საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეროვნული სტატისტიკური უწყებებისთვის მაღალი დონის სემინარი
მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში დღეს, ევროსტატის ორგანიზებით, 20 ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართება.
საქსტატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონის ქვეყნებში არსებული სტატისტიკური საქმიანობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას.
სტატისტიკის ეროვნული სისტემა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია. იგი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს.
აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოს სტატისტიკის სისტემის ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოებას.

















