logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ეკონომიკის სამინისტრო: „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ იმ 4 სიხშირის აღდგენა მოხდა, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ 15 ივლისს შეაჩერა
ეკონომიკის სამინისტრო: „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ იმ 4 სიხშირის აღდგენა მოხდა, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ 15 ივლისს შეაჩერა
09:58 18.07.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, უწყება მხარს უჭერს ადგილობრივი ინდუსტრიების განვითარებას.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
ამასთან დაკავშირებით, უწყებამ განცხადება გაავრცელა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს ადგილობრივ ინდუსტრიებს, მათ შორის ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბისა და ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების პოზიციონირებისთვის.
ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორისაა შიდა საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვის, აგრეთვე შიდა საავიაციო სამუშაოების გათავისუფლება დღგ-სგან და ამ სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო საწვავი და საპოხი მასალების გათავისუფლება იმპორტის გადასახადისგან, აქციზისა და დღგ-სგან. აღნიშნული მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს და ხელს უწყობს რესურსების დარჩენას კომპანიებში.
სახელმწიფო მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობით მოხდა ქართული კომპანია „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ იმ 4 სიხშირის აღდგენა, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ 15 ივლისს იქნა შეჩერებული. შედეგად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების განხორციელება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შემდგომშიც გააგრძელებს ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ათვისება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის შემდგომი მხარდაჭერა, რითაც ხელს ვუწყობთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბებას. თუმცა, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესების დაცვა. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კომპანიები, სახელმწიფო მხარდაჭერის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მომხმარებლებს შესაბამისი ხარისხისა და ფასის მომსახურებით“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა