წარმატებით განახორციელონ კონტეინერების კონტროლი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ნარკოტრაფიკისა და სხვა უკანონო საქმიანობის თავიდან აცილებასა და ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშეწყობას. როგორც გაეროს ცენტრალური აზიის რეგიონულმა წარმომადგენელმა აშიტა მიტალმა აღნიშნა, საბაჟო სფეროში რეგიონული თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე ტვირთების ეფექტური კონტროლისთვის. ამასთან, კონტეინერების კონტროლის პროგრამა იძლევა საკმარის შესაძლებლობებს არალეგალური საქონლის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის დასძინა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელმა ანა ჰინოიოსამ.
შეხვედრის თანაორგანიზატორები არიან: გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში, გაეროს წარმომადგენლობები ავღანეთში და პაკისტანში, ასევე, გაეროს რეგიონული პროგრამა ავღანეთში და მეზობელ ქვეყნებში. კონტეინერების კონტროლის პროგრამის რეგიონული სეგმენტები ავღანეთში, შავი ზღვის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და პაკისტანში. პროგრამას აფინანსებს კანადის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, იაპონიისა და აშშ მთავრობები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა